"ჯეპრას კომპეტენციის ცენტრში", კომპანია „ნატახტარმა“ და „კოალიციამ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ სახელმწიფო სტრუქტურებს, კერძოდ, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების წარმომადგენლებს, ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარუდგინეს.
მრგვალ მაგიდაში ასევე მონაწილეობდნენ კოალიციის საბჭოს წევრები, მედიის წარმომადგენლები, „ფონდი ნატახტარის“, „ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველოს“, კომპანია „ნატახტარის“ და კომპანია ჯეპრას წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მოხდა ერთობლივი მუშაობის შედეგებისა და შემუშავებული რეკომენდაციების განხილვა, რომელთა მიხედვითაც ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უნდა შეძლონ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება.