EUROPA DONNA GEORGIA-სა და ჯეპრას ურთიერთთანამშრომლობით განხორციელებულმა კამპანიამ "ნუ განმასხვავებ" შედეგი გამოიღო!
2019 წლის 1 იანვრიდან, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროექტი ფართოვდება.
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით, საქართველოში HER2 დადებითი ძუძუს კიბოთი დაავადებული, ყველა სტადიის პაციენტების მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება.
ჯეპრა 2015 წლიდან ახორციელებს კამპანიას “სამიზნე სიცოცხლისთვის”, რომელიც ძუძუს კიბოს მქონე ქალბატონების მხარდაჭერისა და მათი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.