19 აგვისტოს, ბახმაროში ტრადიციული დოღი და სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები გაიმართა. ამასთან ერთად სტარტი აიღო "მარნეულის სასურსათო ქარხნის" მწნილისა და მურაბის ფესტივალმა.
ბახმაროს დოღი წელს 4 ეტაპად, სხვადასხვა დისტანციაზე გაიმართა, რომლის დროსაც თითო ეტაპზე 3, საერთო ჯამში კი 12 გამარჯვებული გამოვლინდა. სხვადასხვა წონით კატეგორიასა და აბსოლუტურ წონაში შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაშიც გაიმართა. „მარგებელი ჰოლდინგმა“ წელს, სამი გამარჯვებული „ნაბეღლავისა“ და „ბახმაროს“ თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე, ადგილობრივ მცხოვრებთან ერთად, ცხენოსნობის მოყვარულები, ბახმაროს სტუმრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, „მარგებელი ჰოლდინგი“ და „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“ ჟურნალისტების დასწრებას უზრუნველყოფდნენ სპეციალური მედიატურის ფარგლებში.