QLA პროექტის ხმის მიცემა დაიწყო
22 მარტი 2012
საიტს www.quarrylifeaward.ge ბლოგის ფუნქცია და საჯარო ხმის მიცემის სისტემა დაემატა. გულშემატკივრებს საშუალებ...
QLA პროექტის ხმის მიცემა დაიწყო

22 მარტი 2012
Copy to clipboard

 

საიტს www.quarrylifeaward.ge ბლოგის ფუნქცია და საჯარო ხმის მიცემის სისტემა დაემატა. გულშემატკივრებს საშუალება ეძლევათ ნებისმიერი ქვეყნიდან 5 ბალიანი სისტემით შეაფასონ სასურველი პროექტი, გაიზიარონ სოციალურ ქსელებზე და ამით კონკურსანტს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარონ. ამასთანავე 5 შერჩეულ მონაწილეს შესაძლებლობა აქვს საიტის მომხმარებელს პოსტები შესთავაზოს და ამით თავისი საპროექტო წინადადების პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.

საქკაბელის პრეზენტაცია რედისონში
21 მარტი 2012
კომპანიასაქკაბელის ახალი პროდუქციის გამოშვებისა და იმპორტის ჩანაცვლების პროგრამის წარმატებულად განხორციელების პრეზენ...
საქკაბელის პრეზენტაცია რედისონში

21 მარტი 2012
Copy to clipboard

 

კომპანია"საქკაბელის" ახალი პროდუქციის გამოშვებისა და იმპორტის ჩანაცვლების პროგრამის წარმატებულად განხორციელების პრეზენტაცია გაიმართა.  ღონისძიებაზე „ტუვ“-ის წარმომადგენელმა ხარისხის მართვის ISO 9001:2000 სერტიფიკატი კომპანიას გადასცა.

QLA პროექტის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
20 მარტი 2012
20 მარტს, სასტუმრო„ჰოლიდეი ინში“ კონკურსის ჟიურიმ QLA პროექტის პირველი ეტაპის გამარჯვებული 5 კანდიდატი წარადგინა....
QLA პროექტის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

20 მარტი 2012
Copy to clipboard

 

20 მარტს, სასტუმრო„ჰოლიდეი ინში“ კონკურსის ჟიურიმ QLA პროექტის პირველი ეტაპის გამარჯვებული 5 კანდიდატი წარადგინა. შერჩეული კანდიდატები თავიანთ საპროექტო წინადადებაზე მუშაობას განაგრძობენ და 2012 წლის 28 სექტემბრამდე საბოლოო ანგარიშს წარადგენენ. ეროვნული ჟიური (თითოეულ მონაწილე ქვეყანაში) მათ შორის საუკეთესო სამეულს გამოავლენს. 

„ნატახტარის ლიმონათის “ საქველმოქმედო პროექტის თანხის შეგროვება დასრულდა!
16 მარტი 2012
ნატახტარის ლიმონათის საქველმოქმედო პროექტის - „იზრუნე მომავალზე“ - შესახებ კომპანია „ნატახტარის“ და ასოციაცია „ჩვენი ს...
„ნატახტარის ლიმონათის “ საქველმოქმედო პროექტის თანხის შეგროვება დასრულდა!

16 მარტი 2012
Copy to clipboard

 

ნატახტარის ლიმონათის საქველმოქმედო პროექტის - „იზრუნე მომავალზე“ - შესახებ კომპანია „ნატახტარის“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი-საქართველოს“ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. მისი პირველი ეტაპი - თანხის შეგროვება,დასრულდა.

შეგროვებული თანხის მოცულობაა 142802 ლარია.

http://www.flickr.com/photos/mygepra/sets/72157629589830807/

ჯეპრამ ეგეოსის ავიახაზების საპრომოუშენო მასალები მოამზადა
15 მარტი 2012
ჯეპრამ ეგეოსის ავიახაზებისა და მისი ექსკლუზიური წარმომადგენლის საპრომოუშენო მასალები მოამზადა. საბერძნეთის უმსხვილესი ...
ჯეპრამ ეგეოსის ავიახაზების საპრომოუშენო მასალები მოამზადა

15 მარტი 2012
Copy to clipboard

 

ჯეპრამ ეგეოსის ავიახაზებისა და მისი ექსკლუზიური წარმომადგენლის საპრომოუშენო მასალები მოამზადა. საბერძნეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის რეისების განხორციელება ა.წ. ივნისიდან  მოხდება.

