2015 წლის ივნისიდან წლის ბოლომდე, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციის კუთხით ჯეპრა კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გაუწევს მომსახურებას. 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ჯეპრა დაგეგმავს, განახორციელებს და შეაფასებს რამდენიმე სპეციფიკურ პროექტს კორპორაციული კომუნიკაციისა და ბრენდ „ბაკურიანის“ პრომოუშენის მიმართულებით. 9 წლიანი პაუზის შემდეგ ორი კომპანიის თანამშრომლობა განახლდა. „ბორჯომთან“ უკანასკნელად ჯეპრამ 2006 წლის ზაფხულში ითანამშრომლა.