6 მარტს, სასტუმრო „რედისონში“ „ნატახტარის ლიმონათის“ ახალი ლოგოსა და შეფუთვის პრეზენტაცია გაიმართა. ლიმონათთან დაკავშირებული სიახლეები მედიის წარმომადგენლებს კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორმა, თორნიკე ნიკოლაიშვილმა წარუდგინა. ღონისძიების დასასრულს, ლიმონათის ახალი ვიდეორგოლის ჩვენებაც გაიმართა. 2012 წლის მონაცემებით „ნატახტარის ლიმონათის“ ექსპორტი 33 %-ით გაიზარდა.