3 დეკემბერს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივითა და ხელშეწყობით, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზეიმოდ გაიხსნა "ტყის კვირეული" რომელიც სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მოიცავდა.
ღონისძიების ორგანიზება კომპანია ჯეპრამ უზრუნველყო.
სასტუმროში "თბილისი მარიოტი" პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ მიერ, რომელიც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოს წარმოადგენს.
კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს ბიზნეს სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ინიციატივებს და მას ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაესწრნენ.
ჯეპრა იმ კომპანიების ხუთეულშია, რომლებმაც მსოფლიოს მასშტაბით პირველებმა შეიმუშავეს და დაამტკიცეს სამოქმედო გეგმა ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვის მიმართულებით.
ავერსის კლინიკა "ფილიფსის" ჰიბრიდული საოპერაციო და დიაგნოსტიკური ოთახებით აღიჭურვა, სადაც სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის მედიატური მოეწყო. მედიატურის ორგანიზება ჯეპრამ უზრუნველყო.
2016 წლის ნოემბრიდან კომპანია ჯეპრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი გახდა, რაც ბიზნესში მიმდინარე სიახლეებზე მუდმივ წვდომას გულისხმობს.
სასტუმროში "ბილთმორი" სადაზღვევო კომპანია IC ჯგუფსა და საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა.
ღონისძიების ორგანიზება, მედიაგანთავსება და საკომუნიკაციო მომსახურება ჯეპრამ განახორციელა.
ჯეპრას სოციალური მედიის მენეჯერმა,ზურა ბალანჩივაძემ შვედეთის ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს ლექცია - ტრეინინგი ჩაუტარა. სალექციო თემა "მობილური ფოტოგრაფიის როლი ბიზნესის პლსტფორმის შემუშავებაში" მან სპეციალურად "მდგრადი მეწარმეობის ფორუმისთვის" მოამზადა.
ახალ პროექტში სააქციო საზოგადოება “ელმავალმშენებელთან” ერთად ძირითად შემსრულებელს ჩეხური კომპანია „შკოდა ელექტრიკი“ წარმოადგენს. კომპანიებს შორის შეთანხმება შედგა და საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის შემუშავებაც დასრულებულია.
ღონისძიებას ჩეხეთის ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ირი პრეცლიკი, მედიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.
მედიატურისა და პროექტის პრეზენტაციის ორგანიზება კომპანია ჯეპრამ უზრუნველყო.