საქართველოს მთავრობის პიარ პერსონალთა ტრენინგი
09 მარტი 2014
7-9 მარტს, დიდუბე პლაზას კომპლექსში, პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფისა (Pmcg) და ჯეპრას კონსულტანტებმა, საქართვე...
საქართველოს მთავრობის პიარ პერსონალთა ტრენინგი

09 მარტი 2014
Copy to clipboard

 

7-9 მარტს, დიდუბე პლაზას კომპლექსში, პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფისა (Pmcg) და ჯეპრას კონსულტანტებმა, საქართველოს მთავრობის სტრუქტურების, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პერსონალისთვის ტრენინგი ჩაატარეს.
ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო კომუნიკაციის ინსტრუმენტების განხილვა, საერთო მიდგომების განსაზღვრა და ძირითად პრინციპებზე შეჯერება, გამოცდილების გაზიარება, წარმატებული ქეისების განხილვა და ერთობლივი საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა.
პროექტი ხორციელდება Usaid დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამის ფარგლებში.

იხილეთ ფოტოები

ჯეპრა საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციისთვის პრომო კამპანიას დაგეგმავს
24 თებერვალი 2014
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრა, საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის პრომო კამპანიის დაგეგმვასა და...
ჯეპრა საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციისთვის პრომო კამპანიას დაგეგმავს

24 თებერვალი 2014
Copy to clipboard

 

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრა, საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის პრომო კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებას უზრუნველყოფს. პროექტი ითვალისწინებს, როგორც საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებას, ასევე კონკრეტულ აქტივობებს. კამპანიის მიზანია, როგორც თემატიკის აქტუალიზაცია, ასევე, პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფების წარმომადგენელთათვის იმ სარგებლის გაცნობა, რასაც ასოციაციასთან თანამშრომლობა მოუტანთ.
ტენდერი კამპანიის განხორციელებაზე გამოცხადებული იყო "HICD PLUS"-ის მიერ.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს მთავრობის პიარ პერსონალთან
23 თებერვალი 2014
21-23 თებერვალს, კახეთში, ლოპოტას ტბაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, საქართველოს მთავრობის სტრუქტურების საზოგადოებასთან ...
სამუშაო შეხვედრა საქართველოს მთავრობის პიარ პერსონალთან

23 თებერვალი 2014
Copy to clipboard

 

21-23 თებერვალს, კახეთში, ლოპოტას ტბაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, საქართველოს მთავრობის სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პერსონალის მონაწილეობით. შეხვადრას უძღვებოდნენ პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფისა (PMCG) და ჯეპრას კონსულტანტები.
სამუშაო შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო პლატფორმის ფორმირება, რეკომენდაციების შემუშავება შიდა კომუნიკაციის პროცესის ოპტიმიზაციის, კრიზისების პრევენციის და რეაგირების მექანიზმების შექმნისათვის.
პროექტი ხორციელდება USAID დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამის ფარგლებში.

ფოტოები 1 ფოტოები 2

სოსო გალუმაშვილის ღია ლექცია "Doctrina Business Review"-ში
12 თებერვალი 2014
12 თებერვალს, ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა, სოსო გალუმაშვილმა საჯარო ლექცია გამართა თემაზე PR და კომუნიკაციები. შეხვე...
სოსო გალუმაშვილის ღია ლექცია "Doctrina Business Review"-ში

12 თებერვალი 2014
Copy to clipboard

 

12 თებერვალს, ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა, სოსო გალუმაშვილმა საჯარო ლექცია გამართა თემაზე "PR და კომუნიკაციები". შეხვედრა ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევების კონსულტაციების ცენტრში "Doctrina Business Review-ში გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები

„ფონდმა ნატახტარმა“ და „ასოციაცია ჩვენი სახლი საქართველომ“ კონფერენცია გამართეს
07 თებერვალი 2014
7 თებერვალს, სასტუმრო „რედისონში“ „ფონდმა ნატახტარი“ და „ასოციაცია ჩვენი სახლი საქართველომ“ პროექტის „იზრუნე მომავალზე...
„ფონდმა ნატახტარმა“ და „ასოციაცია ჩვენი სახლი საქართველომ“ კონფერენცია გამართეს

07 თებერვალი 2014
Copy to clipboard

 

7 თებერვალს, სასტუმრო „რედისონში“ „ფონდმა ნატახტარი“ და „ასოციაცია ჩვენი სახლი საქართველომ“ პროექტის „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში კონფერენცია გამართეს თემაზე: „სოციალური პასუხისმგებლობა ბავშვზე ზრუნვის სფეროს განვითარებისთვის“.
კონფერენციის მიზანი მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების ხელშეწყობაა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე საჯარო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მსხვილი ბიზნესკომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებმა.

