ხელშეკრულებაი თვალისწინებს საქართველოში DRR (კატასტროფის რისკების შემცირება) ფარგლებში პროგრამის საკომუნიკაციო მიმართულების კონსალტინგს და კამპანიის „ჩვენ მზად ვართ“ განხორციელებას.
შეხვედრა 7 ოქტომბერს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბელარუსის, უზბეკეთის და მოლდოვის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკონსულტაციო ორგანიზაციებმა. მონაწილეებმა განიხილეს საკუთარი კომპანიების პრაქტიკა და მათ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციის მიმართულებით. შეხვედრის მიზანი გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი საპროექტო იდეების განხილვა იყო.
„კეტჩამ-მასლოვი“ მსოფლიოს წამყვანი პიარკომპანია „კეტჩამ-გლობალის“ ფილიალია, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ოპერირებს და პოსტსაბჭოთა სივრცეში პიარსააგენტოების ქსელს მართავს. გამოცდილების გაზიარების მიზნით, იგი ყოველწლიურად ატარებს პარტნიორი სააგენტოების შეხვედრას. ჯეპრა წელს პირველად მონაწილეობდა „კეტჩამ-გლობალის“ სამუშაო შეხვედრაში, როგორც პარტნიორი სააგენტო.
შეხვედრას ჯეპრას დირექტორი, ეკატერინე ჟვანია და უფროსი კონსულტანტები, თამარ მაჭავარიანი და კახა მაღრაძე ესწრებოდნენ.
სასტუმროში 'თბილისი რუმსი' პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის 2017-2021 წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა.
სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მათი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების მხარდაჭერას.
დოკუმენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სფეროს ექსპერტებთან განხილვისა და თანამშრომლობის გზით, ჯეპრას ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.
სტრატეგიის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს ვროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ:
⚪ თამარ ქალდანი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
⚪ შომბი შარპი - გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელის მოადგილე საქართველოში
⚪ ივონ გოგოლი - ატაშე, პროგრამის მენეჯერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
⚪ თამარ მაჭავარიანი - ჯეპრას უფროსი კონსულტანტი და პროექტის მენეჯერი
ხელშეკრულების თანახმად, ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებული პრესკონფერენციის ორგანიზება, მედია გაშუქება და სოცოალური მედიის კამპანია ჯეპრამ უზრუნველყო.
"ბაკურიანმა" თავის ერთგულ მომხმარებლებს სიურპრიზი გაუკეთა - კომპანიამ 250-ზე მეტ ადამიანს სახელობითი ბოთლი და საჩუქარი გაუგზავნა. ამასთან დაკავშირებით ვიდეოც მომზადდა.
იდეის ავტორი და განმახორციელებელი იყო კომპანია ჯეპრა.
სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერია" საქართველოში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, Spotlight 2016 ჩატარდა. "ეს დრო შენია" - ეს იყო ღონისძიების მთავარი გზავნილი.
Spotlight 2016-ზე 14 სპიკერი გამოდიოდა, რომელთა შორის იყო ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, ნინო სუბელიანი თემით "იგრძენი მარკეტინგი, როგორც პულსაცია."
კახეთში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია GWS-ის 40 წლის იუბილე აღნიშნეს. იუბილესთან დაკავშირებული მედიატურის ორგანიზება ჯეპრამ უზრუნველყო.
4 ქვეყნის 24 ანსამბლი და 400 მონაწილე - პირველად საქართველოში, საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალი ჩატარდა, რომლის დასკვნით კონცერტსაც Black Sea Arena-მ უმასპინძლა!