13 ივლისს, მუხრანში ჯეპრამ და პარტნიორები–საქართველომ თიბისი ბანკის თანამშრომლებს ჩაუტარეს სამუშაო სემინარი თიმბილდინგში.
არქივი
„ფინკა-საქართველომ“ ათი წლის იუბილე აღნიშნა
30 ივნისი 2008
დრიმ ქარდის თასის საზეიმო გადაცემის ცერემონიალი კორკოტას კონცერტით დასრულდა
28 ივნისი 2008
28 ივნისს კუს ტბაზე კაფე ESCAPE-ში თბილისის უბნებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატის დრიმ ქარდის თასი – 2008 დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი კორკოტას კონცერტით დასრულდა. ღონისძიებას ბანკის ტოპ მენჯმენტის, საფრანგეთის ბიზნეს საბჭოსა და ტურნირის მონაწილე გუნდების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გამარჯვებული გუნდის დაჯილდოებასთან ერთად ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მეკარე და ბომბარდირიც დაასახელეს.
მარათონი ვაკის პარკში - „ჯანმრთელობა ზედმეტი წონის გარეშე“
26 ივნისი 2008
26 ივნისს, „ჰოფმან ლა როშისა“ და ჟურნალ „კოსმოპოლიტენის“ ინიციატივით ვაკის პარკში სპეციალური მარათონი მოეწყო, რომელშიც ჟურნალისტები და ცნობილი სახეები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები სპეციალურად მათთვის დაწესებული პრიზებით დაჯილდოვდნენ და ავტომატურად გახდნენ „ქსენიქლაბის“ წევრები, ყველა მონაწილეს გადაეცა პლასტიკური ბარათები და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები.
თბილისში სიმსუქნესთან ბრძოლის კვირეული გაიმართა
25 ივნისი 2008
25 ივნისს თბილისის მიმდინარე სიმსუქნესთან ბრძოლის კვირეულის ფარგლებში კომპანია „ჰოფმან ლა როშის“ ოფისში საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის და შვეიცარული კომპანია „ჰოფმან ლა როშის“ წონის კორექციის პროგრამის „ქსენიქლაბის“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით, სპეციალური მედია-სემინარი გაიმართა თემაზე: ჭარბი წონის პრობლემა და მისი დაძლევის გზები, მისი უარყოფითი მხარეები, სიმსუქნისგან გამოწვეული დაავადებები და მკურნალობა.
Editor.ge-ს თეონა დოლენჯაშვილი უხელმძღვანელებს
18 ივნისი 2008
მედია-კონკურსი ''ჩემ გერდით ჩემი ბანკი'' დასრულდა
13 ივნისი 2008
12 ივნისს თიბისი ბანკმა და ჯეპრამ მედია კონკურსში "ჩემ გვერდით ჩემი ბანკია" გამარჯვებული ჟურნალისტები გამოავლინა. ჟიურის გადაწყვეტილებით საპრიზო ადგილები 24 საათის, როიტერისა და საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტებმა გაინაწილეს. ყველა კონკურსანტს წამახალისებელი პრიზები გადაეცათ. დაჯილდოვების ცერემონიალი კაფე "თან წაიღეში" გაიმართა.
უგულშემატკივრე შენს დრიმ თიმს და მიიღე შენი დრიმ ქარდი
08 ივნისი 2008
14-15 და 22 ივნისს ბანკი "რესპუბლიკის" ორგანიზებით თბილისის სხვადასხვა უბნებს შორის მოეწყობა საფეხბურთო ტურნირი, სადაც ბანკი საკუთარ ფილიალებსაც წარმოადგენს. უბნის გუნდები ამ უბანში მაცხოვრებელი ფეხბურთის არაპროფესიონალი მოყვარულებით დაკომპლექტება. დრიმ ქარდის თასისთვის 6 გუნდი იბრძოლებს. ტურნირი "ირაოსა" და კუს ტბის სტადიონებზე გაიმართება.
ბანკი ''რესპუბლიკა'' საფრანგეთს ფრანგული კაფედან გულშემატკივრობს
06 ივნისი 2008
იხილეთ მეტი