ჯეპრას უფროსი პარტნიორი, კახა მაღრაძე ახალ ონლაინ კურსს გაუძღვება, რომლის თემაც "საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია" იქნება!
ჯეპრას უფროსი პარტნიორი, კახა მაღრაძე ახალ ონლაინ კურსს გაუძღვება, რომლის თემაც "საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია" იქნება!
ტუბერკულოზის, სტიგმისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საინფორმაციო სემინარების ორგანიზებას (მედიის წარმომადგენლებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვისა და მათი პედაგოგებისთვი) თბილისსა და რეგიონებში, ასევე საინფორმაციეო მასალების მომზადებას და მედია გაშუქებას ჯეპრა უზრუნველყოფს.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ეგიდით კორპორატიული კომუნიკაციებისა და მედიასთან ურთიერთობის თემაზე ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც ჯეპრას უფროსი პარტნიორი, კახა მაღრაძე და უფროსი კონსულტანტი, ნინო სუბელიანი უძღვებოდნენ.
2016 წლის 8 მაისს, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება Wings for Life World Run კახეთში უკვე მესამედ გაიმართა. მსოფლიოს 34-მა ქვეყანამ სტარტი, ერთსა და იმავე დროს აიღო. კახეთში, საქართველოში, მარათონში მონაწილეობა 6000-მდე ადამიანმა მიიღო.
საქართველოში მამაკაცთა შორის გამარჯვებული ოლდოველი ლივიუ კროიტორუა, რომელმაც 56,02 კილომეტრი დაფარა. ქალთა შორის საუკეთესო რუსი იანა ხმელევა გახდა - 34,93კმ.
ღონისძიებიდან შემოსული სრული თანხა Wings for Life-ის ფონდს გადაეცემა, რომელიც სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს აწარმოებს, ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრა მსოფლიო რბენის მხარდაჭერი და პარტნიორი იყო.
"ჯეპრა"-ს უფროსმა კონსულტანტმა და საერთაშორისო პროექტების კოორდინატორმა, თამარ მაჭავარიანმა 2016 წლის 6-8 მაისს, ბარსელონაში, პროექტების მართვის ინსტიტუტის (PMI) მიერ ორგანიზებულ ლიდერთა ინსტიტუტის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. თამარი და მისი ქართველი კოლეგები შეხვედრას PMI თბილისი, საქართველოს პოტენციური ოფიციალური წარმომადგენლობის დამფუძნებლების სახელით ესწრებოდნენ. წარმომადგენლობა 2016 წლის ბოლოს ოფიციალურად დაფუძნდება (PMI-ს საბოლოო ავტორიზაციის შემდგომ) და მისი მთავარი მიზანი საქართველოში პროექტების მართვის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების და პროექტების მართვის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა იქნება.
კომპანიის პროექტისთვის „შატბერაშვილის საცხოვრებელი სახლი’' ჯეპრა სოციალური მედიისა და ინტერნეტ კომუნიკაციის წარმოებას უზრუნველყოფს.
დეველოპერული კომპანია „სიმეტრია“ 2007 წელს დაარსდა და განახორციელა სხვადასხვა პროექტები. კომპანიის მიზანია შექმნას ცხოვრების მაღალ ხარისხზე გათვლილი საცხოვრებელი გარემო.
ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016-2020 წლების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.
დოკუმენტი კომპანია ჯეპრამ შეიმუშავა და ის სამინისტროს ღირებულებებს, მისიას და ერთიან ხედვას ასახავს. სტრატეგია მოიცავს აჭარის რეგიონში განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით 2016 - 2020 წლების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას. სტრატეგიაში მოცემულია რეკომენდაციები, მონიტორინგის და შეფასების პროცედურები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სტრატეგიის შესრულების ეფექტური კონტროლი და მასში ცვლილებების შეტანა.
დოკუმენტი საშუალებას აძლევს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს ერთიან სამუშაო სივრცეში მოიაზრონ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება, რაც სამინისტროს ეფექტური ფუნქციონირების საფუძველია.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ჯეპრას უფროსი კონსულტანტები, თამუნა მაჭავარიანი და კახა მაღრაძე.
29 მარტს, სასტუმროში "რუმსი თბილისი“ „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR club)“ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობების გაშუქების პრაქტიკასა და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობას შეეხო. შეხვედრაში, კლუბის წევრებთან და მაუწყებლების წარმომადგენლებთან ერთად, კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ და თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაციის და სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობების გაშუქების ზოგადი ტენდენციების განხილვის შემდეგ მაუწყებლების, ბიზნესორგანიზაციებისა და კომისიის წარმომადგენლების მონაწილეობით ღია დისკუსია გაიმართა.