2-3 სექტემბერს, კაჭრეთში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის სტრატეგიის დაგეგმვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ „ჯეპრა“-ს უფროსი კონსულტანტები, თამარ მაჭავარიანი და გიგა ხარებავა. შეხვედრაზე განიხილეს ინსპექტორის აპარატის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები, მიზნები და ამოცანები.
პროექტი ხორციელდება UNDP დაკვეთით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, “ადამიანის უფლებები ყველასათვის“ (Human Rights for All) პროექტის ფარგლებში და ემსახურება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერებას პერსონალური მონაცემების დაცვის პროცესის ეფექტიანი მონიტორინგისათვის.