7 დეკემბერს, ევროკავშირის პროექტის - "მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის" ფარგლებში მედია–სემინარი გაიმართა. სემინარზე განხილულ იქნა ევროკავშირის სამიგრაციო პოლიტიკა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა მიგრაციის საკითხებში.
გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ საერთაშორისო სამეცნიერო - საგანმანათლებლო კონკურსის - Quarry Life Award „ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე“ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ცერემონილზე დასახელდნენ კონკურსის გამარჯვებულები, რომელთაც კომპანია "ჰაიდელბერგცემენტმა" ფულადი პრიზები - 5000, 3000 და 1500 ევროს გადაცა.
კომპანია "ნატახტარმა" ქარხანაში გამდინარე წყლის დამუშავებისა და ფილტრაციის გაუმჯობესებული და თანამედროვე სისტემა დანერგა. 16 ნოემბერს, დაბა ნატახტარში მდებარე ქარხანაში ახალი სისტემის პრეზენტაცია და სპეციალური მედიატურიც გაიმართა. ჟურნალისტებს დეტალებზე კომპანიის ტექნიკური დირექტორი, გიორგი ქოქიაშვილი ესაუბრა.
http://www.flickr.com/photos/mygepra/sets/72157632020607637/
„თბილისიმარათონი“ - ეს იყო პირველი მასშტაბური ნახევარმარათონი საქართველოში, რომელიც ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება და ამავდროულად საქველმოქმედო ხასიათის ატარებდა. პროექტი ჰაიდელბერგცემენტის ეგიდითა და საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ნახევარმარათონში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა მსურველს - მოყვარულსა თუ პროფესიონალს ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ „თბილისიმარათონი“ ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველ წელს შემოდგომით გაიმართება.
საინფორმაციო სააგენტო სოციალ-პოლიტიკური ხასაითის ინფორმაციებს, ანალიტიკურ სტატიებსა და ვიდეო-ფოტომასალებს მიაწვდის საოგადოებას. სააგენტოს მისამართია www.timer,ge.