„ნატახტარი“ მომხმარებელს 10 000 ლარის მოგების შანს აძლევს
19 მაისი 2014
19 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში კომპანია „ნატახტარმა“ ახალი გათამაშების შესახებ სპეციალური პრესკონფერენცი...
„ნატახტარი“ მომხმარებელს 10 000 ლარის მოგების შანს აძლევს

19 მაისი 2014
Copy to clipboard

 

19 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში კომპანია „ნატახტარმა“ ახალი გათამაშების შესახებ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. გათამაშების დეტალებზე ისაუბრეს და პრესკონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა, პირველი არხის სპორტულმა კომენტატორმა დავით მინაშვილმა და გათამაშების წამყვანმა-ბაჩო ქაჯაიამ.

2014 წლის გათამაშების თემატიკა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება.

იხილეთ ფოტოები

ფონდმა ”ქართული გალობა” ხალხური შემოქმედების ოსტატები დააჯილდოვა
19 მაისი 2014
19 მაისს, რუსთაველის აკადემიურ თეატრში ფონდმა „ქართული გალობა“ საზეიმო კონცერტი - „ქართული ხალხური სიმღერა - კაცობრიობ...
ფონდმა ”ქართული გალობა” ხალხური შემოქმედების ოსტატები დააჯილდოვა

19 მაისი 2014
Copy to clipboard

 

19 მაისს, რუსთაველის აკადემიურ თეატრში ფონდმა „ქართული გალობა“ საზეიმო კონცერტი - „ქართული ხალხური სიმღერა - კაცობრიობის საგანძური“გამართა.
საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გალობისა და სიმღერის ცნობილმა გუნდებმა და შემსრულებლებმა. კონცერტი სააღდგომო საგალობლით - ”ქრისტე აღსდგა” გაიხსნა. ღონისძიებას მუსიკოსი გია ბაღაშვილი უძღვებოდა.

იხილეთ ფოტოები

კომპანია "ნატახტარმა" ქართველი მორაგბეებისთვის "მადლობის საღამო" გამართა
12 მაისი 2014
12 მაისს, „შტელცეს სახლში“, კომპანია ნატახტარმა ქართველი მორაგბეებისთვის მადლობის საღამო გამართა. საქართველოს მორა...
კომპანია "ნატახტარმა" ქართველი მორაგბეებისთვის "მადლობის საღამო" გამართა

12 მაისი 2014
Copy to clipboard

 

12 მაისს, „შტელცეს სახლში“, კომპანია "ნატახტარმა" ქართველი მორაგბეებისთვის "მადლობის საღამო" გამართა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, კომპანია "ნატახტარმა" მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და საქართველოს რაგბის კავშირს ბონუსის სახით 150 ათასი დოლარი გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანიც ესწრებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მორაგბეებს იმ წარმატებისთვის, რაც საქართველოს მოუტანეს. მინისტრს სპორტში შეტანილი წვლილისთვის კომპანია "ნატახტარმა" საპატიო სიგელი გადასცა. საღამოზე, მორაგბეებთან ერთად სპორტული მედიის წარმომადგენლები და ცნობილი რაგბის გულშემატკივრებიც იყვნენ შეკრებილნი. კომპანია ნატახტარმა საპატიო სიგელებით ჟურნალისტებიც დააჯოლდოვა.

იხილეთ ფოტოები 

კახეთში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება Wings for Life World Run გაიმართა
05 მაისი 2014
2014 წლის 4 მაისს, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება Wings for Life World Run გაიმართა. მსოფლიოს 40-მა ქვეყანამ ...
კახეთში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება Wings for Life World Run გაიმართა

05 მაისი 2014
Copy to clipboard

 

2014 წლის 4 მაისს, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება Wings for Life World Run გაიმართა.
მსოფლიოს 40-მა ქვეყანამ სტარტი, ერთსა და იმავე დროს აიღო. კახეთში, საქართველოში, მარათონში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. გამარჯვებული ქალთა შორის მარიელა კარმანიოლი გახდა, რომელმაც 25 კმ და 34 მეტრი გაირბინა, ხოლო მამაკაცთა შორის ანატოლი ოლეინიკოვი, რომელმაც 52 კმ და 65 მეტრი გაირბინა.
ღონისძიებიდან შემოსული სრული თანხა Wings for Life-ის ფონდს გადაეცემა, რომელიც სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს აწარმოებს, ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრა მსოფლიო რბენის მხარდაჭერი და პარტნიორი იყო. 

იხილეთ ფოტოები

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ფონდი ლიბერალური კვალისგან
02 მაისი 2014
2 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ცნობილ ქართველ ფოტოხელოვანთა ნამუშევრების გა...
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ფონდი ლიბერალური კვალისგან

02 მაისი 2014
Copy to clipboard

 

2 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ცნობილ ქართველ ფოტოხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ათამდე ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის 40 -მდე ნამუშევარი. ისინი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად გაერთიანდნენ.
გამოფენიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ფონდის მიერ შერჩეული 4 ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ღონისძიების ორგანიზატორი საქველმოქმედო ფონდი „ლიბერალური კვალი“ იყო.

