პრიმაბილბოდსის პრეზენტაცია მარიოტში
09 მაისი 2007
8 მაისს, სასტუმრო თბილისი მერიოტში გაიმართა ამერიკული სარეკლამო კომპანია პრიმაბილბორდსის ქართული წარმომადგენლობის პრეზ...
პრიმაბილბოდსის პრეზენტაცია მარიოტში

09 მაისი 2007
Copy to clipboard

 

8 მაისს, სასტუმრო თბილისი მერიოტში გაიმართა ამერიკული სარეკლამო კომპანია "პრიმაბილბორდსის" ქართული წარმომადგენლობის პრეზენტაცია. ღონისძიებაზე, რომელსაც დაესწრნენ ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, მოხდა კომპანიის პროდუქტების - ინოვაციური მოძრავი სარეკლამო საშუალებების სტუმრებისათვის წარდგენა.
გაიმართა კონფერენცია თემაზე "საწარმოთა რესტრუქტურიზაცია სოციალური პასუხისმგებლობით"
02 მაისი 2007
30 აპრილს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საინფორმაციო ბიზნეს ცენტრში ...
გაიმართა კონფერენცია თემაზე "საწარმოთა რესტრუქტურიზაცია სოციალური პასუხისმგებლობით"

02 მაისი 2007
Copy to clipboard

 

30 აპრილს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საინფორმაციო ბიზნეს ცენტრში გაიხსნა კონფერენცია "თემაზე საწარმოთა რესტრუქტურიზაცია სოციალური პასუხისმგებლობით". კონფერენცია სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2 მაისს დასრულდა. კონფერნციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. ჯეპრამ ღონისძიების მედია მხარდაჭერა უზრუნველყო.
ჯეპრა ახალ სამშენებლო კომპანიას მოემსახურება
02 მაისი 2007
2 მაისს ახალმა სამშენებლო კომპანიამ (NCC) და საკონსულტაციო ჯგუფმა ჯეპრამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას. მ...
ჯეპრა ახალ სამშენებლო კომპანიას მოემსახურება

02 მაისი 2007
Copy to clipboard

 

2 მაისს "ახალმა სამშენებლო კომპანიამ" (NCC) და საკონსულტაციო ჯგუფმა ჯეპრამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას. მომსახურება ითვალისწინებს ღონისძიების ორგანიზებასა და მედია მხარდაჭერას.
ჯეპრას თანამშრომელმა გუდაურში ტრენინგი ჩაატარა
30 აპრილი 2007
26-29 აპრილს, გუდაურში ეფექტური კომუნიკაციისა და საჯარო გამოსვლების ტრენინგი სპიკერ-მოსამართლეების და ჟურნალისტებისათვის...
ჯეპრას თანამშრომელმა გუდაურში ტრენინგი ჩაატარა

30 აპრილი 2007
Copy to clipboard

 

26-29 აპრილს, გუდაურში ეფექტური კომუნიკაციისა და საჯარო გამოსვლების ტრენინგი სპიკერ-მოსამართლეების და ჟურნალისტებისათვის ჩატარდა. ტრენინგი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ "სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის მხარდამჭერი" პროექტის ფარგლებში.
ტრენინგის მოდერაცია ჯეპრას პიარ მენეჯერმა ინგა კურცხალიამ განახორციელა.
ჯეპრას ოჯახში ახალ წევრს მიესალმებიან
23 აპრილი 2007
ინგა კურცხალია წლების განმავლობაში მუშაობდა პიარ მენეჯერის თანამდებობაზე სხვადასხვა ორგანიზაციაში. ჯეპრაში მისი ძირითადი...
ჯეპრას ოჯახში ახალ წევრს მიესალმებიან

23 აპრილი 2007
Copy to clipboard

 

ინგა კურცხალია წლების განმავლობაში მუშაობდა პიარ მენეჯერის თანამდებობაზე სხვადასხვა ორგანიზაციაში. ჯეპრაში მისი ძირითადი საქმიანობა კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა, საკომუნიკაციო აუდიტის, საკომუნიკაციო კამპანიებისა და რებრენდინგის მხარდამჭერი პიარ კამპანიების ხელმძღვანელობა იქნება.
ბაზისბანკის ბათუმის მეორე სერვის-ცენტრის პრეზენტაცია
21 აპრილი 2007
20 აპრილს, ბათუმში რუსთაველის გამზირი № 41, გაიმართა ბაზისბანკის სერვისცენტრის პრეზენტაცია. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნე...
ბაზისბანკის ბათუმის მეორე სერვის-ცენტრის პრეზენტაცია

21 აპრილი 2007
Copy to clipboard

 

