რაგბში საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების თამაშის წინ, ჩვენი ნაკრების ვარჯიშის დროს, ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ლუდი ნატახტარი „კასრისა“და „საქართველოს რაგბის კავშირის“ მხარდაჭერით დაფუძნებული რაგბის ქომაგთა კლუბი გამგეობა შეიკრიბა, რომელმაც კლუბის ხელმძღვანელად ცნობილი შოუმენი, ნიკა რამიშვილი (დრუპი) აირჩია. გამგეობაში ლუდსახარშ ნატახტარის, რაგბის კავშირის, კომპანია ბეთერფლაისა და სააგენტო ლაივის წარმომადგენლებთან ერთად, ჯეპრას უფროსი კონსულტანტი კახა მაღრაძეც შედის.
არქივი
ჯეპრამ ჟურნალისტებისთვის მედია-ტური ”ბარამბოს” ქარხანაში მოაწყო
19 თებერვალი 2010
ნატახტარში მდებრე საკონდიტრო კომპანია ”ბარამბოში” ჯეპრამ ჟურნალისტებისთვის მედია-ტური მოაწყო. მედია-ტურის ფარგლებში ”ბარამბოს” ხელმძღვანელებმა საწარმოს პროდუქციაზე, ტექნოლოგიებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. ბელგიური ნედლეულით დამზადებული საკონდიტრო პროდუქციის შეძენა მომხმარებელს უკვე სავაჭრო ქსელში შეეძლება. საწარმო დღეისთვის 30 სახეობის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც საქართველოს ყველა სასურსათო მაღაზიაში გაიყიდება.
უგულშემატკივრე საქართველოს რაგბის ნაკრებს „ნატახტარის კასრთან“ ერთად
13 თებერვალი 2010
რაგბში საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების თამაშის დროს, ლუდი ნატახტარი „კასრის“ ორგანიზებითა და „საქართველოს რაგბის კავშირის“ მხარდაჭერით, თბილისში, რაგბის ქომაგთა კლუბი ჩამოყალიბდა. ღონისძიება „ბავარიულ ლუდსახარშში“ გაიმართა, სადაც, კლუბში გასაწევრიანებლად100–მდე მსურველი დარეგისტრირდა.
ჯეპრა პაციენტის გაზეთს გამოუშვებს
11 თებერვალი 2010
შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია ”ჰოფმან-ლა-როშის” მხარდაჭერით ჯეპრა გამოუშვებს საინფორმაციო გაზეთს დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის, რომლის მიზანი ავადმყოფებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის თირკმლის დაავადებების, მათი პრევენციისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაში მდგომარეობს.
ჯეპრა ლუდსახარშ ნატახტარს მოემსახურება
02 თებერვალი 2010
კონტრაქტი ჯეპრასა და ლუდსახარშ ნატახტარს შორის გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, ჯეპრა ლუდის წარმოების ლიდერ კომპანიას გაუწევს კომპლექსურ მომსახურებას საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, მათ შორის მედიასთან ურთიერთობის, ინტერნეტ კომუნიკაციების, სოციალური მედიისა და შიდა პიარის მიმართულებით.
ჯეპრამ სოციალური სააგენტო შექმნა
30 იანვარი 2010
პირველი სოციალური მედიის სააგენტო საქართველოში ჯეპრამ ჩამოაყალიბა. კომპანიაში შეიქმნა სოციალური მედიის გუნდი, შემუშავდა სოციალური პორტფოლიო. აღნიშნული სერვისის მიხედვით ჯეპრამ განახორციელა შემდეგი პროექტები: პიარ სკოლა http://www.facebook.com/prschool , ქართული ბიზნეს პრესა http://www.facebook.com/geobizpress , არჩევნების მედია ცნეტრი http://www.facebook.com/archevnebi , ტენდერები http://www.facebook.com/Tenderebi , ქართული გეგმა http://www.facebook.com/qartuligegma და ბითიელ სააგენტო http://www.facebook.com/qartuligegma . სოციალური მედიის მიმართულებით მუშაობა ჯეპრაში უკვე 8 თვეა მიმდინარეობს.
პიარ სკოლაში ღია კარის დღე ჩატარდა
21 იანვარი 2010
ჯეპრას ბრენდირებული ფეისბუქი აქვს
20 იანვარი 2010
ჯეპრას უკვე ფეისბუქზე ბრენდირებული გვერდი აქვს. კომპანიის პრომოუშენ-კამპანია სლოგანით "Let's do PR" მიმდინარეობს. პირველად ასეთი გვერდი ჯეპრამ პიარ სკოლისთვის მოამზადა. ჯეპრასა და პიარ სკოლის გვერდის შექმნისთვის გამოყენებულია როგორც ფეისბუქის, ასევე html-ის ტექნოლოგიები. http://www.facebook.com/prschool#/prscho
იხილეთ მეტი