იხილეთ ფოტოები

სოსო გალუმაშვილი კიევის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის ჟიურიში მიიწვიეს
02 აპრილი 2014
კიევის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალი - KIAF-2014, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ფესტივალის ორგანიზატორ...
სოსო გალუმაშვილი კიევის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის ჟიურიში მიიწვიეს

02 აპრილი 2014
Copy to clipboard

 

კიევის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალი - KIAF-2014, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ფესტივალის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ოდესისა და ლვოვის შემდეგ, ფესტივალის მასპინძელი ქალაქი ისევ კიევი ყოფილიყო.
KIAF-ის 2014 წლის ნამუშევრებს ჟიური სამი მიმართულებით შეაფასებს: დიზაინი, პიარი და ციფრული გამოსახულება.
ჟიურის შემადგენლობა პიარის მიმართულებით, უკრაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციის (UAPR) მხარდაჭერით დაკომპლექტდა და გადაწყდა, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი საქართველოდან მიწვეული ექსპერტი, ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი იქნება.

იხილეთ სტატიები:

გურია ნიუსი    კომერსანტი   ბანკები და ფინანსები   პრესა.ჯი    DRONI.ge

საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია
28 მარტი 2014
27 მარტს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიწოდების ჯაჭვის სექტორული კვლევის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომ...
საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია

28 მარტი 2014
Copy to clipboard

 

27 მარტს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიწოდების ჯაჭვის სექტორული კვლევის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მხადამჭერები საქართველოს ლოგისიტკის ასოციაცია, აშშ-ს Supply Chain Council-ი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI) იყვნენ.
მიწოდების ჯაჭვის სექტორული კვლევა (Supply Chain Operations Survey) საქართველოს ლოგისიტკის ასოციაციასა და აშშ-ს Supply Chain Council-ის (supply-chain.org/) მიერ ხორციელდა, რომელიც მოიცავს საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების მიწოდების ჯაჭვისა (Supply Chain) და ლოგისტიკური პროცესების ეფექტურობის შეფასებასა და მათ შედარებით ანალიზს, რეგიონალური და საერთაშორისო მასშტაბით. 

იხილეთ ფოტოები

ფონდ ნატახტარში თანხის შეგროვება დასრულდა
26 მარტი 2014
26 მარტს, სასტუმროში „ტიფლის პალასი“, „ფონდი ნატახტარის“ პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციის მიზანი იყო საზოგ...
ფონდ ნატახტარში თანხის შეგროვება დასრულდა

26 მარტი 2014
Copy to clipboard

 

26 მარტს, სასტუმროში „ტიფლის პალასი“, „ფონდი ნატახტარის“ პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება მესამე ტალღის შედეგად შეგროვებული თანხის მოცულობის შესახებ. ასევე, ფონდის მიერ 2012-2013 წელს განხორციელებული პროექტებისა და მისი სამომავლო გეგმების შესახებ. აღსანიშნავია, რომ თანხის ნამდვილობა დადასტურებულია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PricewaterHouse Cooper-ის მიერ.

იხილეთ ფოტოები

ჯეპრამ შშმ ქალებისთვის ტრენინგი ჩაატარა
22 მარტი 2014
21-22 მარტს, სასტუმროში დემი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების ადვოკატირების პროექტის ფარგლებში, ტრენინ...
ჯეპრამ შშმ ქალებისთვის ტრენინგი ჩაატარა

22 მარტი 2014
Copy to clipboard

 

21-22 მარტს, სასტუმროში "დემი", შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების ადვოკატირების პროექტის ფარგლებში, ტრენინგი გაიმართა.
პროექტი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრასა“ და ორგანიზაცია „ქალი და რეალობის“ ურთიერთთანამშრომლობით განხორციელდა. ტრენინგის თემა იყო: “მედია კომუნიკაციის ეფექტური მეთოდების გამოყენების შესწავლა “.
სემინარის მიზანს წარმოადგენდა, შშმ ქალებისთვის პრიორიტეტული პრობლემების იდენტიფიცირება და სოციალური ადვოკატირებისთვის საჭირო მესიჯების შემუშავება.

ფოტოები 1 ფოტოები 2 

ლოგისტიკის სააგენტომ მედია სემინარი გამართა
21 მარტი 2014
21 მარტს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში მედიასემინარი გაიმართა, თემაზე: „ლოგისტიკა - ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან...
ლოგისტიკის სააგენტომ მედია სემინარი გამართა

21 მარტი 2014
Copy to clipboard

 

21 მარტს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში მედიასემინარი გაიმართა, თემაზე: „ლოგისტიკა - ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულება“.
მედია სემინარის მსვლელობისას განხილული იყო თემები, თუ რა ტენდენციები შეიმჩნევა ლოგისტიკის განვითარების კუთხით საქართველოში, როგორია ქვეყანაში ტვირთბრუნვის დინამიკა, ლოგისტიკის მნიშვნელობა ქართული ეკონომიკისათვის, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს დარგის განვითარებამ სახელმწიფოს
მედია სემინარის ორგანიზატორები და მხარდამჭერები იყვნენ: USAID / HICD PLUS (ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტი); საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია.

იხილეთ ფოტოები