"სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა"
17 სექტემბერი 2018
17 სექტემბერს, საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობ...
"სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა"

17 სექტემბერი 2018
Copy to clipboard

 

17 სექტემბერს, საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" პრეზენტაცია გაიმართა.

კამპანიის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და განათლება საგზაო უსაფრთხოების თემაზე, რომლის ფარგლებშიც 17-21 სექტემბერს, საქართველოს რეგიონებში მოეწყობა სამოქალაქო კვირეული.

კამპანიის კრეატიული კონცეფციის შექმნასა და მედიამხარდაჭერას ჯეპრა უზრუნველყოფს.

იხილეთ ფოტოები

კახა მაღრაძე პიარის წინაშე არსებულ გამოწვევებზე
13 სექტემბერი 2018
11 სექტემბერს მარკეტინგული ივენთი, „ციფრული კომუნიკაცია ცვლილებებისთვის“ გაიმართა. კახა მაღრაძემ ივენთზე პიარის წინა...
კახა მაღრაძე პიარის წინაშე არსებულ გამოწვევებზე

13 სექტემბერი 2018
Copy to clipboard

 

11 სექტემბერს მარკეტინგული ივენთი, „ციფრული კომუნიკაცია ცვლილებებისთვის“ გაიმართა.

კახა მაღრაძემ ივენთზე პიარის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

იხილეთ ფოტოები

სამუშაო შეხვედრა ადამიანური რესურსების პროფესიონალათა ასოციაციის მენეჯმენტთან
06 აგვისტო 2018
6 აგვისტოს “ჯეპრას” შეხვედრების სივრცეში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადამიანური რესურსების პროფესიონალათა ასოციაციის მენ...
სამუშაო შეხვედრა ადამიანური რესურსების პროფესიონალათა ასოციაციის მენეჯმენტთან

06 აგვისტო 2018
Copy to clipboard

 

6 აგვისტოს “ჯეპრას” შეხვედრების სივრცეში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადამიანური რესურსების პროფესიონალათა ასოციაციის მენეჯმენტთან, რომელზეც „ჯეპრას“ კონსულტანტებმა წარადგინეს ასოციაციის განვითარების სტრატეგია და იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.
 
პროექტი ხორციელდება ბიზნეს ასოციაციების განვითარების პროგრამის ფარგლებში.
 
ბიზნეს ასოციაციების განვითარების პროგრამა დაფინანსებულია USAID პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მიერ.
ნუცა სუბელიანი ჯეპრას სერვისებსა და საქმიანობის მიმართულებაზე
27 ივლისი 2018
ბათუმში, საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის წევრების ადგილობრივ სარეკლამო და საკონსულტაციო ინდუსტრიის წარმომადგენლე...
ნუცა სუბელიანი ჯეპრას სერვისებსა და საქმიანობის მიმართულებაზე

27 ივლისი 2018
Copy to clipboard

 

ბათუმში, საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის წევრების ადგილობრივ სარეკლამო და საკონსულტაციო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ნუცა სუბელიანმა ჯეპრას სერვისები და საქმიანობის მიმართულება წარადგინა და ვრცლად ისაუბრა ანტიკრიზისულ კომუნიკაციებზე.

იხილეთ ფოტო

ტყის ხანძრის პრევენცია
22 ივლისი 2018
21-22 ივლისს დეველოპერულმა კომპანიამ m2 უძრავი ქონება კომპანია ჯეპრასა და არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოხედვასთან ერთად...
ტყის ხანძრის პრევენცია

22 ივლისი 2018
Copy to clipboard

 

21-22 ივლისს დეველოპერულმა კომპანიამ m2 უძრავი ქონება კომპანია ჯეპრასა და არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოხედვასთან ერთად მედიასემინარი გამართა თემაზე - „ტყის ხანძრის პრევენცია“.

მედიასემინარზე განხილული იქნა შემდეგი თემები: - მთაწმინდის ტყის აღდგენისა და რეაბილიტაციის პროცესები - გარემოსდაცვითი განათლება და ხანძრების პრევენციის კამპანია თბილისის სკოლებში - ლანდშაფტის რეკონსტრუქცია მთაწმინდის გადამწვარი ფერდობის მაგალითზე მედიასემინარი წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავდა, როგორც საინფორმაციო ნაწილს, ისე დისკუსიებს კონკრეტულ მიმართულებებზე.

