8 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლუდზე აქციზის გაზრდის საკითხებზე შეხვედრა და დისკუსია გაიმართა.
ლუდზე აქციზის გაზრდის მიზეზებზე, თუ რა კავშირი აქვს აღნიშნულ ცვლილებებს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს კომპანია ”ნატახტარის” კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა და კომპანია „ზედაზენის“ კომერციულმა დირექტორმა კახა პაიჭაძემ.