კახა მაღრაძე პიარკლუბის მზრუნველთა საბჭოს წევრად აირჩიეს
12 მარტი 2012
ჯეპრას უფროსი კონსულტანტი კახა მაღრაძე პიარ კლუბის მზრუნველთა საბჭოს წევრად აირჩიეს. პიარკლუბი საქართველოში პიარმენეჯე...
კახა მაღრაძე პიარკლუბის მზრუნველთა საბჭოს წევრად აირჩიეს

12 მარტი 2012
Copy to clipboard

 

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი კახა მაღრაძე პიარ კლუბის მზრუნველთა საბჭოს წევრად აირჩიეს. პიარკლუბი საქართველოში პიარმენეჯერების უმსხვილესი გაერთიანებაა, რომელშიც 300-ზე მეტი სპეციალისტია გაწევრებული.

უქომაგე საქართველოს რაგბის ნაკრებს ნატახტართან ერთად
10 მარტი 2012
ქომაგები ლუდის ბარებში „ანგარი“ და „სკარლეტ სეილსში“ შეიკრიბნენ.თამაშის დაწყებამდე და შესვენებისას, სტუმრებისთვის გაიმ...
უქომაგე საქართველოს რაგბის ნაკრებს ნატახტართან ერთად

10 მარტი 2012
Copy to clipboard

 

ქომაგები ლუდის ბარებში „ანგარი“ და „სკარლეტ სეილსში“ შეიკრიბნენ.თამაშის დაწყებამდე და შესვენებისას, სტუმრებისთვის გაიმართა სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებები. ამასთან, ჩატარდა შეჯიბრი ლუდის სმაში, რომლის გამარჯვებულებმაც ნატახტარის მიერ დაწესებული პრიზი მიიღეს. ნატახტარისა და ეროვნული ნაკრების სიმბოლიკით გაფორმებული სპეციალური მაისურები კი ყველაზე აქტიურ ქომაგებს დაურიგდათ.

http://www.flickr.com/photos/mygepra/sets/72157629589694733/

დენის ვილკოქსი ჯეპრას ესტუმრა
08 მარტი 2012
მსოფლიოში სახელგანთქმული პიარსპეციალისტი და ბესტსელერების ავტორი პიარსა და მარკეტინგულ კომუნიკაციებში დენის ვილკოქსი ჯ...
დენის ვილკოქსი ჯეპრას ესტუმრა

08 მარტი 2012
Copy to clipboard

 

მსოფლიოში სახელგანთქმული პიარსპეციალისტი და ბესტსელერების ავტორი პიარსა და მარკეტინგულ კომუნიკაციებში დენის ვილკოქსი ჯეპრას ესტუმრა. კახა მაღრაძესთან საუბარი საქართველოში პიარტექნოლოგიების განვითარებას, სოციალური მედიის აქტიურ გამოყენებას და პიარის სწავლების პრობლემებს შეეხო.

დპა-ს ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოაქვს
02 მარტი 2012
საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო კომპანია DPA - მ ახალ პროდუქტზე მუშაობა დაასრულა, რომელსაც სულ მალე ქართველ მო...
დპა-ს ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტი გამოაქვს

02 მარტი 2012
Copy to clipboard

 

საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო კომპანია DPA - მ ახალ პროდუქტზე მუშაობა დაასრულა, რომელსაც სულ მალე ქართველ მომხმარებელს შესთავაზებს. პროდუქტის შექმნის მიზანია ცენტრალიზებული და დაცული აიტი ინფრასტრუქტურის მოწყობა მცირე და საშუალო ორგანიზაციებისთვის.

ნატახტარის ფაზლი - ააწყე შენი ფოტოისტორია
20 თებერვალი 2012
ზერო სტუდიასთან თანამშრომლობით ნატახტარის სოციალური მედია-სტრატეგიის ფარგლებში მომზადდა და ფეისბუქზე გაეშვა ონლაინ აპლ...
ნატახტარის ფაზლი - ააწყე შენი ფოტოისტორია

20 თებერვალი 2012
Copy to clipboard

 

ზერო სტუდიასთან თანამშრომლობით ნატახტარის სოციალური მედია-სტრატეგიის ფარგლებში მომზადდა და ფეისბუქზე გაეშვა ონლაინ აპლიკაცია "ნატახტარის ფაზლი", რომლის მეშვეობითაც ნატახტარის ფეისბუქის მომხმარებელს როგორც საკუთარი, ასევე ნატახტარის მიერ შემოთავაზებული ფოტოების ფაზლებად დაშლა, აწყობა და მეგობრებისთვის გაზიარება შეუძლია.

თამაშის ლინკი: http://www.facebook.com/natakhtari/app_216924904991602