მედიამონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია
14 ნოემბერი 2013
14 ნოემბერს, „ქორთიარდ მარიოტში“ „მედია პორტალი“ მონიტორინგის პროექტის დასკვნითი პრეზენტაცია გაიმართა. „მედია პორტალი...
მედიამონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია

14 ნოემბერი 2013
Copy to clipboard

 

14 ნოემბერს, „ქორთიარდ მარიოტში“ „მედია პორტალი“ მონიტორინგის პროექტის დასკვნითი პრეზენტაცია გაიმართა.
„მედია პორტალი“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით 2013 წლის პირველი სექტემბრიდან ახორციელებდა პროექტს - „ფარული და პოლიტიკური რეკლამის მონიტორინგი 2013 წლის (საპრეზიდენტო) წინასაარჩევნო პერიოდში“.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის მიზანიც იყო მედიის და პოლიტიკური პარტიებისათვის კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება.
განხილვაში მონაწილეობდნენ მედია ექსპერტები, PR სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ჯეპრას კონსულტანტები სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდნენ
09 ნოემბერი 2013
8-9 ნოემბერს, ჯეპრას უფროსმა კონსულტანტებმა, სოსო გალუმაშვილმა და კახა მაღრაძემ, პროექტ JOIN-ის ფარგლებში სოფლის მეურნ...
ჯეპრას კონსულტანტები სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდნენ

09 ნოემბერი 2013
Copy to clipboard

 

8-9 ნოემბერს, ჯეპრას უფროსმა კონსულტანტებმა, სოსო გალუმაშვილმა და კახა მაღრაძემ, პროექტ JOIN-ის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისთვის პირველ სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანი სოფლის მეურნობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებისთვის სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება იყო,
სამუშაო შეხვედრა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“–ს ორგანიზებით ქალაქ სიღნაღში გაიმართა.

იხილეთ ფოტოები

ინტერნეტ მომხმარებელმა საუკეთესო საინფორმაციო რადიოები დაასახელა
07 ნოემბერი 2013
ჯეპრას გამოკითხვაში პალიტრა, მაესტრო და ფორტუნა ლიდერობენ 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, ქართული რადიოების საინ...
ინტერნეტ მომხმარებელმა საუკეთესო საინფორმაციო რადიოები დაასახელა

07 ნოემბერი 2013
Copy to clipboard

 

ჯეპრას გამოკითხვაში პალიტრა, მაესტრო და ფორტუნა ლიდერობენ
24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, ქართული რადიოების საინფორმაციო გადაცემების სმენადობის რეიტინგის დასადგენად პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრამ“  საინფორმაციო საიტების მომხმარებლის გამოკითხვა ჩაატარა.
სპეციალური კითხვარი 8 საინფორმაციო პორტალზე იყო განთავსებული და გამოკითხვაში მონაწილეობა 8836 ადამიანმა მიიღო. რადიოების საინფორმაციო გადაცემების პოპულარობის მიხედვით ლიდერი წინა გამოკითხვასთან შედარებით შეიცვალა და პირველ ადგილზე რადიო პალიტრა გავიდა (21,3%),  რადიო მაესტრო მეორეზე (14,7%), ფორტუნამ (8.9%) შეინარჩუნა მესამე ადგილი, რადიო იმედი (8,8%) - მეოთხეზეა, აფხაზეთის ხმა (7%) - კვლავ მეხუთე ადგილზეა.

თბილისიმარათონი 2013
26 ოქტომბერი 2013
26 ოქტომბერს, კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით თბილისის ზღვაზე ნახევარმარათონი გაიმართა. მასში მონაწილეობა 15...
თბილისიმარათონი 2013

26 ოქტომბერი 2013
Copy to clipboard

 

26 ოქტომბერს, კომპანია "ჰაიდელბერგცემენტის" ორგანიზებით თბილისის ზღვაზე ნახევარმარათონი გაიმართა. მასში მონაწილეობა 1500-მა ადამიანმა მიიღო.
თბილისიმარათონში საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს შორის იყო დეპუტატი, ვალერი გელაშვილი.
წელს, გამარჯვებული მარათონელი მამაკაცებში,  გამომცემლობა „არეას“ წარმომადგენელი, ანატოლი ოლენიკოვი გახდა. მან 21 კილომეტრი 1 საათი, 15 წუთსა და 17  წამში  გაირბინა.  ქალებში კი ბანკი „რესპუბლიკის“ წარმომადგენელმა მარიელე კარმანიოლი გახდა. მან, აღნიშნული დისტანცია 1 საათი, 40 წუთსა და 19 წამში დასძლია. თბილისიმარათონის საკომუნიკაციო კამპანია ჯეპრამ უზრუნველყო.

იხილეთ ფოტოები: ნაწილი 1 ნაწილი 2 ნაწილი 3

"Marketing Brilliance Awards"-მა ჯეპრა საუკეთესო პიარ კამპანიისთვის დააჯილდოვა
25 ოქტომბერი 2013
25 ოქტომბერს, თბილისი მერიოტში ყველაზე მასშტაბური ბიზნეს დაჯილდოვება Marketing Brilliance Awards-ი გაიმართა. ჯეპრ...
"Marketing Brilliance Awards"-მა ჯეპრა საუკეთესო პიარ კამპანიისთვის დააჯილდოვა

25 ოქტომბერი 2013
Copy to clipboard

 

25 ოქტომბერს, "თბილისი მერიოტში" ყველაზე მასშტაბური ბიზნეს დაჯილდოვება "Marketing Brilliance Awards"-ი გაიმართა.
ჯეპრამ საუკეთესო პიარ კამპანიის ნომინაციაში გაიმარჯვა.
ღონისძიების ორგანიზატორი ბრიტანული კომპანია, BOC- Global Events Group იყო.

