„ბებერი ქალბატონი“ ქალბატონების მხარდასაჭერად
14 აპრილი 2015
„ბებერი ქალბატონი“ ქალბატონების მხარდასაჭერად - ასე ერქვა აქციას, რომელიც ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბის ორგა...
„ბებერი ქალბატონი“ ქალბატონების მხარდასაჭერად

14 აპრილი 2015
Copy to clipboard

 

„ბებერი ქალბატონი“ ქალბატონების მხარდასაჭერად - ასე ერქვა აქციას, რომელიც ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბის ორგანიზებით, რესტორან ბარაკონში 14 აპრილს გაიმართა. იუვენტუსის ქართული ფანკლუბი აგრძელებს ტრადიციას და ამართლებს ყველაზე ქველმოქმედი ფანკლუბის სტატუსს. ამ კეთილ საქმეში ფანკლუბს, ტრადიციულად, გვერდში დაუდგა რესტორანი “ბარაკონი”.
სტუმრად მოწვეული იყო 20 ქალბატონი, რომლებიც ამ დაავადებას ებრძვის და იუვენტუსის ქომაგთა გუნდთან ერთად უგულშემატკივრა იუვენტუსს. ყველა ქალბატონს საჩუქრად გადაეცა სამკურნალო, ნატურალური მწვანე ჩაი კომპანია "გურიელისგან".ღონისძიების დასასრულს „ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერ პეტიციას მოეწერა ხელი.

იხილეთ ფოტოები

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე საქართველოში აღინიშნა
07 აპრილი 2015
დღეს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, მზიურის პარკში აღნიშნა. ღონისძიებას დაწყებითი სასწავლო...
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე საქართველოში აღინიშნა

07 აპრილი 2015
Copy to clipboard

 

დღეს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ჯანმრთელობის მსოფლიო დღე", მზიურის პარკში აღნიშნა.
ღონისძიებას დაწყებითი სასწავლო დაწესებულებების მასწავლებლები და აღსაზრდელები, ასევე საჯარო სტრუქტურის, არასამთვრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ჯანმრთელობის მსოფლიო დღის“ 2015 წლის გზავნილი სურსათის უვნებლობაა.
სააგენტოს მიზანს სურსათის უვნებლობის თემის აქტუალიზაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

იხილეთ ფოტოები

პრემიერ მინისტრმა ლისის ტბაზე მიმდინარე სტუდენტური საცხოვრებლის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა
04 აპრილი 2015
თბილისში, ლისის ტბის ფერდობზე 300 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, რომელსაც კომპანია „...
პრემიერ მინისტრმა ლისის ტბაზე მიმდინარე სტუდენტური საცხოვრებლის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა

04 აპრილი 2015
Copy to clipboard

 

თბილისში, ლისის ტბის ფერდობზე 300 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, რომელსაც კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ ახორციელებს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოინახულა.
პრემიერმა პროექტს, რომელიც მისივე ინიციატივით ხორციელდება უაღრესად აქტუალური უწოდა,ხოლო მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დადებითად შეაფასა და მშენებლებს წარმატება უსურვა.

იხილეთ ფოტოები

"ფონდი ნატახტარის" ანგარიში საზოგადოებას
13 მარტი 2015
12 მარტს, სასტუმრო Holiday Inn-ში „ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას, პროექტის,„იზრუნე მომავალზე“ მეოთხე ტალღის ანგარიში...
"ფონდი ნატახტარის" ანგარიში საზოგადოებას

13 მარტი 2015
Copy to clipboard

 

12 მარტს, სასტუმრო Holiday Inn-ში „ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას, პროექტის,„იზრუნე მომავალზე“ მეოთხე ტალღის ანგარიში წარუდგინა.
კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორმა - თორნიკე ნიკოლაიშვილმა და „ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა - მანანა ომარაშვილმა მოწველ სტუმრებს ფონდის საქმიანობისა და შეგროვებული თანხის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ფონდის ბენეფიციარების მხარდასაჭერად ღონისძიებას, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მსახიობები, მომღერლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები

ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანია
13 მარტი 2015
13 მარტს, თბილისის საკრებულოს საგამოფენო დარბაზში, ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი საინფ...
ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის საინფორმაციო კამპანია

13 მარტი 2015
Copy to clipboard

 

13 მარტს, თბილისის საკრებულოს საგამოფენო დარბაზში, ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის „სამიზნე სისცოცხლისთვის“ ფარგლებში ქეთი კავალსკის ფოტოების გამოფენა გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი, კოალიცია „ევროპა დონა საქართველო“  იყო.
გამოფენაზე, იმ ქალბატონების ფოტოები იყო წარმოდგენილი, რომლებიც დღეს ძუძუს კიბოს დასამარცხებლად იბრძვიან!
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ.
ღონისძიების მსვლელობისას „ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერ პეტიციაზე“ ხელმოწერების შეგროვდა. პეტიციის მხარდაჭერა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
ჯეპრა ღონისძიების მედია დაფარვა უზრუნველყო.

