23 მარტს მეოთხე ტექნოლოგიურ რევოლუციასთან დაკავშირებით მედიასთან დისკუსია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზება და მედიაგაშუქება ჯეპრამ უზრუნველყო.
23 მარტს მეოთხე ტექნოლოგიურ რევოლუციასთან დაკავშირებით მედიასთან დისკუსია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზება და მედიაგაშუქება ჯეპრამ უზრუნველყო.
„მაიქროსოფთ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ ქართველ ექსპერტებსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებს ახალი სტრატეგია "ქლაუდი" წარუდგინა.
Cloud in the Clouds - პირდაპირი ჩართვა დედაქალაქის ყველაზე მაღალი წერტილიდან, თბილისის სატელევიზიო ანძიდან მოხდა. აქვე გაიმართა დისკუსია მეოთხე ტექნოლოგიურ რევოლუციასთან დაკავშირებით.ღონისძიების ორგანიზება და მედიაგაშუქება ჯეპრამ უზრუნველყო.
გასაუბრებებისა და ტესტირების შედეგად ჯეპრამ სტაჟიორთა ახალი ნაკადი შეარჩია - ნუნუკა ნებურიშვილი, თამთა ნიკოლაძე, გუგა როგავა, ნინი მიდელაშვილი, ხატია გოგობერიშვილი, მარიამ ყალიჩავა, ანუკი მერაბიშვილი, გიორგი ყარალაშვილი, ლიკო ბუზიაშვილი და თაკო ოთარაშვილი CSR-ის, კომპანიის პრომოუშენის, მედიასთან ურთიერთობისა და სოციალური მედიის მართვის მიმართულებით 6 თვიან სტაჟირებას გაივლიან.
თბილისის 23-ე საბავშვო ბაღში არბარითერ-სამარიტერ-ბუნდმა (ASB) ევაკუაციის სიმულაცია ჩაატარა, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახური სახანძრო მანქანებითა და სასწრაფოთი.
ღონისძიებას თურქმენეთის დელეგაცია დაესწრო. არბარითერ-სამარიტერ-ბუნდი თურქმენეთში სკოლამდელი განათლების პროგრამის რეპლიკაციას ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ ჯეპრა ASB-ს საკომუნიკაციო მომსახურებას უზრუნველყოფს.
ჯეპრას კომპეტენციის ცენტრში „დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული“ CSR კლუბის წევრებთან შეხვედრით გაიხსნა. ამავე კვირეულის ფარგლებში ჯეპრელები „ბაბალეს“ გამოფენას ესტუმრნენ და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიერ შექმნილი ნახატებით გაფორმებული „კატიანის“ ნივთიები შეიძინეს.
ჯეპრამ „სიგმა ტექნოლოჯის & სოლუშენსის“ მიერ ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი პირველი ქართული სამშენებლო პროდუქტის, „ვესტუსის“ პრეზენტაციის ორგანიზება, პროდუქტის ბრენდინგი და ღონისძიების მედიაგაშუქება უზრუნველყო.
ჯეპრას კონსულტანტი, თინათინ სამყურაშვილი და ევროპა დონა საქართველოს პრეზიდენტი, ანა მაზანიშვილი მადრიდში, პაციენტთა ორგანიზაციების ყოველწლიურ საერთაშორისო შეხვედრას დაესწრნენ.
თინათინ სამყურაშვილი ფილტვის იდიოპათიური ფიბროზით დაავადებულ პაციენტთა კავშირს წარმოადგენდა. ღონისძიებაში მონაწილეობა სამასამდე პაციენტთა ორგანიზაციამ მიიღო.
კამპანიამ #სამიზნესიცოცხლისთვის ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპია ხელმისაწვდომი გახადა. თბილისის საკრებულოში გამარულ ღონისძიებაზე „ევროპა დონა საქართველომ“ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.