პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრამ კორპორაცია "ჰუალინგთან" ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულების თანახმად ჯეპრა საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნასა და მედია გაშუქებას უზრუნველჰყოფს.
9 ივნისს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში", ჯეპრას ორგანიზებით, საქართველოს საჯარო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იყო საჯარო უწყებების ეფექტიანი საზოგადოებასთან ურთიერთობის სახელმძღვანელო პრინციპების ინსტრუქციათა კრებული.
პროექტი USAID-ის მიერ დაფინასებულ დემოკრატიული მმართველობის პროგრამა (G3) -ის ფარგლებში ხორციელდება.
25 მაისს, რესტორან „ბიერ გარდენში“ კომპანია „ნატახტარმა“ „კაიზერის დღე“ გამართა, სადაც ახალი ლუდის, ხორბლის გაუფილტრავი კაიზერის ოფიციალურ პრეზენტაცია წარადგინა.
25 მაისს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იუვენილური ართრიტით დაავადებული ბავშვებისთვის სპეციალური მხარდამჭერი აქცია მოეწყო. აქციის ინიციატორი „იუვენილური ართრიტით დაავადებულ ბავშვთა მშობლების კავშირი“ იყო.
ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა და მასში ცნობილმა ადამიანებმაც მიიღეს მონაწილეობა.
16 მაისს კომპანია „ნატახტარმა“ სასტუმრო"რადისონ ბლუ ივერიაში", გათამაშების დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
11 მაისს, „მარნეული აგროში“, „მარნეულის სასურსათო ქარხანასა“ და „თელეთის ფერმაში“ მედიატური მოეწყო. მოწვეულმა ჟურნალისტებმა „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი საწარმოები დაათვალიერეს და წარმოების პროცესს გაეცნენ. „მარნეული აგროში“ სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, რომელსაც „ჟურნალსიტების მინდორი“ ეწოდა თავადაც მიიღეს პამიდვრის ჩითილების გადანერგვაში მონაწილეობა.
კომპანია შპს „როშ ჯორჯია“ და „ჯეპრა“ აცხადებს მედია კონკურსს თემაზე „C ჰეპატიტი - იცოდე მეტი“, რომლის მიზანია მედიის საშუალებით მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია დაავადების, მისი დიაგნოსტიკის და მკურნალობის შესახებ. კონკურსის დასრულების შემდეგ დაჯილდოვდება 11 გამარჯვებული, რომელსაც კომპეტენტური ჟიური 30 ივლისს გამოავლენს.
1 მაისს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ შპს „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა მედია სემინარი თემაზე: „C ჰეპატიტი - ალერსიანი მკვლელი“. სემინარის მიზანი იყო მედიის ინფორმირებულობა, რათა მიზანმიმართულად მიაწოდოს მოსახლეობას სრული და ამომწურავი ინფორმაცია დაავადების შესახებ. სემინარის მედია მხარდაჭერა ჯეპრამ უზურნველყო.