კამპანია "ძალა ევროპაშია" "ევროპის დღეები 2018"-ის ფარგლებში!
05 მაისი 2018
კამპანია ძალა ევროპაშიას სტენდი რიყის პარკში, ევროპის დღეები 2018-ის ფარგლებში! კამპანიის მონაწილეებმა მოსულ სტუ...
კამპანია "ძალა ევროპაშია" "ევროპის დღეები 2018"-ის ფარგლებში!

05 მაისი 2018
Copy to clipboard

 

კამპანია "ძალა ევროპაშიას" სტენდი რიყის პარკში, "ევროპის დღეები 2018"-ის ფარგლებში!

კამპანიის მონაწილეებმა მოსულ სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ უპირატესობების შესახებ, რასაც ქვეყანა მიიღებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შედეგად.

სტუმრებმა საკუთარი ხელმოწერით დააფიქსირეს კამპანიის მხარდაჭერა!

იხილეთ ფოტოები

პიარსკოლაში ზამთრის კურსი დასრულდა
05 მაისი 2018
პიარსკოლაში ზამთრის კურსი დასრულდა. ტრადიციულ და სახალისო დიპლომების გადაცემის ცერემონიალს გაუს პრეზიდენტი მაიკლ ქაუგი...
პიარსკოლაში ზამთრის კურსი დასრულდა

05 მაისი 2018
Copy to clipboard

 

პიარსკოლაში ზამთრის კურსი დასრულდა. ტრადიციულ და სახალისო დიპლომების გადაცემის ცერემონიალს გაუს პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი, პიარსკოლის დამფუძნებლები, ლექტორები და მენტორები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა ჯგუფებიდან 3-3 საუკეთესო სტუდენტი, რომელთაც ყველა ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი გადაეცათ. 

პიარსკოლა კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

ჰუავეიმ საერთაშორისო ფოტოკონკურსი -"ქოლგა თბილისი ფოტო 2018" წარადგნია
04 მაისი 2018
საერთაშორისო ფოტოკონკურსი - ქოლგა თბილისი ფოტო 2018- კომპანია ჰუავეიმ წარადგინა. ჰუავეიმ ღონისძებაზე მოსულ სტუმრ...
ჰუავეიმ საერთაშორისო ფოტოკონკურსი -"ქოლგა თბილისი ფოტო 2018" წარადგნია

04 მაისი 2018
Copy to clipboard

 

საერთაშორისო ფოტოკონკურსი - "ქოლგა თბილისი ფოტო 2018"- კომპანია "ჰუავეიმ" წარადგინა. "ჰუავეიმ" ღონისძებაზე მოსულ სტუმრებს შესთავაზა ახალი, P20 სერიის სმარტფონების უნიკალური ფუნქციების მასტერკლასი. ღონისძებაზე წარმოდგენილი იყო Huawei-ს ფოტოსტუდია, სადაც ყველა მსურველს შეეძლო ფოტოს გადაღება და ადგილზე ბეჭდვა. 

 
ქეთევან გალუმაშვილის ლექცია "რა არის პიარი და მისი დანიშნულება"
03 მაისი 2018
ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა ქეთევან გალუმაშვილმა ქართული სასწავლებლის მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარა თემაზე რა არის პიარი...
ქეთევან გალუმაშვილის ლექცია "რა არის პიარი და მისი დანიშნულება"

03 მაისი 2018
Copy to clipboard

 

ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა ქეთევან გალუმაშვილმა ქართული სასწავლებლის მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარა თემაზე "რა არის პიარი და მისი დანიშნულება".

ლექცია მოსწავლეებისთვის პიარის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და პიარ სპეციალისტის საქმიანობის პოპულარიზაციას ემსახურება.

იხილეთ ფოტოები

ნინო სუბელიანი ტრენინგი "საჯარო გამოსვლის ხელოვნება და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები"
24 აპრილი 2018
ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა ნინო სუბელიანმა #TourMODEკვირეულის ფარგლებში ტრენინგი ჩაატარა თემაზე: საჯარო გამოსვლ...
ნინო სუბელიანი ტრენინგი "საჯარო გამოსვლის ხელოვნება და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები"

24 აპრილი 2018
Copy to clipboard

 

ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა ნინო სუბელიანმა #TourMODEკვირეულის ფარგლებში ტრენინგი ჩაატარა თემაზე: "საჯარო გამოსვლის ხელოვნება და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები". 

ნინო სუბელიანის ტრენინგი თემაზე "საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგული კომუნიკაციები"
13 აპრილი 2018
 ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა ნინო სუბელიანმა 11-12-13 აპრილს, 3 დღიანი ტრენინგი ჩაატარა თემაზე : საზოგადოებასთან ...
ნინო სუბელიანის ტრენინგი თემაზე "საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგული კომუნიკაციები"

13 აპრილი 2018
Copy to clipboard

 

 ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა ნინო სუბელიანმა 11-12-13 აპრილს, 3 დღიანი ტრენინგი ჩაატარა თემაზე : საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგული კომუნიკაციები.

