კარიერების ბიომრავალფეროვნების პროექტის ფარგლებში, ჯეპრას მიერ შექმნილი პოსტერები საუკეთესოდ იქნა მიჩნეული და ყველა ქვეყნისთვის სამაგალითო საპრომოუშენო ნიმუშად დამტკიცდა.
ეფესმა ბლოგერებს კარაოკე ფართიზე უმასპინძლა. ივენთი კარაოკე კლუბ Studo 5-ში შედგა, სადაც სტუმრებმა Efes-ის ახალი სარეკლამო რგოლი იხილეს. ბლოგერები სახელობითი მაისურებითა და პირადად მათთვის ჩამოსხმული ლუდის ბოთლებით დასაჩუქრდნენ. მოეწყო სახალისო გათამაშებები, რომელთა გამარჯვებულებს საჩუქრად Efes-ის ლუდი გადაეცათ.
ჯეპრამ დპა-ს ყოველკვარტალური ელექტრონული ნიუსლეთერი გამოუშვა. ნიუსლეთერში დპა-ს განხორციელებული პროექტების, ჩატარებული სემინარებისა და მედია სკოლის ტრენინგების შესახებ მასალები განთავსდა.
ეროვნული ბიზნეს დაჯილდოება „მერკური 2012“–ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საქკაბელის გენერალური დირექტორი ედიშერ მამალაძე წლის მეწარმე გახდა. აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებული საზოგადოებამ გამოავლინა. ხმის მიცემა ვებ–გვერდზე www.mercuryaward.ge 20 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
წამახალისებელი გათამაშება 7 მაისიდან დაიწყება და 7 ივლისამდე გაგრძელდება. გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია, ადგილზე შეგიძლიათ გახსნათ ლუდი „ნატახტარის“ ნებისმიერი მოცულობის პეტის (პლასტმასის) შეფუთვა და თავსახურში მოთავსებულ კაფსულაში აღმოაჩინოთ 10, 20, 50, 100 ან 200 ლარიანი კუპიურა. თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ლაზერით დაბეჭდილი მომგებიანი თავსახურები: სუპერ პრიზი - 50 000 ლარი და 300 000 ცალი უფასო 0,5 ლიტრიანი შუშის ბოთლი ნატახტარი.
ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის გათამაშებაშია 4 ცალი საგზური Euro 2012 ფინალზე უკრაინაში (საგზურში, თამაშზე დასასწრები ბილეთების გარდა, შედის მგზავრობის, სასტუმროს ხარჯები და ასევე ჯიბის ფული)
http://www.flickr.com/photos/mygepra/sets/72157629665109596/
30 აპრილს, „ჯეიემქეის“ ფეისბუქზე ინტელექტუალური კონკურსი ჩატარდა. გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცა ფოტო-ალბომი, სახელწოდებით "ქართული სული ბადრი ვადაჭკორიას თვალით".