ჯეპრას სოციალური მედიის მიმართულების ხელმძღვანელად და რედაქტორად ზურაბ ბალანჩივაძე დაინიშნა. მას 4 ბლოგისა და რამდენიმე სოციალური ქსელის მართვისა და პლატფორმის ტექნოლოგიური დახვეწის ფუნქციების შესრულება დაევალა. ბატონი ზურაბი საკუთარ კონცეპციას ახალი მედიის განვითარების საქმეში განახორციელებს.
არქივი
ჯეპრამ საკუთარ მედიაში ახალი ბლოგი ჩართო
25 იანვარი 2011
ჯეპრა ივენთ მენეჯმენტის ბაზრიდან გადის
24 იანვარი 2011
ასეთი გადაწყვეტილება კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რომელიც კონსალტინგის მიმართულების გაძლიერებას ითვალისწინებს. წელს ჯეპრა წელს სამი ახალი პროდუქტის შექმნაზე იმუშავებს: ადგილმდებარეობის მარკეტინგი, ლოიალურობის პროგრამებისა და საფონდო ბირჟებზე კომპანიების გასვლის პიარ თანხლება.
დიალოგი უკეთესი მომსახურებისათვის
27 დეკემბერი 2010
25–26 დეკემბერს, სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრის პროექტის ფარგლებში, CIDA-ს ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი "დიალოგი უკეთესი მომსახურებისათვის", რომელშიც ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ბიზნეს–სეტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ტრენინგს კახა მაღრაძე და სოსო გალუმაშვილი უძღვებოდნენ.
ყველანი სტადიონზე – ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად
17 ნოემბერი 2010
17 ნოემბერს რაგბიში საქართველო – კანადის ამხანაგური მატჩზე გულშემატიკივრების მოსაწვევად ნატახტარისა და რაგბის ქომაგთა კავშირის ინიციატივით ჩატარდა აქცია "ეროვნული უნდა გაივსოს", რომელშიც საქართველოში პოპულარული მსახიობები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ. ჯეპრამ აქციის მედია–მხარდაჭერა უზრუნველყო.
იხილეთ მეტი