ჯეპრასა და WWF-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
12 ნოემბერი 2014
თანამშრომლობის ფარგლებში უკვე დაიგეგმა საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც 15-23 ნოემბერს „ტყის კვირეულის“ გამართვას გულის...
ჯეპრასა და WWF-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

12 ნოემბერი 2014
Copy to clipboard

 

თანამშრომლობის ფარგლებში უკვე დაიგეგმა საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც 15-23 ნოემბერს „ტყის კვირეულის“ გამართვას გულისხმობს.
კვირეულს უმასპინძლებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტი „კლიმატის ცვლილებების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“.
"ტყის კვირეული" სტარტს 15 ნოემბერს, წავკისში აიღებს, სადაც გაიმართება ღონისძიება, რომელიც მოიცავს წავკისის სატყეო მეურნობის დათვალიერებასა და წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე ხის დარგვას. ნერგების დარგვის პროცესს მონიტორინგს გაუწევენ WWF -ის წარმომადგენლები.
მედიის გარდა, ტურში ასევე მონაწილეობენ თბილისის მერი და მერიის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა სტუმრები.
დასასრულს ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნადან გადაეცემა სერტიფიკატი.

ჯეპრას მიერ გამოცხადებული კონკურისის დაჯილდოების ცერემონიალი
11 ნოემბერი 2014
10  ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჯეპრას მიერ გამოცხადებული კონკურსის, დაჯილდოების ცერემ...
ჯეპრას მიერ გამოცხადებული კონკურისის დაჯილდოების ცერემონიალი

11 ნოემბერი 2014
Copy to clipboard

 

10  ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჯეპრას მიერ გამოცხადებული კონკურსის, დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ჟიურის წევრებმა, გია გუგუშვილმა, თამაზ ვარვარიძემ, გოგა ჩანადირმა, ეკატერინე ჟვანიამ და სოსო გალუმაშვილმა გამარჯვებული, ეთო ზირიშვილი გამოავლინეს, რომელსაც ჯეპრას დირექტორმა, ეკატერინე ჟვანიამ,  A3 ზომის Wacom-ის სახატავი პლანშეტი გადასცა.
ჟიურის წევრმა გია გუგუშვილმა თავის რჩეულად დაასახელა და საჩუქარი გადასცა  კონკურსის ფინალისტს ზურაბ მარხვაშვილს. 
ჯეპრა მადლობას უხდის სპეციალურ სტუმრებს, მწერალ დავით რობაქიძეს და ავტორ ბექა ადამაშვილს.
შეგახსენებთ, რომ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრამ, დიზაინერებისთვის კონკურსი ზღაპარ „რწყილი და ჭიანჭველას“ ილუსტრაციების შექმნაზე სექტემბერში გამოაცხადა. კონკურსი 2 ეტაპს მოიცავდა. პირველ ეტაპზე მონაწილეებს აღნიშნული ზღაპრის ნებისმიერი სცენიდან ილუსტრაციის გამოგზავნა ევალებოდათ.
მეორე ეტაპზე კი, ჟიურიმ სამი ფინალისტი შეარჩია, რომელთაგან ერთი საუკეთესო, დამატებითი დავალების შესრულების შემდეგ უნდა გამოვლენილიყო.
ჯეპრა მადლობას უხდის ყველა მონაწილეს და ელოდება მათ შემდეგ კონკურსებში!

იხილეთ ფოტოები

ჯეპრასა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის ხელშეკრულება გაფორმდა
11 ნოემბერი 2014
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრამ მიკროსაფინასო ორგანიზაცია MBC-თან ხელშეკრულება გააფორმა. თანამ...
ჯეპრასა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის ხელშეკრულება გაფორმდა

11 ნოემბერი 2014
Copy to clipboard

 

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრამ მიკროსაფინასო ორგანიზაცია MBC-თან ხელშეკრულება გააფორმა.
თანამშრომლობა ბრენდინგსა და საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვას გულისხმობს. 

