საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსის Quarry Life Award საპროექტო წინადადებების მიღება დასრულდა. საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოს 18 ქვეყნიდან საზოგადოების ჩართულობის მაღალი მაჩვენებლით საქართველო გამოირჩევა. პირველი ეტაპის განმავლობაში წარმოებული საკომუნიკაციო კამპანიის შედეგად საიტს www.quarrylifeaward.ge 19,304 უნიკალური მომხმარებელი ესტუმრა, დარეგისტრირდა 215 ადამიანი, საპროექტო წინადადებების რაოდენობამ კი 50–ს გადააჭარბა.