„ფონდი ნატახტარის“ 2014 წლის ანგარიში მედიას
08 დეკემბერი 2014
27 ნოემბერს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ „ფონდი ნატახტარის“ პროექტ „იზრუნე მომავალზე“ წლიური ანგარიშის წარდგენის ღო...
„ფონდი ნატახტარის“ 2014 წლის ანგარიში მედიას

08 დეკემბერი 2014
Copy to clipboard

 

27 ნოემბერს, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ „ფონდი ნატახტარის“ პროექტ „იზრუნე მომავალზე“ წლიური ანგარიშის წარდგენის ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების დროს ფონდის, კომპანია „ნატახტარისა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სტუმრებს 2014 წელს გაწეული საქმიანობის თაობაზე და საზოგადოებას ფონდში თანხის შეგროვების მეოთხე ტალღის დაწყების შესახებ აცნობეს. ღონისძიებაზე საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებეს ფონდის ფსიქოლოგთა გუნდის წევრებმა, ადგილობრივმა პარტნიორებმა და ბენეფიციარებმა. 

იხილეთ ფოტოები

კახა მაღრაძემ WWF-ის თანამშრომლებს ვორქშოპი ჩაუტარა
06 დეკემბერი 2014
6 დეკემბერს, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ WWF-ის კავკასიი...
კახა მაღრაძემ WWF-ის თანამშრომლებს ვორქშოპი ჩაუტარა

06 დეკემბერი 2014
Copy to clipboard

 

6 დეკემბერს, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ WWF-ის კავკასიის ოფისის თანამშრომლებს სტრატეგიული დაგეგმვის ვორკშოპი ჩაუტარა. 

პროფესიული სტანდარტების შექმნის სამუშაო შეხვედრა PR აკადემიაში
05 დეკემბერი 2014
2-4 დეკემბერს, პიარაკადემიაში, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის პარტნიორ ორგანიზაციაში, გაიმართა სამუშაო შეხვე...
პროფესიული სტანდარტების შექმნის სამუშაო შეხვედრა PR აკადემიაში

05 დეკემბერი 2014
Copy to clipboard

 

2-4 დეკემბერს, პიარაკადემიაში, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის პარტნიორ ორგანიზაციაში, გაიმართა სამუშაო შეხვედრები ღონისძიების მენეჯერის პროფესიული სტანდარტის DACUM პრინციპით შესაქმნელად. ჯგუფის ფასილიტატორებს შორის იყო, ჯეპრას უფროსი კონსულტანტი კახა მაღრაძე.
სამუშაო ჯგუფის წევრთა ნაყოფიერი მუშაობის შედეგად შეთანხმებული DACUM სქემა მეორად განხილვებზე ანუ გადამოწმებაზე ეგზავნება ე.წ. ვალიდატორების ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშია პიარპროფესიონალები, ივენთკომპანიების ხელმძღვანელი პირები და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები.

აღმოაჩინე დამალული პანდა
20 ნოემბერი 2014
„აღმოაჩინეთ „დამალული პანდა“ და გახდი “ტყის კვირეულის“ აქტიური მონაწილე“ - ამ სახელწოდებით გაიმართა 19 ნოემბერს „ტყის ...
აღმოაჩინე დამალული პანდა

20 ნოემბერი 2014
Copy to clipboard

 

„აღმოაჩინეთ „დამალული პანდა“ და გახდი “ტყის კვირეულის“ აქტიური მონაწილე“ - ამ სახელწოდებით გაიმართა 19 ნოემბერს „ტყის კვირეულის“ ეგიდით სპეციალური ღონისძიება პატარებისთვის. აქციის მიზანს, კვირეულის ფარგლებში დადგეგმილი ატივობების კიდევ ერთხელ შეხსენება წარმოადგენდა, რომელიც 23 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
კვირეულმა სტარტი წავკისში, თბილისის მერიის გამგებლობაში არსებულ საცდელ სატყეო უბანზე 15 ნოემბერს აიღო. ღონისძიება 2012-2014 წწ-ში გაშენებული ტყის ნარგაობების დათვალიერებასა და წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე ხის ნერგების დარგვას მოიცავდა. ნერგების დარგვის პროცესს მონიტორინგს WWF -ის წარმომადგნლები უწევდნენ.