ჯეპრა ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე გამართულ ტურში მონაწილეობდა
05 ნოემბერი 2014
31 ოქტომბერს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მოწვევითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის - WWF ინიციატივით, ...
ჯეპრა ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე გამართულ ტურში მონაწილეობდა

05 ნოემბერი 2014
Copy to clipboard

 

31 ოქტომბერს, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მოწვევითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის - WWF ინიციატივით, პროექტის - „ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის ტერიტორიაზე“ ფარგლებში, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე მედიატური გაიმართა. სტუმრებმა ჯავახეთის ტბები და მიმდებარე ლანდშაფტი დაათვალიერეს. ტურში ასევე მონაწილეობდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და ტურისტული კომპანიები. მედიატურის მიზანს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების, იქ არსებული ტურისტული პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

იხილეთ ფოტოები

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი ჯეფ სპეარის სემინარს დაესწრო
29 ოქტომბერი 2014
29 ოქტომბერს, ჯეპრას უფროსი კონსულტანტი ნინო სუბელიანი ჯეფ სპეარის სემინარს ესწრებოდა. თემა: როგორ შევქმნათ ძლიერი ბ...
ჯეპრას უფროსი კონსულტანტი ჯეფ სპეარის სემინარს დაესწრო

29 ოქტომბერი 2014
Copy to clipboard

 

29 ოქტომბერს, ჯეპრას უფროსი კონსულტანტი ნინო სუბელიანი ჯეფ სპეარის სემინარს ესწრებოდა.
თემა: "როგორ შევქმნათ ძლიერი ბრენდი?"
ჯეპრი სპეარი გლობალური სამარკეტინგო-საკონსულტაციო კომპანია "სტუდიო სპეარი-ს" პრეზიდენტი და მფლობელია. კომპანიის წარმატება და რეპუტაცია განპირობებულია მისი კრეატიული მიდგომითა და სტრატეგიული ხელმძღვანელობით.
სპეარის კლიენტებს შორის არიან ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა: "ანჰეუსერ ბუში", კომპანია"სან ჯი", "დისნეი", "ბასკინ რობინსი" და სხვა.

ჯეპრას კონკურსის ჟიურის წევრების შეხვედრა სამხატვრო აკადემიაში
28 ოქტომბერი 2014
28 ოქტომბერს, ჯეპრას კონკურსის მეორე ეტაპის ფარგლებში,  ჟიურის წევრები სამხატვრო აკადემიაში შეიკრიბნენ. შეხვედრა...
ჯეპრას კონკურსის ჟიურის წევრების შეხვედრა სამხატვრო აკადემიაში

28 ოქტომბერი 2014
Copy to clipboard

 

28 ოქტომბერს, ჯეპრას კონკურსის მეორე ეტაპის ფარგლებში,  ჟიურის წევრები სამხატვრო აკადემიაში შეიკრიბნენ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სტუდენტების ნამუშევარი და ახალი კონკურსის გამოცხადების პირობები.

იხილეთ ფოტოები
 

 

ბიზნეს ინკუბატორის პრეზენტაცია
23 ოქტომბერი 2014
23 ოქტომბერს, სავაჭრო სამრეწველო პალატაში ბიზნეს ინკუბატორის პრეზენტაცია გაიმართა. ჯეპრას დირექტორი, ეკატერინე ჟვანია...
ბიზნეს ინკუბატორის პრეზენტაცია

23 ოქტომბერი 2014
Copy to clipboard

 

23 ოქტომბერს, სავაჭრო სამრეწველო პალატაში ბიზნეს ინკუბატორის პრეზენტაცია გაიმართა.
ჯეპრას დირექტორი, ეკატერინე ჟვანია არის კომისიის წევრი, მიწვეული ექსპერტის სახით, რომელიც სხვა დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად, ბიზნეს ინკუბატორში შემოსულ იდეებს განიხილავს.
პროექტი, ადამიანებს დაეხმარება საკუთარი ბიზნეს იდეები განახორციელონ. 

