18 მარტს, სიღნაღში გაიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელთა შეხვედრა კახეთის რეგიონის მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმიანობა, სოციალური დახმარების სისტემაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, სისტემის სრულყოფის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების და თემების ჩართვის შესაძლო მექანიზმები.
არქივი
თიბისი ფონდმა დაზარალებულ დედებს 8 მარტი მიულოცა
08 მარტი 2009
თიბისი ფონდმა,ცნობილ მსახიობ კახი კავსაძესთან ერთად აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდა დედებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.ფონდის წარმომადგენლებიდა კახი კავსაძე, წინასწარი გაფრთხილების გარეშე,სიურპრიზის სახით ქალაქ გორში ესტუმრენ იმ ქალბატონებს,რომლებიც ფონდის დახმარებით სარგებლობენ და სპეციალური საჩუქრები დაურიგეს მათ.
მედია კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს
06 მარტი 2009
6 მარტს, სასტუმრო ''თორში'' ''საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციამ'' და კომპანია ჯეპრამ მედიაკონკურსში - ''გადანერგილი ორგანო – გადარჩენილი სიცოცხლე'' მონაწილე ჟურნალისტები დააჯილდოვა. კონკურსის მიზანი მოსახლეობისთვის ტრანსპლანტაციის შესახებ სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციის მიწოდება იყო.
ყოველდღე ახალი წიგნი
25 თებერვალი 2009
თბილისის პიარ სკოლის საიტზე (www.prschool.ge), პიარის, მარკეტინგისა და ბრენდინგის სფეროში ელექტრონული წიგნები ყოველდღიურად განთავსდება და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება მისი გადმოწერის საშუალება. თითოეული წიგნი საიტზე მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში განთავსდება.
პიარ სკოლაში სწავლის მსურველებს დარეგისტრირება skype-თაც შეეძლებათ
23 თებერვალი 2009
გაუ–თბილისის პიარ სკოლა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო კურსზე სწავლების მსურველებს მორიგ სიახლეს სთავაზობს. პიარ სკოლის ვებ–საიტზე არსებული skype–ის საშუალებით კურსებზე დარეგისტრირება ონლაინ რეჟიმშიც იქნება შესაძლებელი. ამასთან, ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება ნებისმიერ საინტერესო კითვაზე პასუხი ონლაინ PR კლუბის (conference.ge) გარდა skype–ითაც მიიღონ.
იხილეთ მეტი