იხილეთ ფოტოები

პირველი 8 ბირთვიანი 4G CAT6 სმარტფონი Huawei Honor 6 უკვე საქართველოშია
20 ნოემბერი 2014
20 ნოემბერს, 21:00 საათზე „ჰუავეი საქართველო“ მსოფლიოში პირველი 8 ბირთვიანი 4G LTE სმარტფონის - Huawei Honor 6-ის პრეზ...
პირველი 8 ბირთვიანი 4G CAT6 სმარტფონი Huawei Honor 6 უკვე საქართველოშია

20 ნოემბერი 2014
Copy to clipboard

 

20 ნოემბერს, 21:00 საათზე „ჰუავეი საქართველო“ მსოფლიოში პირველი 8 ბირთვიანი 4G LTE სმარტფონის - Huawei Honor 6-ის პრეზენტაციას გამართავს (მის: კლუბი სენატი, მიშელაძის ქ 15, ვაკის პარკთან).
სმარტფონების მწარმოებელი ჩინური გიგანტი კომპანია და წარმატებული ბრენდი Huawei მომხმარებელს კვლავინდებურად ანებივრებს და ქართულ ბაზარზე ახალი მოდელი Huawei Honor 6 შემოაქვს. Honor 6-ის მიზანია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს თანამედროვე სმარტფონის უახლესი ტექნიკური შესაძლებლობები. Honor 6 შექმნილია მამაცი, ახალგაზრდა თაობისთვის, რომელსაც არ ეშინია იფიქროს განსხვავებულად და შეცვალოს ყოველდღიურობა. 

იხილეთ ფოტოები

პანდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში და I ექსპერიმენტულ სკოლაში გამოჩნდა
19 ნოემბერი 2014
„ტყის კვირეული“ აქტიურ ფაზაში შედის - ყველასთვის საყვარელი პანდა კოლმეურნეობის მოედნიდან სხვადასხვა მიმართულებით საზოგ...
პანდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში და I ექსპერიმენტულ სკოლაში გამოჩნდა

19 ნოემბერი 2014
Copy to clipboard

 

„ტყის კვირეული“ აქტიურ ფაზაში შედის - ყველასთვის საყვარელი პანდა კოლმეურნეობის მოედნიდან სხვადასხვა მიმართულებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოჩნდა. მან მგზავრებს დაუტოვა სპეციალური შეტყობინება, რათა არ გამორჩეთ არცერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც „ტყის კვირეულის“ ფარგლებში 23 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

„ტყის კვირეულის“ ფარგლებში პანდა WWF -ს წარმომადგენელთან ერთად ჰუმანური პედაგოგიკის კლუბის - „პირველი ექსპერიმენტული“ მოსწავლეებს (მის: პირველი ექსპერიმენტული სკოლა) ესტუმრა და კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე მიიწვია. კიდევ ერთხელ ესაუბრნენ პატარებს თუ რა მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და ბუნებას და როგორ გაუფრთხილდნენ მას.

იხილეთ ფოტოები

უნარების განვითარებისა და შეფასების ცენტრმა HR ფორუმი გამართა
18 ნოემბერი 2014
18 ნოემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტ“-ში, უნარების განვითარების და შეფასების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა HR ფორუმი,...
უნარების განვითარებისა და შეფასების ცენტრმა HR ფორუმი გამართა

18 ნოემბერი 2014
Copy to clipboard

 

18 ნოემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტ“-ში, უნარების განვითარების და შეფასების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა HR ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 25-მდე კერძო ორგანიზაციის და სახელმწიფო დაწესებულებების HR მენეჯერმა.
ფორუმის მიზანს წარმოადგენდა HR მენეჯერების მიერ დასაქმების, სამუშაოს შეფასების და კადრების დაქირავების პროცესში ტესტირების დანერგვა/გამოყენების პრობლემატიკის განხილვა და მიმდინარე პრაქტიკის ერთმანეთისათვის გაზიარება.