ჯეპრას კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა და 3 ფინალისტი გამოვლინდა
21 ოქტომბერი 2014
21 ოქტომბერს, „პროსპეროს ბუქსში“ ჯეპრას მიერ გამოცხადებული კონკურსის, ზღაპრის ილუსტრაციების შექმნის მეორე ეტაპი გაიმარ...
ჯეპრას კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა და 3 ფინალისტი გამოვლინდა

21 ოქტომბერი 2014
Copy to clipboard

 

21 ოქტომბერს, „პროსპეროს ბუქსში“ ჯეპრას მიერ გამოცხადებული კონკურსის, ზღაპრის ილუსტრაციების შექმნის მეორე ეტაპი გაიმართა.
შემოსული 28 ნამუშევრიდან ჟიურიმ 3 ფინალისტი შეარჩია. ესენი არიან:
ბარბარე მაჭავარიანი, ეთო გზირიშვილი და ზურაბ მარხვაშვილი.
კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, ჟიურის წევრებს ნამუშევრები დანომრილი ფორმით, ავტორის სახელისა და გვარის გარეშე გადაეცათ.
ნამუშევრები განიხილეს: გია გუგუშვილმა, თამაზ ვარვარიძემ, გოგა ჩანადირმა, ეკატერინე ჟვანიამ და სოსო გალუმაშვილმა.

ფოკუს TV     ITV

პირველი ქართულენოვანი ტესტირების პროექტის 4S-ის პრეზენტაცია
15 ოქტომბერი 2014
15 ოქტომბერს, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, უნარების განვითარებისა და შეფასების ცენტრმა (IDAC ) პირველი ქართულენოვანი...
პირველი ქართულენოვანი ტესტირების პროექტის 4S-ის პრეზენტაცია

15 ოქტომბერი 2014
Copy to clipboard

 

15 ოქტომბერს, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, უნარების განვითარებისა და შეფასების ცენტრმა (IDAC ) პირველი ქართულენოვანი ტესტების პროექტის – 4S („ფორესი“) პრეზენტაცია გამართა. „ფორესი“ მომხმარებელს სამუშაო უნარების ელექტრონული ტესტირების მეთოდით გადამოწმების საშუალებას ქართულ ენაზე პირველად სთავაზობს. იგი უცხოელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს. ტესტი პიროვნების უნარს მათემატიკაში, ლოგიკაში, სივრცულ აღქმასა და გადაწყვეტილებების მიღებაში აფასებს.

იხილეთ ფოტოები

ანადოლუს სამედიცინო ცენტრმა რიგით მეორე კონფერენცია გამართა
13 ოქტომბერი 2014
11 ოქტომბერს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ მსოფლიოში წამყვანი თურქეთის სამედიცინო დაწესებულება „ანადოლუს სამედიცინო...
ანადოლუს სამედიცინო ცენტრმა რიგით მეორე კონფერენცია გამართა

13 ოქტომბერი 2014
Copy to clipboard

 

11 ოქტომბერს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ მსოფლიოში წამყვანი თურქეთის სამედიცინო დაწესებულება „ანადოლუს სამედიცინო ცენტრმა“ ქართველ მედიკოსებთან ერთად კონფერენცია გამართეს.
მრგვალ მაგიდასთან შეხვედრისას განიხილეს სიმსივნით დაავადებული რამდენიმე პაციენტის ავადმყოფების ისტორია. კონფერენციის ფარგლებში მონაწილე ექიმებმა შეიმუშვეს დაავადების დაძლევის საჭირო პროცედურები.
კონფერენციის მსვლელობისას მოეწყო დისკუსიაც, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ექიმებმა და მედიცინის ექსპერტებმა.

იხილეთ ფოტოები