ჯეპრა Wings for Life პროექტის მხარდამჭერი გახდა
27 დეკემბერი 2013
Wings for Life არაკომერციული ფონდია, რომელიც ორიენტირებულია ზურგის ტვინის ტრამვის მკურნალობაზე. ის მხარს უჭერს პერსპ...
ჯეპრა Wings for Life პროექტის მხარდამჭერი გახდა

27 დეკემბერი 2013
Copy to clipboard

 

"Wings for Life" არაკომერციული ფონდია, რომელიც ორიენტირებულია ზურგის ტვინის ტრამვის მკურნალობაზე. ის მხარს უჭერს პერსპექტიულ სამედიცინო და კვლევით პროექტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
2014 წლის 4 მაისს საქართველოს დროით 14:00 საათზე 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში ასი ათასობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს რბენას. გარბენის ტრასის სიგრძე განსაზღვრული არ არის, არ არსებობს ფინიშის ხაზი. გამარჯვებული იქნება, ის, ვისაც ფინიშის მანქანა ბოლოს დაეწევა. სპორტის ისტორიაში მსგავსი ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა.
მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია-როგორც მოხალისე მორბენალს, ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს (ასაკი 18+).
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრა აღნიშნული პროექტის მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია.

ჯეპრამ ჰუავეისთან მორიგი კონტრაქტი გააფორმა
26 დეკემბერი 2013
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრამ Huawei საქართველოსთან მორიგი ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტი ...
ჯეპრამ ჰუავეისთან მორიგი კონტრაქტი გააფორმა

26 დეკემბერი 2013
Copy to clipboard

 

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრამ Huawei საქართველოსთან მორიგი ხელშეკრულება გააფორმა.
კონტრაქტი ითვალისწინებს საახალწლო კამპანიის მენეჯმენტს და პიარ საკომუნიკაციო მხარდაჭერას. 

მარნეულის მურაბის დღე
22 დეკემბერი 2013
22 დეკემბერს, სიონის სკვერში საახალწლო ფესტივალი გაიმართა. მარნეულის მურაბის დღის ფესტივალის ორგანიზატორები და მასპინ...
მარნეულის მურაბის დღე

22 დეკემბერი 2013
Copy to clipboard

 

22 დეკემბერს, სიონის სკვერში საახალწლო ფესტივალი გაიმართა.
მარნეულის მურაბის დღის ფესტივალის ორგანიზატორები და მასპინძლები „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, თბილისის მერია და „მეიდან ჯგუფი“, მედიამხარდამჭერები - რადიო „აფხაზეთის ხმა“ და „დარდიმანდი“ იყვნენ.
ღონისძიების მსვლელობისას დაჯილდოვდნენ მედიაკონკურსის, "თანამედროვე სოფლის მეურნეობა და აგროინდუსტრია საქართველოში" გამარჯვებულები.
ადგილები ასე გადანაწილდა:
პირველი ადგილი-ირაკლი ჭანტურია-სტუდია "კრეატივი";
მეორე ადგილი: თამარ ლეფსვერიძე-"გურიანიუსი", ნინო ნატროშვილი-"ნეტგაზეთი", ნონა სამხარაძე-"მარნეული TV";
მესამე ადგილი: ეკა ჯიმშელაძე-"ბიზნესი და კანონმდებლობა", ანა ჭანკოტაძე-"ლიბერალი", ლიკა ჟორჟოლიანი-"ტაიმერი", ლევან ბეგლარიშვილი- გაზეთი "CBW". ღონისძიების მენეჯმენტი, მედია გაშუქება და საკომუნიკაციო კამპანია ჯეპრამ უზრუნველყო.

 ფოტოები 1  ფოტოები 2

პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიება SPOTLIGHT-ი
20 დეკემბერი 2013
20 დეკემბერს, სასტუმრო შერატონში, პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიება Spotlight-ი ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორ...
პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიება SPOTLIGHT-ი

20 დეკემბერი 2013
Copy to clipboard

 

20 დეკემბერს, სასტუმრო შერატონში, პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიება Spotlight-ი ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორია პირველი ქართული ინტერნეტჟურნალი ბიზნესზე - Marketer.ge.
14  გამოცდილმა პროფესიონალმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა კოლეგებსა და ყველა დაინტერესებულ პირს. ღონისძიების ფორმატი განსხვავებული და არასტანდარტული იყო.
ღონისძიების ორგანიზატორი პირველი ქართული ინტერნეტჟურნალი ბიზნესზე - Marketer.ge იყო.

