22 მარტს გაიმართა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის“ საერთო კრება, რომელსაც კლუბის 70-მდე წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.
საერთო კრება საანგარიშო ხასიათს ატარებდა, რომლის დროსაც კლუბის რამდენიმე წევრმა საკუთარი ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის წლიური ანგარიში წარადგინა. შეხვედრაზე მოხდა კლუბის ახალი წევრების წარდგენაც.