იხილეთ ფოტოები

„ტყის კვირეულს“ ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ უმასპინძლა
17 ნოემბერი 2014
17 ნოემბერს, „ტყის კვირეულს“ ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებისთვის ეკო-გაკვეთილ...
„ტყის კვირეულს“ ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ უმასპინძლა

17 ნოემბერი 2014
Copy to clipboard

 

17 ნოემბერს, „ტყის კვირეულს“ ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებისთვის ეკო-გაკვეთილი გაიმართა . WWF-ის წარმომადგენლები მათ ტყის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, ასწავლეს როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას, ხეებს და გარემოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დასასრულს, ბავშვებმა ტყისა და გარემოს დაცვის თემატიკაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს.
კვირეულმა სტარტი წავკისში, თბილისის მერიის გამგებლობაში არსებულ საცდელ სატყეო უბანზე 15 ნოემბერს აიღო. ღონისძიება 2012-2014 წწ-ში გაშენებული ტყის ნარგაობების დათვალიერებასა და წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე ხის ნერგების დარგვას მოიცავდა. ნერგების დარგვის პროცესს მონიტორინგს WWF -ის წარმომადგნლები უწევდნენ.

იხილეთ ფოტოები

„ტყის კვირეულმა“ სტარტი წავკისში აიღო
15 ნოემბერი 2014
15 -23 ნოემბერს, WWF -ის ინიციატივითა და ხელშეწყობით ტყის კვირეული გაიმართება. კვირეულს უმასპინძლებს ევროკავშრის მიერ ...
„ტყის კვირეულმა“ სტარტი წავკისში აიღო

15 ნოემბერი 2014
Copy to clipboard

 

15 -23 ნოემბერს, WWF -ის ინიციატივითა და ხელშეწყობით ტყის კვირეული გაიმართება. კვირეულს უმასპინძლებს ევროკავშრის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტი „კლიმატის ცვლილებების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“.კვირეულმა სტარტი 15 ნოემბერს, წავკისში, თბილისის მერიის გამგებლობაში არსებულ საცდელ სატყეო უბანზე აიღო. ღონისძიება 2012-2014 წწ-ში გაშენებული ტყის ნარგაობების დათვალიერებას და წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე ხის ნერგების დარგვას მოიცავდა. ნერგების დარგვის პროცესს მონიტორინგს WWF -ის წარმომადგნლები უწევდნენ.მედიის გარდა, ტურში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია ოჯახთან ერთად და მერიის, WWF-ის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა სტუმრები. დასასრულს, ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად სერთიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათწავკისში ამ დღეს 300 წიწვოვანი ხე დაირგო.

იხილეთ ფოტოები

ჯეპრასა და WWF-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
12 ნოემბერი 2014
თანამშრომლობის ფარგლებში უკვე დაიგეგმა საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც 15-23 ნოემბერს „ტყის კვირეულის“ გამართვას გულის...
ჯეპრასა და WWF-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

12 ნოემბერი 2014
Copy to clipboard

 

თანამშრომლობის ფარგლებში უკვე დაიგეგმა საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც 15-23 ნოემბერს „ტყის კვირეულის“ გამართვას გულისხმობს.
კვირეულს უმასპინძლებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტი „კლიმატის ცვლილებების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“.
"ტყის კვირეული" სტარტს 15 ნოემბერს, წავკისში აიღებს, სადაც გაიმართება ღონისძიება, რომელიც მოიცავს წავკისის სატყეო მეურნობის დათვალიერებასა და წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე ხის დარგვას. ნერგების დარგვის პროცესს მონიტორინგს გაუწევენ WWF -ის წარმომადგენლები.
მედიის გარდა, ტურში ასევე მონაწილეობენ თბილისის მერი და მერიის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა სტუმრები.
დასასრულს ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნადან გადაეცემა სერტიფიკატი.