GAU 10 წლისაა
12 მარტი 2015
იუბილესთან დაკავშირებით, ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა, მადლობის სიგელები გადასცა თავის პარტნიორებს ბიზნეს და სამთავ...
GAU 10 წლისაა

12 მარტი 2015
Copy to clipboard

 

იუბილესთან დაკავშირებით, ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა, მადლობის სიგელები გადასცა თავის პარტნიორებს ბიზნეს და სამთავრობო სექტორიდან.
სასიხარულოა, რომ კომპანია ჯეპრა, წარმატებული პარტნიორობისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) 10 წლისაა
10 მარტი 2015
10 მარტს, რადისონ ბლუ ივერიაში GAU-ს საიუბილეო საზეიმო მიღება გაიმართა. საზეიმო საღამოზე უნივერსიტეტმა მადლობის სიგელ...
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) 10 წლისაა

10 მარტი 2015
Copy to clipboard

 

10 მარტს, რადისონ ბლუ ივერიაში GAU-ს საიუბილეო საზეიმო მიღება გაიმართა.
საზეიმო საღამოზე უნივერსიტეტმა მადლობის სიგელები გადასცა თანამშრომლებს, კურსდამთავრებულებს, სტუდენტებსა და პარტნიორ კომპანიებს.
სასიხარულოა, რომ წარმატებული პარტნიორობისთვის, მადლობის სიგელით კომპანია ჯეპრა დაჯილდოვდა!
ჩვენი გუნდი ულოცავს GAU-ს 10 წლის იუბილეს!

იხილეთ ფოტოები

იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნება
27 თებერვალი 2015
იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად თებერვლის ბოლოს აღინიშნება, რომელსაც ბოლო წლების გ...
იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნება

27 თებერვალი 2015
Copy to clipboard

 

იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად თებერვლის ბოლოს აღინიშნება, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოც შეუერთდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის, იუვენილური ართრიტით დაავადებულ ბავშვთა მშობლების კავშირის, პედიატრ–რევმატოლოგთა ასოციაციისა და ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრის ორგანიზებით, იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღესთან მიძღვნილი ტრადიციული შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების მედიაგაშუქება ჯეპრამ უზრუნველყო. 

ჯეპრამ USAID-ის ტენდერში გაიმარჯვა
23 თებერვალი 2015
პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრამ,  USAID -ის საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტი...
ჯეპრამ USAID-ის ტენდერში გაიმარჯვა

23 თებერვალი 2015
Copy to clipboard

 

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრამ,  USAID -ის საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც მოიცავს საწარმოთა განვითარების ინტეგრირებულ პროგრამას და  მიზნად ისახავს პერსპექტიულ საწარმოთა გამოვლენასა და ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობას.
ტენდერის ფარგლებში, კომპანია ჯეპრას დაევალა 2 ბენეფიციარი კომპანიის, ლომთაგორასა და აგროფარმპლიუსის ბრენდინგი და გრძელვადიანი საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება. 

ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით, ლუდის მწარმოებლებმა არასამთავრობოებთან ერთად იმსჯელეს
19 თებერვალი 2015
კლუბ „ფრონტლაინში“ ლუდის მწარმოებლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ლუდზე აქციზის გაზრდის ს...
ლუდზე აქციზის გაზრდასთან დაკავშირებით, ლუდის მწარმოებლებმა არასამთავრობოებთან ერთად იმსჯელეს

19 თებერვალი 2015
Copy to clipboard

 

კლუბ „ფრონტლაინში“ ლუდის მწარმოებლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ლუდზე აქციზის გაზრდის საკითხებზე  იმსჯელეს.
ლუდზე აქციზის გაზრდის მიზეზებზე, თუ რა კავშირი აქვს აღნიშნულ ცვლილებებს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა კომპანია ”ნატახტარის”  კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა,  ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

იხილეთ ფოტოები