16 ოქტომბერს, თბილისი მარიოტში გაიმართა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის Quant (კვონტ) პროგრამის პრეზენტაცია. გაუ–ში კურსის წასაკითხად მოწვეულნი არიან ვოლფ ფრიშლინგი (ავსტრალიის ეროვნული ბანკი) და ესტატე ხმალაძე (ველინგტონის უნივერსიტეტი), რომლებსაც გაუ–ს პრეზიდენტმა მაიკლ ქაუგილმა დოქტორის საპატიო წოდების სიგელები გადასცა.
არქივი
მედია–სემინარი ოსტეოპოროზის შესახებ
16 ოქტომბერი 2007
16 ოქტომბერს, "საქართველოს ოსტეოპოროზის ეროვნული ასოციაციისა" და შვეიცარული კომპანია "ჰოფმან ლა როშის" საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით და ორგანიზებით, ჩატარდა სპეციალური მედია–სემინარი თემაზე: "ოსტეოპოროზის პრობლემა საქართველოში, დაავადების სტატისტიკა, მისი დაძლევის გზები და მკურნალობა". სემინარს დაესწრო პრესისა და ელექტრონული მედიის სხვადასხვა საშუალებების წარმომადგენლები.
ცნობილი ადამიანები C ჰეპატიტის წინააღმდეგ
02 ოქტომბერი 2007
1 ოქტომბერს, ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, "ჰოფმან ლა როშის" საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული აქციის ფარგლებში ნანიკო ხაზარაძემ, ნიკა ქავთარაძემ და ზურა მანჯავიძემ სპეციალური საინფორმაციო ბროშურები C ჰეპატიტისა და მისი მკურნალობის შესახებ დაარიგეს და მოუწოდეს ტესტირების დროულად ჩატარებისკენ.
ჰეპატიტის მსოფლიო დღე საქართველოში
01 ოქტომბერი 2007
''ჰოფმან ლა როშის" საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა სპეციალური პრეს-კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ჰეპატიტის პრობლებას საქართველოში და მასთან ბრძოლის თანამედროვე გზების გამოყენების საკითხებს. კონფერენციაში ცნობილმა ჰეპატოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
''ანიკონ სტილის'' პრეზენტაცია
20 სექტემბერი 2007
სემინარი ბანკი ''რესპუბლიკის'' თანამშრომლებისათვის
17 სექტემბერი 2007
ჯეპრა ''კაუკაზუს ონლაინს'' საინფორმაციო მხარდაჭერას უწევს
13 სექტემბერი 2007
12 სექტემბერს, კომპანია ''კაუკაზუს ონლაინის" ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის შესაბამისად, 2008 წლის ბოლოსათვის ფოთიდან ვარნამდე დამონტაჟდება ახალი თაობის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი, რომელიც მისცემს საშუალებას საქართველოს მიიღოს ევროპიდან მაღალი ხარისხის, თანამედროვე ინტერნეტი. პროექტის მედია მხარდაჭერას ახორციელებს საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა".
ჯეპრას კონსულტანტი ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა
08 სექტემბერი 2007
იხილეთ მეტი