20 აპრილს, ბათუმში რუსთაველის გამზირი № 41, გაიმართა ბაზისბანკის სერვისცენტრის პრეზენტაცია. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ბანკის კლიენტები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მოწვეული სტუმრები გაეცნენ ბაზისბანკის გეგმებს აჭარის რეგიონში. გეგმები ითვალისწინებს როგორც კორპორატიული და საცალო კლიენტების ზრდას, აგრეთვე მზარდ უძრავი ქონების სექტორის დაფინანსებაში აქტიურ ჩართვას. ბაზისბანკის დაფინანსებით ბათუმში  "არსი" ახორციელებს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტს. კომპლექსი მოიცავს საცხოვრებელ ბინებს, საოფისე და კომერციულ ფართებს, სასტუმროს, სავაჭრო ცენტრს და კაფეს.
ფაინენშლ თაიმსში სარეკლამო სტატიების განთავსებას ჯეპრა უზრუნველყოფს
13 აპრილი 2007
ჯეპრას სერვისებს ახალი მომსახურება დაემატა. ფაინენშლ თაიმსის ფურცლებზე ქართული და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების კომპანიე...
ფაინენშლ თაიმსში სარეკლამო სტატიების განთავსებას ჯეპრა უზრუნველყოფს

13 აპრილი 2007
Copy to clipboard

 

ჯეპრას სერვისებს ახალი მომსახურება დაემატა. "ფაინენშლ თაიმსის" ფურცლებზე ქართული და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების კომპანიებს და სახელმწიფო ორგანიზაციებს სარეკლამო სტატიების, განცხადებებისა და საერთაშორისო ტენდერების ანონსირებას ჯეპრას საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს.
თბილისი პიარ სკოლაში სწავლა დაიწყო
12 აპრილი 2007
11 აპრილს, ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში თბილისის პიარ სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო. ინტენსიურ სწავლების კურსს, რომელიც მ...
თბილისი პიარ სკოლაში სწავლა დაიწყო

12 აპრილი 2007
Copy to clipboard

 

11 აპრილს, ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში თბილისის პიარ სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო. ინტენსიურ სწავლების კურსს, რომელიც მოიცავს თანამადროვე მარკეტინგულ კომუნიკაციებს, პრაქტიკოსი პიარ მენეჯერები სამი თვის განმავლობაში გაივლიან. ანალოგიური სწავლების კურსი სტუდენტებისთვის და სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის 21 აპრილს დაიწყება.
ბანკმა ტურან ალემი პრესკონფერენცია ტელეხიდის მეშვეობით გამართა
10 აპრილი 2007
10 აპრილს, ტელეკომპანია მირის სტუდიაში გაიმართა ბანკ ტურან ალემის პრეს-კონფერენცია, რომელსაც ტელე-ხიდის სახე ჰქონდა....
ბანკმა ტურან ალემი პრესკონფერენცია ტელეხიდის მეშვეობით გამართა

10 აპრილი 2007
Copy to clipboard

 

10 აპრილს, ტელეკომპანია "მირის" სტუდიაში გაიმართა "ბანკ ტურან ალემის" პრეს-კონფერენცია, რომელსაც ტელე-ხიდის სახე ჰქონდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ გიორგი ჭილაძე – ბტა სილქ როუდ ბანკის გენერალური დირექტორი (თბილისი), კონსტანტინე კოლპაკოვი – ბანკი ტურან ალემის დირექტორთა საბჭოს წევრი (მოსკოვი), ანუარ აიჟულოვი – ბანკი ტურან ალემის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (კიევი). პრეს-კონფერენციაზე განხილულ იქნა ბტა-ს განვითარების სტრატეგია და 2006 წლის შედეგები.
მწვანე შენობის პრეზენტაცია - ისტორიისა და თანამედროვეობის სინთეზი
30 მარტი 2007
29 მარტს, გაიმართა თბილისის ერთ–ერთი ისტორიული ნაგებობის, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე მწვანე შენობის საზეიმო გახსნის ...
მწვანე შენობის პრეზენტაცია - ისტორიისა და თანამედროვეობის სინთეზი

30 მარტი 2007
Copy to clipboard

 

29 მარტს, გაიმართა თბილისის ერთ–ერთი ისტორიული ნაგებობის, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე "მწვანე შენობის" საზეიმო გახსნის ცერემონიალი, რომელიც აღნიშნული შენობის რეკონსტრუქციის დასრულებასა და მასში თანამედროვე, ა კლასის ბიზნეს–ცენტრის განთავსებას მიეძღვნა. პროექტი განახორციელა "საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიამ"  (ჯიარდისი). ღონისძიებას დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი და "ჯიარდისის" წარმომადგენლები.