პროექტი - ქართულ-ავსტრიულ პროფკავშირული სკოლა "A Trade Union School in Georgia – Education for Stenghtening Labour Rights " ავსტრიის განვითარების სააგენტოს(ADA), ავსტრიის პროფკავშირების, ფრიდრიხ ებერტის ფონდის და საქართველოს პროფკავშირების მხარდაჭერით ხორციელდება.

2 წლიანი საპილოტო პროექტი 2016-2018 წლებია მიმდინარეობს (წელიწადში 1 ჯგუფი) და მონაწილეები წარმოდგენილნი არიან სხვადასხვა დარგობრივი ორგანიზაციებიდან, როგორიცააა: მედიცინის, რკინიგზის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და პედაგოგთა პროფკავშირებიდან.

CSR კლუბმა 2017 წელი შეაჯამა.
13 აპრილი 2018
13 აპრილს გაიმართა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის“ საერთო კრება, რომელსაც კლუბის 70-მდე წევრი ო...
CSR კლუბმა 2017 წელი შეაჯამა.

13 აპრილი 2018
Copy to clipboard

 

13 აპრილს გაიმართა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის“ საერთო კრება, რომელსაც კლუბის 70-მდე წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.

საერთო კრება საანგარიშო ხასიათს ატარებდა, რომლის დროსაც კლუბის რამდენიმე წევრმა საკუთარი ორგანიზაციის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის წლიური ანგარიში წარადგინა. საერთო კრებაზე, ასევე, განიხილეს საქართველოში დღესდღეობით არსებულ ვითარება კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით.

შეხვედრაზე მოხდა კლუბის ახალი წევრების წარდგენაც.

იხილეთ ფოტოები

კამპანია "სუფთა ჰაერისთვის" გახსნის ცერემონია
12 აპრილი 2018
კერძო სექტორის წარმომადგენლები სუფთა ჰაერისთვის გაერთიანდნენ. ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia-ში, კამპანია...
კამპანია "სუფთა ჰაერისთვის" გახსნის ცერემონია

12 აპრილი 2018
Copy to clipboard

 

კერძო სექტორის წარმომადგენლები "სუფთა ჰაერისთვის" გაერთიანდნენ. ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia-ში, კამპანია "სუფთა ჰაერისთვის" ფარგლებში, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ჯეპრას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  ღონისძიებას ჯეპრას დირექტორი Ekaterine Zhvania ესწრებოდა.

კამპანია "სუფთა ჰაერისთვის" 12 აპრილს დაიწყო, რომლის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლები ერთიანდებიან, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

იხილეთ ფოტოები

 
ჯეპრას თანამშრომლებს კატასტროფის რისკის შემცირების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ
06 აპრილი 2018
ჯეპრელებს სერთიფიკატები გადაეცათ კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მზაობაში. ჯეპრას კო...
ჯეპრას თანამშრომლებს კატასტროფის რისკის შემცირების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

06 აპრილი 2018
Copy to clipboard

 

ჯეპრელებს სერთიფიკატები გადაეცათ კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მზაობაში.

ჯეპრას კომპეტენციის ცენტრში სოციალური პოლიტიკის და განვითარების ინსტიტუტმა ჩვენ თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარა კატასტროფის რისკის შემცირების თემაზე.

ტრენინგის მიზანი იყო, ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა - როგორ უნდა მოვიქცეთ ბუნებრივი თუ ტექნოგენური კატასტროფის დადგომის დროს, რაც უზრუნველყოფს ჯეპრას თანამშრომლების უსაფრთხოებას და მედეგობას კატასტროფებისადმი.

ტრენინგს უძღვებოდა კატასტროფის რისკის მართვის ექსპერტი - თეონა ჯულუხაძე.

იხილეთ ფოტოები

 

 

კამპანია „ძალა ევროპაშია!“ პრეზენტაცია
05 აპრილი 2018
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ იწყებენ კამპანიას „ძალა ევროპ...
კამპანია „ძალა ევროპაშია!“ პრეზენტაცია

05 აპრილი 2018
Copy to clipboard

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ იწყებენ კამპანიას „ძალა ევროპაშია“, რომლის პრეზენტაცია სასტუმრო „რუმს თბილისში“ გაიმართა.

კამპანიის პრეზენტაციაზე კოალიციის წარმომადგენლებმა სტუმრებს კამპანიის ძირითადი კონცეფცია და აქტივობები გააცნეს, ხოლო მედიის, ბიზნესის წარმომადგენლებმა და ცნობილმა ადამიანებმა საკუთარ მონაწილეობაზე ისაუბრეს.