კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის გახსნა
11 ოქტომბერი 2017
სასტუმრო ბილტმორში კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა...
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის გახსნა

11 ოქტომბერი 2017
Copy to clipboard

 

სასტუმრო "ბილტმორში" კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ჯეპრამ ღონისძიების მედია გაშუქება უზრუნველყო

იხილეთ ფოტოები

ICCO-ს საბჭოს შეხვედრა
04 ოქტომბერი 2017
ჯეპრას დირექტორი ეკატერინე ჟვანია ფინეთში, ICCO-ს (The International Communications Consultancy Organisation) საბჭოს შ...
ICCO-ს საბჭოს შეხვედრა

04 ოქტომბერი 2017
Copy to clipboard

 

ჯეპრას დირექტორი ეკატერინე ჟვანია ფინეთში, ICCO-ს (The International Communications Consultancy Organisation) საბჭოს შეხვედრას დაესწრო. ეკატერინე ჟვანია ICCO-ს საბჭოს წევრია და საქართველოს წარმოადგენს.შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა თავიანთი ქვეყნის ბაზრის მიმოხილვა წარმოადგინეს, ასევე, საბჭომ ჰელსინკის დეკლარაცია დაამტკიცა, რომელიც ეთიკის კოდექსის დოკუმენტს წარმოადგენს.

ასოციაციამ წარმოადგინა ახალი პრეზიდენტი ელის მიტჩელი, რომელმაც შეცვალა მაქსიმ ბეჰარი 2 წლიანი პროდუქტიული საქმიანობის შემდეგ.

იხილეთ ფოტოები

მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია
28 სექტემბერი 2017
28 სექტემბერს სასტუმრო ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში საქართველოს სპორტის ფედერაციის ორგანიზებით მოვლენათა ...
მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია

28 სექტემბერი 2017
Copy to clipboard

 

28 სექტემბერს სასტუმრო "ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში" საქართველოს სპორტის ფედერაციის ორგანიზებით მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია - “Sportsway Tourism" გაიმართა.

ღონისძიების მედიამხარდაჭერა ჯეპრამ უზრუნველყო.

„ტრენდ მიკროს“ მასშტაბური კონფერენცია
28 სექტემბერი 2017
28 სექტემბერს სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში კიბერუსაფრთხოებისთვის გადაწყვეტილებების შემუშავებაში მსოფლიოში ლიდერი კო...
„ტრენდ მიკროს“ მასშტაბური კონფერენცია

28 სექტემბერი 2017
Copy to clipboard

 

28 სექტემბერს სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" კიბერუსაფრთხოებისთვის გადაწყვეტილებების შემუშავებაში მსოფლიოში ლიდერი კომპანია „ტრენდ მიკროს“ ორგანიზებით, მასშტაბური კონფერენცია Security TRENDs გაიმართა.
ღონისძიება საინფორმაციო უსაფრთოხების ტენდენციებსა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ პრობლემებს მიეძღვნა.

ღონისძიების მედიამხარდაჭერა ჯეპრამ უზრუნველყო

იხილეთ ფოტოები

 

 

ვინ აკაკუნებს კარზე, ანუ ციფრული მარკეტინგი
27 სექტემბერი 2017
ვინ აკაკუნებს კარზე, ანუ ციფრული მარკეტინგი - ჯეპრას კომპეტენციის ცენტრმა DWV-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგს უმასპინძლა...
ვინ აკაკუნებს კარზე, ანუ ციფრული მარკეტინგი

27 სექტემბერი 2017
Copy to clipboard

 

"ვინ აკაკუნებს კარზე, ანუ ციფრული მარკეტინგი" - ჯეპრას კომპეტენციის ცენტრმა DWV-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგს უმასპინძლა, რომელსაც ჯეპრას სოციალური მედიის მენეჯერი, ზურა ბალანჩივაძე და ტექნოლოგიური განვითარების მენეჯერი, ლაზარე გვიმრაძე უძღვებიან.

ტრენინგი მოიცავდა შესავალს სოციალურ მედიასა და ქსელებში, ძირითად პრინციპებს, პლატფორმებს და მათი გამოყენების თავისებურებებს; განიხილავდნენ, როგორც მარკეტინგულ მოდულებს, ასევე მესიჯბოქსებს, ცნობადობის ამაღლების ინსტრუმენტებს, უშუალოდ კამპანიის წარმოების პროცესსა და შედეგის გაზომვის მექანიზმებს.

იხილეთ ფოტოები

 

CSR კვირეული დაიწყო!
26 სექტემბერი 2017
2017 წლის CSR კვირეული არაფორმალურ გარემოში დისკუსიით გაიხსნა, თემაზე „ბიზნესის პარტნიორობა გენდერული თანასწორობის შეს...
CSR კვირეული დაიწყო!

26 სექტემბერი 2017
Copy to clipboard

 

2017 წლის CSR კვირეული არაფორმალურ გარემოში დისკუსიით გაიხსნა, თემაზე „ბიზნესის პარტნიორობა გენდერული თანასწორობის შესახებ“. შეხვედრაზე განიხილებოდა ბიზნეს სექტორის აქტიურობა ქალთა გაძლიერების თემაზე, მათ სამუშაო ადგილზე და საზოგადოებაში.

ღონისძიების ფარგლებში, ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის წევრმა ორგანიზაციებმა, დამსწრეებს თავიანთ გამოცდილება გაუზიარეს, თუ როგორ შეამცირონ სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია და გააძლიერონ ქალები. ბიზნესებს საშუალება ჰქონდა წარმოედგინათ თავიანთი იდეები პარტნიორობასთან დაკავშირებით, მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის გარშემო.

 

საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე
22 სექტემბერი 2017
22 სექტემბერს “საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” აღინიშნება. მარიამ მურადაშვილი და გუგა როგავა ველორბოლას შეუერთდნე...
საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე

22 სექტემბერი 2017
Copy to clipboard

 

22 სექტემბერს “საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” აღინიშნება. მარიამ მურადაშვილი და გუგა როგავა ველორბოლას შეუერთდნენ ამ დღესთან დაკავშირებით, რომელმაც სტარტი პეკინის ქუჩაზე აიღო.

"საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“ 2000 წელს დადგინდა ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ იგი აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საერთაშორისო თარიღი მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას.

ჯეპრა ეჯაილ ტრანსფორმაციას იწყებს
21 სექტემბერი 2017
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“ ეჯაილ ტრანსფორმაციას იწყებს. ქართული საკომუნიკაციო ბაზრის ერთ-...
ჯეპრა ეჯაილ ტრანსფორმაციას იწყებს

21 სექტემბერი 2017
Copy to clipboard

 

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“ ეჯაილ ტრანსფორმაციას იწყებს. ქართული საკომუნიკაციო ბაზრის ერთ-ერთი პიონერი კომპანია სერვისების გაფართოებას პროექტების მართვის ინოვაციურ მეთოდოლოგიაზე გადასვლას უკავშირებს.  ეჯაილი (Agile) – მართვის მოქნილი მეთოდოლოგიაა,რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციას, გაზარდოს საქმიანობის მარგი ქმედების კოეფიციენტი და შეამციროს პროექტების განხორციელების, გადაწყვეტილებების მიღების ვადები, ეფექტიანი გახადოს ინოვაციური სერვისების და პროდუქტების შემუშავების და მიწოდების გზები და ხერხები.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია

GWS ანტიკურ ტრადიციას აღადგენს - ბახუსის ზეიმი კახეთში!
09 სექტემბერი 2017
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ GWS თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთ უძველეს ღვინის ქარხნის...
GWS ანტიკურ ტრადიციას აღადგენს - ბახუსის ზეიმი კახეთში!

09 სექტემბერი 2017
Copy to clipboard

 

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ GWS თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთ უძველეს ღვინის ქარხნის ეზოში ბახუსის ზეიმი - Feast of Bacchus გამართა. ღონისძიების მიზანს დროსტარების, ღვინით თრობისა და მისგან სიამოვნების მიღების ტრადიციის აღდგენა-გაცოცხლება და გათანამედროვება წარმოადგენდა. 

ჟურნალისტებისთვის ქარხნის ტერიტორიაზე კასრისა და ქვევრის სახლებში მედიატურიც მოეწყო, რომელიც მოიცავდა ღვინის დამზადების ტექნოლოგიური პროცესის გაცნობას, ყურძნის გადამამუშავებელი და შესანახი დანადგარების მონახულებას, მასტერკლასს, ღვინის დალევისს წესების გაცნობას, სხვადასხვა სახალისო თამაშებს. ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ კომპანია GWS-ის უცხოეული პარტნიორები, დიპლომატიური კორპუსისა და სავაჭროს პალატის წარმომადგენლები, მათ შორის, საფრანგეთის ელჩი, მისი აღმატებულება ბატონი პასკალ მენიე, ღვინის ეროვნული ასოციაციის წევრები, თელავის მერი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები და მედია.

ჯეპრამ ღონისძიების მედიაგაშუქება და მედიატურის ორგანიზება უზრუნველყო.

იხილეთ ფოტოები

ტრენინგი გენდერული თანასწორობის საკითხებზე
23 აგვისტო 2017
ხათუნა მაღრაძე და თაკო ვარამაშვილი გენდერული თანასწორობის თემაზე ტრენინგს ესწრებიან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია...
ტრენინგი გენდერული თანასწორობის საკითხებზე

23 აგვისტო 2017
Copy to clipboard

 

ხათუნა მაღრაძე და თაკო ვარამაშვილი გენდერული თანასწორობის თემაზე ტრენინგს ესწრებიან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საფარის" მიერ CSR კლუბთან თანამშრომლობით იმართება. ტრენინგი განკუთვნილია იმ პროფესიონალებისათვის, რომლებიც კურირებენ CSR-ს, საზოგადოებასთან ურთიერთოებს, მარკეტინგს და სოციალურ პროექტებს. აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა გენდერის არსს, გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის ასპექტებს.