პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრამ ნიკორასთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულების თანახმად, ჯეპრა სოციალური მედიის პლატფორმის დაგეგმვას უზრუნველყოფს.
იუსტიციის სამინისტროს საკომუნიკაციო სტრატეგიის ჩარჩო კონცეპციის პირველადი ვერსიის განხილვა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან მოხდა. შეხვედრას მინისტრი და მისი მოადგილეები, პიარ და მარკეტინგის დეპარტამენტების თანამშრომლები ესწრებოდნენ. საკომუნიკაციო სტრატეგიის მომზადება იუესეიდის პროგრამის "დემოკრატიული მმართველობა საქართველოში"-ს მიხედვით ხორციელდება.
იუსეიდის პროგრამის "დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა 3 დღიანი სამუშაო შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაციის ჩარჩო კონცეპციის მომზადებისთვის. პროექტს ახორციელებს PMCG ჯეპრას კონსულტანტების მონაწილეობით.
ჯეპრამ საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მოსახლეობასთან კომუნიკაციის შესაძლებლობების ზრდის პროექტი დაასრულა. პროექტი დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ დემკრატიული მმართველობის პროგრამის (G3) ფარგლებში. პროექტში ჩართული იყო ათი საჯარო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. პროექტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, შედგა მიმდინარე კონსულტაციების სერია, შემუშავდა „საჯარო უწყებების ეფექტიანი საზოგადოებასთან ურთიერთობის სახელმძღვანელო პრინციპების ინსტრუქციათა კრებული“.
27 ივნისს, ნატახტარის ქარხანამ გალავნის, წილკანისა და თბილისის მცირე საოჯახო ტიპის 30-ზე მეტ აღსაზრდელს უმასპინძლა. სტუმრებმა ქარხნის დათვალიერებასთან ერთად, ნატახტარის პროდუქცია დააგემოვნეს და ტურის დასასრულს, ქარხნის კედელი მოხატეს.
ღონისძიება "ფონდი ნატახტარის" საქველმოქმედო პროექტის-"იზრუნე მომავალზე" ფარგლემში განხორციელდა. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მზრუნველობამოკლებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას.
ჯეპრას უფროსი კონსულტანტები სოსო გალუმაშვილი და კახა მაღრაძე ყირგიზეთის სარეგისტრაციო სამსახურს კონსულტაციას გაუწევენ საკომუნიკაციო სტრატეგიის წარმართვაში.
კონსულტაციები შიდა კომუნიკაციის სისტემის შექნას, საკომუნიკაციო სტრატეგიის ჩამოყალიბებას და მოსახლეობის მომსახურების ცენტრების მხრიდან საინფორმაციო კამპანიის წარმოებას მოიცავს. მიმდინარე პროექტი ჯეპრას კონსულტანტების მიერ ყირგიზეთში განხორციელებული რიგით მესამე პროგრამაა.
2012-2013 წლებში ჯეპრას სპეციალისტები, საკომუნიკაციო მიმართულებების განვითარების კუთხით კონსულტაციებს ყირგიზეთის გენერალურ პროკურატურას და ეკონომიკის სამინისტროს უწევდნენ.
15 ივნისს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ მსოფლიოში წამყვანმა თურქულმა სამედიცინო დაწესებულებამ, „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“ კონფერენცია გამართა თემაზე-„სამედიცინო სფეროს უკანასკნელი წლების მიღწევები“. კონფერენციის მსვლელობისას დისკუსია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ექიმებმა, პაციენტებმა და მედიცინის ექსპერტებმა. დასასრულს, საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს ანადოლუს სამედიცინო ექიმებთან გასაუბრებისა და მათგან ალტერნატიული პროფესიული აზრის მოსმენის შესაძლებლობა მიეცათ.გარდა ამისა, „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ სპეციალისტებმა საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს უფასო კონსულტაცია შესთავაზეს და კონფერენციაში მონაწილე ექიმები სიმბოლური საჩუქრებითა და სახელობითი სერტიფიკატებით დააჯილდოეს.
ჯეპრამ კონფერენციის ორგანიზება და მედია დაფარვა უზრუნველყო.
11 ივნისს, ფონდმა „ქართული გალობა“ პირველი გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი „ქართული ხალხური სიმღერა - კაცობრიობის საგანძური“ რუსთაველის აკადემიურ თეატრში გამართა.
საზეიმო ღონისძიებაზე, ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის სხვადასხვა დარგის ხელოვნების გამორჩეული მოღვაწეები და ოსტატები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ.