ჯეპრას ახალი პროექტი 4p.com.ge - პირველი მარკეტინგული კატალოგის შექმნას ითვალისწინებს. 4p.com.ge - გათვლილია მარკეტინგისა და პიარის სპციალისტებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული ყველა პიროვნებისათვის. საიტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას მომხმარებელი ქმნის.
არქივი
გახდი დონორი – გადაარჩინე სიცოცხლე!
23 ოქტომბერი 2010
უნიქარდის ქულების დაგროვება ფეისბუქზეც შეიძლება
23 ოქტომბერი 2010
ცოფის პრევენციის კამპანიას ჯეპრა გაუძღვება
12 ოქტომბერი 2010
ტენდერში, რომელიც სექტემბრის დასაწყისში საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა გამოაცხადა, ჯეპრამ გაიმარჯვა. ქცევის შეცვლის კამპანია მოიცავს აგრეთვე სურსათის უვნებლობისა და სამზარეულოს ჰიგიენის ხელშემწყობი საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებას. ჯეპრა განახორციელებს პროექტის როგორც პიარ, ასევე კვლევით კომპონენტსაც.
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის კორპორატიული სტილი ჯეპრამ შექმნა
08 ოქტომბერი 2010
ჯეპრამ რადიო კომერსანტის რეპოზიციონირება განახორციელა
04 ოქტომბერი 2010
ჯეპრამ რადიო "კომერსანტის" რეპოზიციონირება დაასრულა. კომპლექსური პროგრამა, რომელიც ჯეპრას მარკეტინგულმა ჯგუფმა განახორციელა, მიზნად ისახავდა სეგმეტზე ორიენტირებული საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნასა და სამ ეტაპად დაგეგმილი კრეატიული კონცეფციის ჩამოყალიბებას. რეპოზიციონირების შედეგად, შეიცვალა რადიოს ძირითადი ბადე, სლოგანი და საიტის ბრენდ–პლატფორმა.
ჯეპრას დირექტორი მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის დამფუძნებელი გახდა
14 სექტემბერი 2010
10 სექტემბერს საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია დაფუძნდა. ახალი ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეებს ბიზნესის განვითარებაში, პროდუქციის გასაღების ახალი ბაზრების მოძიებასა და სახელისუფლებო სტრუქტურებთან ლობისტური ფუნქციები შეასრულოს. ასოციაციის შექმნის ინიციატივა მის ახლადარჩეულ პრეზიდენტს გიორგი ისაკაძეს ეკუთვნის. აღმასრულებელ დირექტორად ლევან კალანდაძე დაინიშნა. ჯეპრას დირექტორი სოსო გალუმაშვილი ასოციაციის ერთ–ერთი დამფუძნებელი გახდა.
იხილეთ მეტი