ნოდარ ხადურმა "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი საწარმოები მოინახულა
30 აპრილი 2013
„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ საქართველოს ფინანასთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დაათვალიერა და წარმოების  პროცესს გაე...
ნოდარ ხადურმა "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი საწარმოები მოინახულა

30 აპრილი 2013
Copy to clipboard

 

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ საქართველოს ფინანასთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დაათვალიერა და წარმოების  პროცესს გაეცნო.  მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სხვა კომპანიებიც „მარნეული აგრო“ და „თელეთის ფერმაც“ მოინახულა და  ჰოლდინგში  გაწეული სამუშაოები სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დადებითად შეაფასა. ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მზად არის მხარი დაუჭიროს მეწარმეს და ხელი შეუწყოს  კერძო ბიზნესის განვითარებას.

იხილეთ ფოტოები

იხილეთ სიუჟეტი

თანამშრომლობის მემორანდუმი "საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა" და "ლიბერალს" შორის
25 აპრილი 2013
25 აპრილს, „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა“  და „ლიბერალს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამავე ღონ...
თანამშრომლობის მემორანდუმი "საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა" და "ლიბერალს" შორის

25 აპრილი 2013
Copy to clipboard

 

25 აპრილს, „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა“  და „ლიბერალს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამავე ღონისძებაზე შედგა  „ჟურნალ „ლიბერალის“ სოფლის მეურნეობისადმი მიძღვნილი სპეციალური ნომრის  პრეზენტაციაც, სადაც სხვა ბიზნესკომპანიებთან ერთად  მასშტაბურად მიიღო  მონაწილეობა „მარგებელმა ჰოლდინგმაც“. 

იხილეთ ფოტოები

თბილისიმარათონი ბოსტონის მხარდასაჭერად
20 აპრილი 2013
ბოსტონის მარათონზე დაზარალებულთა მხარდაჭერის ნიშნად კუს ტბაზე სიმბოლური გარბენი გაიმართა. სოლიდარობის მარათონს აშშ-ის ...
თბილისიმარათონი ბოსტონის მხარდასაჭერად

20 აპრილი 2013
Copy to clipboard

 

ბოსტონის მარათონზე დაზარალებულთა მხარდაჭერის ნიშნად კუს ტბაზე სიმბოლური გარბენი გაიმართა. სოლიდარობის მარათონს აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაესწრო და და ქართველ ხალხს ამერიკელების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიების ორგანიზებაში 11 კომპანია ჩაერთო. 5 კილომეტრიან გარბენს რამდენიმე ათეული მონაწილე ყავდა, მათ შორის იყვნენ პიარსკოლის სტუდენტებიც.

საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკის გაუმჯობესების პროექტი
06 აპრილი 2013
ჯეპრამ პროექტის საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკის გაუმჯობესების ფარგლებში 3 დღიანი სამუშაო...
საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკის გაუმჯობესების პროექტი

06 აპრილი 2013
Copy to clipboard

 

ჯეპრამ პროექტის "საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკის გაუმჯობესების" ფარგლებში 3 დღიანი სამუშაო შეხვედრა სამინისტროებისა და უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების თანამშრომლებთან ჩაატარა. პროექტი USAID-ის პროგრამის 3G-ის ფარგლებში MSI-ის მიერ არის დაფინანსებული.

ნატახტარის ფონდის ანგარიში საზოგადოებას
27 მარტი 2013
27 მარტს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კომპანია „ნატახტარისა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ ერთობლივი პრ...
ნატახტარის ფონდის ანგარიში საზოგადოებას

27 მარტი 2013
Copy to clipboard

 

27 მარტს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კომპანია „ნატახტარისა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. „ნატახტარისა“ და ასოციაციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს „ფონდი ნატახტარის“ საქველმოქმედო პროექტის - „იზრუნე მომავალზე“ ფარგლებში მზრუნველობამოკლებული მოზარდების, მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებისა და ხელშეწყობისთვის განხორციელებული 1 წლის საქმიანობა და ფინანსური ანგარიში ჩააბარეს.

მაიკროსოფტს ჯეპრა მოემსახურება
26 მარტი 2013
შეთანხმების თანახმად, ჯეპრა უზრუნველყოფს სპეციალური კამპანიის ჩატარებას, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ კომპანიებს ინფო...
მაიკროსოფტს ჯეპრა მოემსახურება

26 მარტი 2013
Copy to clipboard

 

შეთანხმების თანახმად, ჯეპრა უზრუნველყოფს სპეციალური კამპანიის ჩატარებას, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ კომპანიებს ინფორმირებას არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების რისკების შესახებ.პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია Business Software Alliance-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

თბილისიმარათონი უკვე მეორედ ჩატარდება
25 მარტი 2013
მარათონის ორგანიზატორს „ჰაიდელბერგცემენტსა“ და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ შორის თანამშრო...
თბილისიმარათონი უკვე მეორედ ჩატარდება

25 მარტი 2013
Copy to clipboard

 

მარათონის ორგანიზატორს „ჰაიდელბერგცემენტსა“ და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. კონტრაქტის თანახმად, „თბილისიმარათონი 2013“-ის კომპლექსურ მომსახურებას "ჯეპრა“ გაუწევს.

კომპანია "მინას" საინფორმაციო კამპანია
22 მარტი 2013
ჯეპრასა და ს/ს მინას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს კომპანიის საინვესტიციო აქტივობის საინფორმაციო მხარ...
კომპანია "მინას" საინფორმაციო კამპანია

22 მარტი 2013
Copy to clipboard

 

ჯეპრასა და ს/ს "მინას" შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს კომპანიის საინვესტიციო აქტივობის საინფორმაციო მხარდაჭერას.

ჯეპრა სასტუმროების ქსელის საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს
14 მარტი 2013
კონტრაქტი აბანოთუბანში მდებარე სასტუმროს, ყოფილი „ტიფლის პალასის“ შენობის რეკონსტრუქციის, მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრას...
ჯეპრა სასტუმროების ქსელის საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს

14 მარტი 2013
Copy to clipboard

 

კონტრაქტი აბანოთუბანში მდებარე სასტუმროს, ყოფილი „ტიფლის პალასის“ შენობის რეკონსტრუქციის, მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით ჩადებული ინვესტიციისა შესახებ მედიისა და საზოგადოების ინფორმირებას ითვალისწინებს.

ჯეპრა ყველაზე მოსმენადი საინფორმაციო რადიოს გამოვლენას აპირებს
07 მარტი 2013
ჯეპრა ატარებს გამოკითხვას ყველაზე მოსმენადი რადიოს საინფორმაციო გამოშვების გამოსავლენად. პროექტი მიზნად ისახავს  ...
ჯეპრა ყველაზე მოსმენადი საინფორმაციო რადიოს გამოვლენას აპირებს

07 მარტი 2013
Copy to clipboard

 

ჯეპრა ატარებს გამოკითხვას ყველაზე მოსმენადი რადიოს საინფორმაციო გამოშვების გამოსავლენად. პროექტი მიზნად ისახავს  კომპანიების ინფორმირებას, რათა შეძლონ სწორად განსაზღვრონ მათი სიახლეების გაშუქებისთვის სასურველი რადიოარხები. პროექტი 8 პოპულარულ საინფორმაციო ვებ-გვერდზე მიმდინარეობს. პროექტის მეორე ეტაპზე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გამოკითხვის შედეგები.