არქივი
ჯეპრამ myvideo.ge-ზე ბრენდირებული გვერდი შექმნა
25 მაისი 2010
სოციალური მედიის საშუალებით ჯეპრას პროდუქტებისა და პროექტების პრომოუშენი 2010 წლის მარკეტინგული სტრატეგიის მიხედვით ხორციელდება. საკუთარი კლიენტებისა და მხარდამჭერების უკეთ ინფორმირებისათვის, ჯეპრამ ამჯერად myvideo.ge-ზე შექმნა ბრენდირებული გვერდი (www.myvideo.ge/gepra), სადაც ჯეპრას კონსულტანტების სატელევიზიო და რადიო გამოსვლებს შეგიძლიათ გაეცნოთ.
ჯეპრამ ნატახტარის კორპორატიული ჟურნალი გამოუშვა
13 მაისი 2010
ევროპულ სკოლაში ევროპის დღესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა
13 მაისი 2010
ევროპულ სკოლაში ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან და საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებისათვის ოფიციალური მიღება გაიმართა. მიღებას ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბატონი პერეკლუნდი დაესწრო. ოფიციალურ მიღებაზე ევროპული სკოლის ახალი სადიპლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
ჰაიდელბერგცემენტმა საქართველოში ბეტონის ახალი ქარხანა გახსნა
26 აპრილი 2010
ჰაიდელბერგცემენტის წევრმა კომპანიამ ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიამ გლდანში ბეტონის ახალი ქარხანა გახსნა. ოფიციალურ გახსნას ესწრებოდნენ გერმანიის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. ქარხანა ოფიციალურად გახსნეს ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეას კერნმა და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ზურა ალავიძემ.
EVITA PERONI-ში კრიზისის დასრულებას ახალი მაღაზიის გახსნითა და 40%-იანი ფასდაკლებით ხვდებიან
13 აპრილი 2010
13 აპრილს ბრენდ EVITA PERONI-ის ახალი აქსესუარების მაღაზია ოფიციალურად გაიხსნა. EVITA PERONI-ის ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით ორივე მაღაზიაში 13-დან 15 აპრილის ჩათვლით 40%-იანი ფასდაკლების დღეები ცხადდება, რომელიც სიყვარულის დღისადმი იქნება მიძღვნილი. მაღაზიის გახსნის ცერემონიალის მედიასთან ურთიერთობის საკითხები ჯეპრამ უზრუნველყო.
ჯეპრამ და პიარ სკოლამ ”ექსპო ჯორჯიაში” გამართულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა
10 აპრილი 2010
ჯეპრამ ”ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო დარბაზში თბილისის მერიის, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოების მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე, სახელწოდებით ”წარმოებულია თბილისში”, პიარ სკოლა წარადგინა. დამთვალიერებლები გაეცნენ პიარ სკოლის პროდუქციასა და დაინტერესდნენ სოციალური მედიის კურსით, გამოფენა 8-დან 10 აპრილამდე გაგრძელდა.
”ბორჯომის” წარმოების 120 წლიანი ისტორია
25 მარტი 2010
25 მარტს, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” კომპანიამ "ADS ბორჯომი საქართველო” პრესკონფერენცია გამართა თემაზე ”ბორჯომის წარმოების 120 წლიანი ტრადიცია”. კომპანიის მენეჯმენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას უნიკალური მინერალური წყლების ისტორიასა და მისი განვითარების შესახებ ისაუბრა. აქცენტები კომპანიის სამომავლო გეგმებზეც გაკეთდა. ჯეპრამ ღონისძიების საორგანიზაციო მხარე უზრუნველყო.
იხილეთ მეტი