იხილეთ ფოტოები

კამპანია "გაყევი უსაფრთხო გზას" ფარგლებში, ჯეპრა კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია
16 დეკემბერი 2013
16 დეკემბერს, ჯეპრასუფროსი კონსულტანტები გიგა ხარებავა და აკო ახალაია კავკასიის უნივერსიტეტს ეწვივნენ. სტუმრობა საინ...
კამპანია "გაყევი უსაფრთხო გზას" ფარგლებში, ჯეპრა კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია

16 დეკემბერი 2013
Copy to clipboard

 

16 დეკემბერს, "ჯეპრას"უფროსი კონსულტანტები გიგა ხარებავა და აკო ახალაია კავკასიის უნივერსიტეტს ეწვივნენ. სტუმრობა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, სახელწოდებით: "გაყევი უსაფრთხო გზას".
აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკებისა და საფრთხეების თაობაზე. ამავრდოულად პოტენციური მიგრანტების ინფორმირება ლეგალური მიგრაციისთვის საჭირო პროცედურების შესახებ.
კამპანია ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, "მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის" ფარგლებში.

იხილეთ ფოტოები

„ანჩისხატის გუნდის“ 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო
12 დეკემბერი 2013
12 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში მგალობელ-მომღერალთა სახელოვანი „ანჩისხატის გუნდის“ 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილ...
„ანჩისხატის გუნდის“ 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო

12 დეკემბერი 2013
Copy to clipboard

 

12 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში მგალობელ-მომღერალთა სახელოვანი „ანჩისხატის გუნდის“ 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ , რადიო „ფორტუნა“, „IPN.ge” და „რუსთაველის თეატრი.“
პროექტის მედიაგაშუქებას ჯეპრა უზრუნველყოფს.

იხილეთ ფოტოები

ჯეპრამ ტრანსელექტრიკასთან ხელშეკრულება გააფორმა
02 დეკემბერი 2013
კონტრაქტი ითვალისწინებს კომპანიის საქმიანობის გაცნობას საზოგადოებისთვის, დაგეგმილი პროექტების გამჭვირვალობის, გადაწყვე...
ჯეპრამ ტრანსელექტრიკასთან ხელშეკრულება გააფორმა

02 დეკემბერი 2013
Copy to clipboard

 

კონტრაქტი ითვალისწინებს კომპანიის საქმიანობის გაცნობას საზოგადოებისთვის, დაგეგმილი პროექტების გამჭვირვალობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას.

 

საერთაშორისო საექსპორტო პროდუქციის გამოფენა ჰუალინგ ჯგუფისგან
30 ნოემბერი 2013
28-30 ნოემბერს თბილისში საერთაშორისო საექსპორტო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა ვაზისუბნის დასახლებაში, ოლიმ...
საერთაშორისო საექსპორტო პროდუქციის გამოფენა ჰუალინგ ჯგუფისგან

30 ნოემბერი 2013
Copy to clipboard

 

28-30 ნოემბერს თბილისში საერთაშორისო საექსპორტო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა ვაზისუბნის დასახლებაში, ოლიმპიურ სოფელთან.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 20 000-მდე დასახელების პროდუქცია.
მსოფლიოს 3 უდიდესი ექსპორტიორი ქვეყნის გარდა, გამოფენაზე ქართველი მწარმოებლების პროდუქციაც იყო წარმოდგენილი.
პროექტის ორგანიზატორი იყო ჰუალინგ ჯგუფი, ხოლო მედიამხარდაჭერა ჯეპრამ უზრუნველყო.

ფონდი ნატახტარის წლიური ანგარიში მედიას
23 ნოემბერი 2013
23 ნოემბერს, სასტუმრო ბომონდგარდენში, კომპანია ნატახტარმა, მედიას საქველმოქმედო პროექტ, იზრუნე მომავალზე წლიური ...
ფონდი ნატახტარის წლიური ანგარიში მედიას

23 ნოემბერი 2013
Copy to clipboard

 

23 ნოემბერს, სასტუმრო "ბომონდგარდენში", კომპანია "ნატახტარმა", მედიას საქველმოქმედო პროექტ, "იზრუნე მომავალზე" წლიური ანგარიში წარუდგინა.
ნატახტარის მარკეტინგის მენეჯერმა, თორნიკე ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს სამომავლო გეგმებიც გააცნო.
დისკუსიის შემდეგ საზეიმო ვახშამი გაიმართა.

იხილეთ ფოტოები

ჯეპრამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროექტი დაასრულა
17 ნოემბერი 2013
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკის გაუმჯობესების პროექტი დასრულდა, სადაც ჯ...
ჯეპრამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროექტი დაასრულა

17 ნოემბერი 2013
Copy to clipboard

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკის გაუმჯობესების პროექტი დასრულდა, სადაც ჯეპრას ექსპერტები მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში მოხდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის/კომუნიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება.
პროეტის დასასრულს კი, დოკუმენტი წარედგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გაფართოებულ სხდომას.