იხილეთ ფოტოები

BBC–ის პროდიუსერი-ტონი კოლი პიარსკოლაში
24 ოქტომბერი 2013
24 ოქტომბერს, marketer.ge-ს მოწვევით პიარსკოლამ BBC–ის პროდიუსერს - ტონი კოლს უმასპინძლა. ტონი კოლმა პიარსკოლელებს სა...
BBC–ის პროდიუსერი-ტონი კოლი პიარსკოლაში

24 ოქტომბერი 2013
Copy to clipboard

 

24 ოქტომბერს, marketer.ge-ს მოწვევით პიარსკოლამ BBC–ის პროდიუსერს - ტონი კოლს უმასპინძლა.
ტონი კოლმა პიარსკოლელებს საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა. კოლი ბრიტანეთში წამყვანი და აღიარებული მედია ექსპერტი და ტრენერია. გარდა BBC-ისა, იგი მუშაობდა ბრიტანეთის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, უტარებდა მედიასთან ურთიერთობის ტრეინინგებს ბრიტანელ მინისტრებს. 

იხილეთ ფოტოები

ჯეპრამ ხარისხის ახალი სერტიფიკატი მიიღო
24 ოქტომბერი 2013
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრამ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის აუდიტი უკვე მეორედ გაიარა და შემდ...
ჯეპრამ ხარისხის ახალი სერტიფიკატი მიიღო

24 ოქტომბერი 2013
Copy to clipboard

 

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრამ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის აუდიტი უკვე მეორედ გაიარა და შემდეგი სამი წლის სერტიფიკაცია მიიღო.
ჯეპრაში ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშავება და დანერგვა 2007 წლიდან დაიწყო და ამავე წლიდან საქმიანობას ISO 9001:2008-ის სტანდარტების მიხედვით წარმართავს.
ჯეპრას სერტიფიკაცია გერმანულმა კომპანია TÜV SÜD -მა განახორციელა.

ფილმი კარიტასისა და ჯეპრას თანამშრომლობის შესახებ
23 ოქტომბერი 2013
23 ოქტომბერს, კარიტასისა და ჯეპრას თანამშრომლობის შესახებ ფილმის მეორე ნაწილი გადაიღეს. კარიტასის პროექტის ფარგლე...
ფილმი კარიტასისა და ჯეპრას თანამშრომლობის შესახებ

23 ოქტომბერი 2013
Copy to clipboard

 

23 ოქტომბერს, "კარიტასისა" და "ჯეპრას" თანამშრომლობის შესახებ ფილმის მეორე ნაწილი გადაიღეს.
კარიტასის პროექტის ფარგლებში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებას გულისხმობდა, ჯეპრამ სამთვიან ფასიან სტაჟირებაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (შშმპ),  ნათია კარტოზია აიყვანა.
ნათია, კომპანიაში სოციალური ქსელების მართვას უზრუნველჰყოფდა. მან სპეციალური სწავლება, ჯეპრას პრომოუშენ მენეჯერის, ხატია ალფაიძის მეთვალყურეობის ქვეშ გაიარა.

აჭარის მთავრობის ინსტიტუციური პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაცია
19 ოქტომბერი 2013
19 ოქტომბერს, ბათუმში, სასტუმრო შერატონში აჭარის მთავრობის ინსტიტუციური პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაცია/განხილვა გა...
აჭარის მთავრობის ინსტიტუციური პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაცია

19 ოქტომბერი 2013
Copy to clipboard

 

19 ოქტომბერს, ბათუმში, სასტუმრო შერატონში აჭარის მთავრობის ინსტიტუციური პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაცია/განხილვა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი  იყო აჭარის მთავრობის მაღალი რანგის მენეჯერებთისთვის დოკუმენტების გაცნობა, მათი კომენტარების,  მოსაზრებების და რეკომენდაციების მოსმენა. მომზადებული დოკუმენტები ხელს შეუწყობს პროცესების და პროცედურების სტანდარტიზაციას, ინსტიტუციურ გაძლიერებასა და დაინტერესებულ პირთა ჩართულობის უზრუნველყოფას.

იხილეთ ფოტოები

UFC-ის ბრენდინგთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა
12 ოქტომბერი 2013
12 ოქტომბერს, ჯეპრამ კომპანია UFC-ის (გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია) ბრენდინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გა...
UFC-ის ბრენდინგთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა

12 ოქტომბერი 2013
Copy to clipboard

 

12 ოქტომბერს, ჯეპრამ კომპანია UFC-ის (გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია) ბრენდინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. ვორქშოფი, კომპანიის ბრენდინგის პროცესის პირველ ეტაპს წარმოადგენდა და ითვალისწინებდა კვლევის პროცესის შეჯამებასა და საბოლოო შედეგების ჩამოყალიბებას.

იხილეთ ფოტოები