13:00 საათზე გაიმართა ბაქსვუდის საერთაშორისო ქსელის თბილისის სკოლის პრეზენტაცია. ღონისძიებას უმასპინძლეს ბაქსვუდის ბრიტანული სკოლის დირექტორმა, გაილს სატონმა და ბაქსვუდის თბილისის სკოლის დირექტორმა, ლევან ხარატიშვილმა. გახსნის ცერემონიას, სკოლის მასწავლებლებსა და მშობლებთან ერთად, დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ნიკა გვარამია, ხელისუფლების, განათლების სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
არქივი
ფეხბურთის აკადემია ბაქსვუდის თბილისის სკოლაში
27 ოქტომბერი 2009
10:30 საათზე, ბაქსვუდის საერთაშორისო ქსელის თბილისის სკოლაში გაიმართა საჩვენებელი წვრთნა ქართველი პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის, რომელსაც წარუძღვა ბაქსვუდის ბრიტანული სკოლის საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელი ჯიმ კოლსტონი. ბრიტანელი, უეფას მიერ აკრედიტირებული მწვრთნელის მიერ ორგანიზებულ ფეხბურთის მასტერ–კლასში, ბაქსვუდის თბილისის სკოლის წარმომადგენლებთან ერთად სხვა სკოლის ბავშვებმა და მასწავლებლებმაც მიიღეს მონაწილეობა. დასასრულს გაიმართა ორმხრივი სპარინგ–მატჩი.
პიარის სამაგიდო წიგნის პრეზენტაცია
26 ოქტომბერი 2009
რუსთავში, სამოქალაქო მონაწილეობის კვირეულის ფარგლებში, პიარ სკოლის ლექტორებისა და „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” მიერ მომზადებულ სამაგიდო წიგნის, “სტრატეგიული მიდგომა წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის” წარდგენა მოხდა. წიგნის პრეზენტაცია, რომელიც განკუთვნილია უშუალოდ თვითმმართველობის მოხელეებისთვის, ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს, ჯეპრას უფროსმა კონსულტანტმა, კახა მაღრაძემ ჩაუტარა.
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისში
26 ოქტომბერი 2009
13:00 საათზე გაიმართა ბაქსვუდის საერთაშორისო ქსელის თბილისის სკოლის პრეზენტაცია. ღონისძიებას უმასპინძლეს ბაქსვუდის ბრიტანული სკოლის დირექტორმა, გაილს სატონმა და ბაქსვუდის თბილისის სკოლის დირექტორმა, ლევან ხარატიშვილმა. გახსნის ცერემონიას, სკოლის მასწავლებლებსა და მშობლებთან ერთად, დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ნიკა გვარამია, ხელისუფლების, განათლების სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
პიარ სკოლას ახალი მენეჯერი ჰყავს
18 ოქტომბერი 2009
საქართველოში პირველად ''ხელების დაბანის საერთაშორისო დღე'' აღინიშნა
15 ოქტომბერი 2009
''ხელების დაბანის საერთაშორისო დღე''-სთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა ეპოქაში არსებული პირად ჰიგიენასთან დაკავშირებით არსებული ძეგლებისა და სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა გაიმართა. კვირეულს ორგანიზებას საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროექტების განმახორცილებელი ცენტრი უწევს.
ჯეპრამ პიარ სკოლისთვის სოციალური პლატფორმა შექმნა
12 ოქტომბერი 2009
იუსტიციის სამინისტროს საკომუნიკაციო სტრატეგიის პრეზენტაცია
06 ოქტომბერი 2009
იუსტიციის სამინისტროში გაიმართა სამინისტროს საკომუნიკაციო სტრატეგიის პრეზენტაცია, რომელზეც მოწვეული იყვნენ სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების თანამშრომლები, ასევე, მედიის, საერთაშორისო დონორი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დოკუმენტი, რომლის შედგენაში სამინისტროს ტექნიკური დახმარება გაუწიეს PAR-მა, IMG-მ და ჯეპრამ, მომავალი სამი წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს და მის ქვე-უწყებების სამოქმედო დოკუმენტი იქნება.
იხილეთ მეტი