ლუდი „მთიელისა“ და შავფაროსნების ერთობლივი კლიპის პრემიერა
07 ოქტომბერი 2013
7 ოქტომბერს, ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში, ლუდი „მთიელისა“ და „შავფაროსნების“ ერთობლივი სარეკლამო რგოლის პრემიერა გაიმართ...
ლუდი „მთიელისა“ და შავფაროსნების ერთობლივი კლიპის პრემიერა

07 ოქტომბერი 2013
Copy to clipboard

 

7 ოქტომბერს, ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში, ლუდი „მთიელისა“ და „შავფაროსნების“ ერთობლივი სარეკლამო რგოლის პრემიერა გაიმართა.
რგოლის პრემიერამდე სტუმრებმა იხილეს შავფაროსნების ორთაბრძოლა. ასევე, მოისმინეს „ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის“ მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერები.
კლიპის პრემიერის მედია მხარდაჭერა პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრამ უზრუნველყო.

იხილეთ ფოტოები

მარნეულის მწნილის ფესტივალი თბილისობაზე
06 ოქტომბერი 2013
5-6 ოქტომბერს, მარნეულის სასურსათო ქარხანამ, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში მწნილის ფესტივალი გამართა. მომხმარებელ...
მარნეულის მწნილის ფესტივალი თბილისობაზე

06 ოქტომბერი 2013
Copy to clipboard

 

5-6 ოქტომბერს, მარნეულის სასურსათო ქარხანამ, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში მწნილის ფესტივალი გამართა.
მომხმარებელს შეეძლო უფასოდ დაეგემოვნებინა "მარგებელი პროდუქცია", მარნეულის სასურსათო ქარხნის მწნილი და საწებელი, "მარნეული აგროს ქართულ მიწაზე მოყვანილი კიტრი და პომიდორი, თელეთის "ფერმა მარგებლის" ნატურალური რძისგან დამზადებული სხვადასხვა სახეობის ყველი.
ფესტივალის ორგანიზატორი პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრა იყო.

დღე პირველი

დღე მეორე

ჯეპრა ყველაზე მოსმენად რადიოს გამოავლენს
06 ოქტომბერი 2013
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრა უკვე მეორედ ატარებს გამოკითხვას, ყველაზე მოსმენადი რადიოს საინფო...
ჯეპრა ყველაზე მოსმენად რადიოს გამოავლენს

06 ოქტომბერი 2013
Copy to clipboard

 

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრა უკვე მეორედ ატარებს გამოკითხვას, ყველაზე მოსმენადი რადიოს საინფორმაციო გამოშვების გამოსავლენად.
პროექტი მიზნად ისახავს  კომპანიების ინფორმირებას, რათა შეძლონ სწორად განსაზღვრონ მათი სიახლეების გაშუქებისთვის სასურველი რადიოარხები. 

შვეიცარელი ბიზნესმენები მარნეულის სასურსათო ქარხანაში
04 ოქტომბერი 2013
„მარნეულის სასურსათო ქარხანას“ ორმოცდაათამდე ბიზნესმენი ეწვია. სოფლის მეურნეობის ტური ქართულ-შვეიცარული ბიზნეს ფორუმი...
შვეიცარელი ბიზნესმენები მარნეულის სასურსათო ქარხანაში

04 ოქტომბერი 2013
Copy to clipboard

 

„მარნეულის სასურსათო ქარხანას“
ორმოცდაათამდე ბიზნესმენი ეწვია. სოფლის მეურნეობის ტური ქართულ-შვეიცარული ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
დღეს, 4 ოქტომბერს, „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ 50-მდე შვეიცარელი და ქართველი ბიზნესმენი ეწვია. ვიზიტი ორგანიზებული იყო შვეიცარიის საელჩოს მიერ და ქართულ-შვეიცარული ბიზნეს-ფორუმის ეგიდით განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში მოეწყო „მარგებელი ჰოლდინგის“ პრეზენტაცია და ტური „მარნეულის სასურსათო ქარხანაში.
დასასრულს კი, ბიზნესმენებმა თელეთის ფერმა დაათვალიერეს და მარნეულის სასურსათო ქარხნის პროდუქცია დააგემოვნეს.

იხილეთ ფოტოები

„თბილისიმარათონის“ პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია
04 ოქტომბერი 2013
4 ოქტომბერს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ჰაიდელბერგცემენტმა პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა, ქვეყნის მა...
„თბილისიმარათონის“ პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია

04 ოქტომბერი 2013
Copy to clipboard

 

4 ოქტომბერს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ჰაიდელბერგცემენტმა პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა, ქვეყნის მასშტაბურ სოციალურ პროექტზე - თბილისიმარათონი.
პრესკონფერეციას ესწრებოდნენ ჰაიდელბერგცემენტის გენერალური დირექტორი,  მიხაელ ჰამპელი,  გერმანიის ელჩი საქართველოში- ორთვინ ჰენიგი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი და ფონდ იავნანას პრეზიდენტი, პაატა ბურჭულაძე.
კონფერენციის დასასრულს ჰაიდელბერგცემენტმა ურთიერთთანამშრომლობის 2 მემორანდუმი გააფორმა,  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და ამავდროულად გერმანიის საელჩოსთან. ორივე მემორანდუმი ემსახურება მხარეებს შორის გრძელვადიან ურთიერთთანამშრომლობას ქვეყნის სოციალური პროექტის, თბილისიმარათონის განვითარებისთვის.