იხილეთ ფოტოები

PMCG-ი და ჯეპრა სახელმწიფო ადმინისტრაციის საკომუნიკაციო სტრატეგიას შეიმუშავებენ
07 თებერვალი 2014
პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - PMCG და ჯეპრა, ვებ-დეველოპერულ კომპანია FENOM-თან ერთად, საქართველოს მთავრობის...
PMCG-ი და ჯეპრა სახელმწიფო ადმინისტრაციის საკომუნიკაციო სტრატეგიას შეიმუშავებენ

07 თებერვალი 2014
Copy to clipboard

 

პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - PMCG და ჯეპრა, ვებ-დეველოპერულ კომპანია FENOM-თან ერთად, საქართველოს მთავრობის კანცელარიის პიარ/კომუნიკაციების დეპარტამენტის მხარდაჭერის პროექტის განხორციელებას იწყებს.
მისი მიზანია გააძლიეროს მთავრობის ადმინისტრაციის საკომუნიკაციო აქტივობები და სისტემები როგორც მთავრობათაშორისი კომუნიკაციების კონტექსტში, ისე მოქალაქეებთან და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. პროექტი ხორციელდება USAID დემოკრატიული მმართველობა საქართველოში(G3) პროგრამის ფარგლებში.
„ფონდი ნატახტარის“ აქცია-თანამედროვე ქართველი მხატვრები მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასახმარებლად
31 იანვარი 2014
30 იანვარს, „გამრეკელი გალერიში“ ცნობილი, თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა...
„ფონდი ნატახტარის“ აქცია-თანამედროვე ქართველი მხატვრები მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასახმარებლად

31 იანვარი 2014
Copy to clipboard

 

30 იანვარს, „გამრეკელი გალერიში“ ცნობილი, თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა. ღონისძიებას ჟურნალისტები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სანახაობრივად საინტერეზეო საღამოზე წარმოდგენილი ყველა ფერწერული ტილო გაიყიდა და მთლიანად 11 500 ლარი შეგროვდა. შემოსული თანხა „ფონდი ნატახტარის“ ანგარიშზე ჩაირიცხება.
შემოწირულობა მოხმარდება ფონდის პროექტს „იზრუნე მომავალზე“, რომელიც მზრუნველობამოკლებული მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრიაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას მოხმარდება. ღონისძიება, თანამედროვე ქართული მხატვრობის პოპულარიზაციასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განლაგებული მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელების დახმარებას ისახავს მიზნად.
„ფონდი ნატახტარის“ აქციაში მონაწილე თანამედროვე ქართველ მხატვრების სია ასე გამოიყურებოდა, _ ოლეგ ტიმჩენკო, გია გუგუშვილი, მიშა შენგელია, მამუკა ცეცხლაძე, ვახო ბუღაძე, კოკა ცხვედიანი, უშანგი ხუმარაშვილი, ლია შველიძე.

იხილეთ ფოტოები

წყალი მარგებელი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პლატინის სპონსორი გახდა
29 იანვარი 2014
დღეს, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციაში სს „წყალი მარგებელსა“ და საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას შორის ხელი მოეწე...
წყალი მარგებელი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პლატინის სპონსორი გახდა

29 იანვარი 2014
Copy to clipboard

 

დღეს, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციაში სს „წყალი მარგებელსა“ და საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას შორის ხელი მოეწერა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ისა და „ევროპის მძლეოსნობის 2014 წლის გუნდური ჩემპიონატის მე-3 ლიგის“ პლატინის სპონსორობის ხელშეკრულებას.
წყალი მარგებელის დირექტორმა, გია გოგოლაძემ და ფედერაციის პრეზიდენტმა, ალექსი ახვლედიანმა მომავალი თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

იხილეთ ფოტოები

ჯეპრამ UFC-ის ბრენდის იმპლემენტაცია განახორციელა
22 იანვარი 2014
18 იანვარს, სასტუმრო ძველ თბილისში UFC-ის თანამშრომლებისთვის ჯეპრამ და ედბრენდმა ბრენდის იმპლემენტაცია გამართეს. თ...
ჯეპრამ UFC-ის ბრენდის იმპლემენტაცია განახორციელა

22 იანვარი 2014
Copy to clipboard

 

18 იანვარს, სასტუმრო "ძველ თბილისში" UFC-ის თანამშრომლებისთვის ჯეპრამ და ედბრენდმა ბრენდის იმპლემენტაცია გამართეს.

თანამშრომლები გაეცნენ რებრენდინგის შედეგებს და თიმბილდინგის სავარჯიშოები ჩაუტარდათ.

იხილეთ ფოტოები

ჯეპრა Wings for Life პროექტის მხარდამჭერი გახდა
27 დეკემბერი 2013
Wings for Life არაკომერციული ფონდია, რომელიც ორიენტირებულია ზურგის ტვინის ტრამვის მკურნალობაზე. ის მხარს უჭერს პერსპ...
ჯეპრა Wings for Life პროექტის მხარდამჭერი გახდა

27 დეკემბერი 2013
Copy to clipboard

 

"Wings for Life" არაკომერციული ფონდია, რომელიც ორიენტირებულია ზურგის ტვინის ტრამვის მკურნალობაზე. ის მხარს უჭერს პერსპექტიულ სამედიცინო და კვლევით პროექტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
2014 წლის 4 მაისს საქართველოს დროით 14:00 საათზე 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში ასი ათასობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს რბენას. გარბენის ტრასის სიგრძე განსაზღვრული არ არის, არ არსებობს ფინიშის ხაზი. გამარჯვებული იქნება, ის, ვისაც ფინიშის მანქანა ბოლოს დაეწევა. სპორტის ისტორიაში მსგავსი ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა.
მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია-როგორც მოხალისე მორბენალს, ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს (ასაკი 18+).
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრა აღნიშნული პროექტის მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია.