კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით 23 თებერვალს, სასტუმროში "რუმს თბილისი", საქართველოში პირველად, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს ცერემონია გაიმართა.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით 23 თებერვალს, სასტუმროში "რუმს თბილისი", საქართველოში პირველად, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს ცერემონია გაიმართა.
21 თებერვალს, „Oracle-ს დღე საქართველოში“ (Oracle Day in Georgia) ფარგლებში გაიმართა ბიზნესკონფერენცია. ბიზნესკონფერენციის მთავარ მიზანს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე წამყვანი ქართველი სპეციალისტებისთვის „Oracle“-ს უნიკალური ციფრული ტექნოლოგიების გაცნობა და მისი გამოყენების მნიშვნელობა წარმოადგენდა. კერძოდ, როგორ მოახდინონ ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია „Oracle“-ს თანამედროვე და ინოვიაციური ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით.
24 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით პროგრამის ბენეფიციარებსა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ მოლაპარაკებები აწარმოონ წინასწარ იდენტიფიცირებულ კომპანიებთან და სურვილის შემთხვევაში ისარგებლონ სააგენტოს ტექნიკური დახმარების კომპონენტით, რაც 10 000 ლარიან თანადაფინანსებას ითვალისწინებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას ჯეპრას უფროსი კონსულტანტები მიიღებენ.
ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ექსპლუატაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია „ეს არ არის ჩემი არჩევანი“ აქტიურ ფაზაში შედის. კამპანიის მიზანია, შეიცვალოს დამოკიდებულება ამ ბავშვების მიმართ, რადგან ქუჩაში ყოფნა მათი არჩევანი არ არის.
კამპანიის კონცეფციის შემუშავებასა და განხორხორციელებას ჯეპრა უზრუნველყოფს.
თბილისის მერის, კახა კალაძის შეხვედრა სარეკლამო საკომუნიკაციო სააგენტოებთან (ACAG) ფაბრიკის საგამოფენო სივრცეში გაიმართა.
ღონისძიებას ჯეპრას უფროსი კონსულტანტი ნინო სუბელიანი და ჯეპრას სოციალური მედია მენეჯერი ზურა ბალანჩივაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრა შეეხებოდა გრძელვადიან კამპანიას-სახელწოდებით #გაუფრთხილდიქალაქს, რომელიც ქალაქის მოფრთხილებასა და ზრუნვას ითვალისწინებს.
ჯეპრას უფროსი კონსულტანტი თამუნა მაჭავარიანი გადაცემაში "FM ქოუჩი" ეფექტიანი ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავებაზე საუბრობდა.
ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, კახა მაღრაძე იმედის დილის ეთერში პოლიტიკოსებისა და მთავრობის წევრების ცნობადობაზე საუბრობს.
ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა ქეთევან გალუმაშვილმა 29 იანვარს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მოსწავლეთათვის გამართა ლექცია თემაზე "რა უნდა ვიცოდეთ პიარის შესახებ და რა არის მისი ფუნქცია და დანიშნულება".
ლექციის მიზანს მოზარდებისთვის პიარის ძირითადი პრინციპების გაცნობა და კარიერის დაგეგმვისას გადაწყვეტილების მიღების გამარტივება წარმოადგენდა.