იხილეთ ფოტოები

ჯეპრამ UGT-ის ახალი პლატფორმის ბრენდინგი დაასრულა
02 ოქტომბერი 2013
სამუშაოები მოიცავდა ნეიმინგს, ბრენდბუქის, ბრენდის კონცეფციის და სლოგანის შემუშავებას. პლატფორმა ORCHESTRA ორგანიზაციას...
ჯეპრამ UGT-ის ახალი პლატფორმის ბრენდინგი დაასრულა

02 ოქტომბერი 2013
Copy to clipboard

 

სამუშაოები მოიცავდა ნეიმინგს, ბრენდბუქის, ბრენდის კონცეფციის და სლოგანის შემუშავებას. პლატფორმა ORCHESTRA ორგანიზაციას საშუალებას აძლევს, ელექტრონულიად აღრიცხოს და აწარმოოს გადაწყვეტილებების მიღების ბიზნეს პროცესები. ორკესტრაში ელექტრონული ფორმების შევსებისა და ინტელექტუალური ბირთვის საშუალებით ადამიანები და სისტემა ერთად მართავენ საოპერაციო პროცესს და იღებენ გადაწყვეტილებებს.

ჰამლეტ გონაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო
28 სექტემბერი 2013
28 სექტემბერს, ფონდმა ქართული გალობა რუსთაველის თეატრში, ჰამლეტ გონაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი სა...
ჰამლეტ გონაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო

28 სექტემბერი 2013
Copy to clipboard

 

28 სექტემბერს, ფონდმა "ქართული გალობა" რუსთაველის თეატრში, ჰამლეტ გონაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გამართა. დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, შეეძინათ საიუბილეოდ გამოცემული CD და DVD ალბომები. გაყიდული ალბომებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა ჰამლეტ გონაშვილის ოჯახს.

იხილეთ ფოტოები

ჯეპრამ გაერთიანებულ საფინანსო კორპორაციასთან (UFC) ხელშეკრულება გააფორმა
25 სექტემბერი 2013
თანამშრომლობის პირობები ითვალისწინებს ორგანიზაციის შიდა კვლევების ჩატარებასა და ბრენდის რევიტალიზაციას. კომპანიის მიზ...
ჯეპრამ გაერთიანებულ საფინანსო კორპორაციასთან (UFC) ხელშეკრულება გააფორმა

25 სექტემბერი 2013
Copy to clipboard

 

თანამშრომლობის პირობები ითვალისწინებს ორგანიზაციის შიდა კვლევების ჩატარებასა და ბრენდის რევიტალიზაციას.
კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში საბარათე ბიზნესის განვითარებას სტაბილური საპროცესინგო სისტემითა და ინოვაციური პროდუქტებით.

„გებრიუდერ ვაისმა” საქართველოში პრემიუმ კლასის ლოგისტიკური ტერმინალი გახსნა
23 სექტემბერი 2013
20 სექტემბერს, 500- წლიანი ისტორიის მქონე სატრანსპორტო და ლოგისტიკური ავსტრიულმა კომპანიამ „გებრიუდერ ვაისმა” საქართვე...
„გებრიუდერ ვაისმა” საქართველოში პრემიუმ კლასის ლოგისტიკური ტერმინალი გახსნა

23 სექტემბერი 2013
Copy to clipboard

 

20 სექტემბერს, 500- წლიანი ისტორიის მქონე სატრანსპორტო და ლოგისტიკური ავსტრიულმა კომპანიამ „გებრიუდერ ვაისმა” საქართველოში ახალ პრემიუმ კლასის ლოგისტიკურ ხაბი გახსნა. ოფიციალური ცერემონიალი გებრიუდერ ვაისის ტერმინალში გაიმართა.
ღონისძიებას სამთავრობო უწყების, მსხვილი კომპანიების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქვეყანაში გამართული ლოგისტიკის აუცილებლობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

იხილეთ ფოტოები

იხილეთ ფილმი გებრიუდერ ვაისზე

PMCG-ისა და ჯეპრას სამუშაო შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირებთან
16 სექტემბერი 2013
12-15 სექტემბერს , PMCG-ისა და ჯეპრას კონსულტანტებმა ანაკლიაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საზოგადოებასთ...
PMCG-ისა და ჯეპრას სამუშაო შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირებთან

16 სექტემბერი 2013
Copy to clipboard

 

12-15 სექტემბერს , PMCG-ისა და ჯეპრას კონსულტანტებმა ანაკლიაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებთან და G3 პროგრამის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში საკომუნიკაციო სტანდარტებისა და პროცედურების განსაზღვრა წარმოადგენდა.
პროექტი, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში G3"-ის მხარდაჭერით ხორციელდება. 

იხილეთ ფოტოები