იხილეთ ფოტოები

 

პიარსკოლაში გაზაფხულის კურსი დასრულდა
17 ივლისი 2018
პიარსკოლაში გაზაფხულის კურსი დასრულდა. ტრადიციულ და სახალისო დიპლომების გადაცემის ცერემონიალს გაუს პრეზიდენტი მაიკლ ქა...
პიარსკოლაში გაზაფხულის კურსი დასრულდა

17 ივლისი 2018
Copy to clipboard

 

პიარსკოლაში გაზაფხულის კურსი დასრულდა. ტრადიციულ და სახალისო დიპლომების გადაცემის ცერემონიალს გაუს პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი, პიარსკოლის დამფუძნებლები, ლექტორები და მენტორები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა ჯგუფებიდან 3-3 საუკეთესო სტუდენტი, რომელთაც ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი გადაეცათ. 

პიარსკოლა კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

გაატარე ზაფხული ისე, როგორც არასდროს
15 ივლისი 2018
„ბორჯომი“ აგრძელებს ბრენდის განვითარებას და აქტიური ზაფხულის თემას ეხმიანება, უფრო მეტიც, მომხმარებელს აქტიური დასვენე...
გაატარე ზაფხული ისე, როგორც არასდროს

15 ივლისი 2018
Copy to clipboard

 

„ბორჯომი“ აგრძელებს ბრენდის განვითარებას და აქტიური ზაფხულის თემას ეხმიანება, უფრო მეტიც, მომხმარებელს აქტიური დასვენებისა და ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღების მორიგ შესაძლებელობებს სთავაზობს.  სწორედ, ეს კონცეფცია აირჩია „ბორჯომმა“ საზაფხულო კომუნიკაციისთვის, რომელიც თავის მხრივ ქილის ახალ დიზაინში, ვებ რესურსსა და სხვადასხვა აქტივობებში გააერთიანა. 

აქტიური ზაფხულის კონცეფციის პრეზენტაცია კომპანიამ  თბილისის ზღვაზე მდებარე იახტ კლუბში “La Cote” გამართა.

ჯეპრამ ღონისძიების ორგანიზებაზე,
მედიასა და სოციალური მედიაში კამპანიის საინფორმაციო  მხარდაჭერაზე იზრუნა.

იხილეთ ფოტოები

 

 

 

GWS-ის ღონისძიება "ტკბობის ბაღი"
23 ივნისი 2018
23 ივნისს ცნობილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ GWS-მა თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთი ...
GWS-ის ღონისძიება "ტკბობის ბაღი"

23 ივნისი 2018
Copy to clipboard

 

23 ივნისს ცნობილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ GWS-მა თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთი უძველესი ღვინის ქარხნის ეზოში ბაროკოს სტილში გრანდიოზული ღონისძიება სახელწოდებით, „ტკბობის ბაღი“/“The Garden of Delights” გამართა და მოწვეულ სტუმრებს საკულტო ღვინოების ახალი კოლექცია წარუდგინა.

ღონისძიებას მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. GWS-ის მედიატური ჯეპრამ უზრუნველყო.

 

თბილისის მერიის ახალი სოციალური კამპანია #გაუფრთხილდიქალაქს
19 ივნისი 2018
ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი თბილისის მერიის კონკურსის #გაუფრთხილდიქალაქს კომისიის წევრად შეა...
თბილისის მერიის ახალი სოციალური კამპანია #გაუფრთხილდიქალაქს

19 ივნისი 2018
Copy to clipboard

 

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი თბილისის მერიის კონკურსის #გაუფრთხილდიქალაქს კომისიის წევრად შეარჩიეს.

„გაუფრთხილდი ქალაქს“ - დედაქალაქის მერია ახალი სოციალური კამპანიის წარმოების მიზნით კონკურსს აცხადებს. კონკურსი საუკეთესო კონცეფციის გამოვლენას ითვალისწინებს, რომლის ავტორი სარეკლამო კომპანია მას 6 თვის განმავლობაში განახორციელებს.

გამარჯვებულ კონცეფციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, სოციალურად აქტიური პირებისგან დაკომპლექტებული კომისია თბილისის მერიასთან ერთად გამოავლენს. 

იხილეთ ფოტოები

"ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში"
12 ივნისი 2018
ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას კერძო სექტორის, არასა...
"ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში"

12 ივნისი 2018
Copy to clipboard

 

ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერების სამუშაო ჯგუფის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას კერძო სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების 30-მდე წარმომადგენელი ესწრებოდნენ. ინფორმაციის გაზიარება, პრაქტიკული მექანიზმებისა და სამომავლო საქმიანობების განსაზღვრა შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა.

შეხვედრა პროექტის ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში" ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.