საზოგადოებრივი ცენტრი "ქარვასლას" პრეზენტაცია
08 დეკემბერი 2006
7 დეკემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში კომპანია არსისა და კორპორაცია ჩემი სახლის ერთობლივი პროექტის - საზოგადო...
საზოგადოებრივი ცენტრი "ქარვასლას" პრეზენტაცია

08 დეკემბერი 2006
Copy to clipboard

 

7 დეკემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში კომპანია "არსისა" და კორპორაცია "ჩემი სახლის" ერთობლივი პროექტის - საზოგადოებრივი ცენტრი "ქარვასლას" პრეზენტაცია გაიმართა. "ქარვასლას" კომერციული ფართები უკვე შეიძინეს ისეთმა კომაპნიებმა, როგორიცაა  "ბატა", "ლუტეცია", "სუპერი" და სხვა. ცენტრის მშენებლობა 2008 წელს დასრულდება.
ღონისძიების ორგანიზება და მედია მხარდაჭერა უზრუნველყო საკონსულტაციო ჯგუფმა ჯეპრამ.
ჯეპრამ სომხურ ჰაიტექს პლასტიკის და კოკა-კოლას ხელშეკრულების საინფორმაციო მხარდაჭერა უზრუნველყო
07 დეკემბერი 2006
7 დეკემბერს კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიასა და სომხურ კომპანია ჰაიტექს პლასტიკს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალი...
ჯეპრამ სომხურ ჰაიტექს პლასტიკის და კოკა-კოლას ხელშეკრულების საინფორმაციო მხარდაჭერა უზრუნველყო

07 დეკემბერი 2006
Copy to clipboard

 

7 დეკემბერს კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიასა და სომხურ კომპანია "ჰაიტექს პლასტიკს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს პლასტმასის ბოთლების წარმოებას საქართველოში. ჰაიტექს პლასტიკის მიერ წარმოებული ბოთლების მომხმარებელი საქართველოში კოკა-კოლა და სხვა სასმელი და მინერალური წყლის ჩამომსხმელი კომპანია იქნება. ჯეპრამ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების ლოჯისტიკა უზრუნველყო.
ჯეპრა საქმიანობას სამხრეთ კავკასიის ბაზარზე აფართოებს
06 დეკემბერი 2006
6 დეკემბერს საკონსულტაციო ჯგუფ ჯეპრასა და სომხეთის პიარ კომპანია მედიაბრენდ იმპექსს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორ...
ჯეპრა საქმიანობას სამხრეთ კავკასიის ბაზარზე აფართოებს

06 დეკემბერი 2006
Copy to clipboard

 

6 დეკემბერს საკონსულტაციო ჯგუფ ჯეპრასა და სომხეთის პიარ კომპანია "მედიაბრენდ იმპექსს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს მხარეების ექსკლუზიურად თანამშრომლობას საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა სფეროში.
მედიაბრენდ იმპექსსთან თანამშრომლობის დაწყება კავკასიის პიარ ქსელის შექმნის წინაპირობა გახდება და შესაძლებელი იქნება სამხრეთ კავკასიის ერთიანი საკომუნიკაციო სივრცის გამოყენება ერთობლივი თუ ლოკალური კამპანიების წარმართვისათვის.
ბაზისბანკმა მეგობარათის პრეზენტაცია გამართა
30 ნოემბერი 2006
29 ნოემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართა ბაზისბანკის ახალი პროდუქტის მეგობარათის პრეზენტაცია. ღონისძიების მედი...
ბაზისბანკმა მეგობარათის პრეზენტაცია გამართა

30 ნოემბერი 2006
Copy to clipboard

 

29 ნოემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართა ბაზისბანკის ახალი პროდუქტის "მეგობარათის" პრეზენტაცია. ღონისძიების მედია მხარდაჭერა უზრუნველყო საკონსულტაციო ჯგუფმა ჯეპრამ. ღონისძიების მენეჯმენტი  Windfor's –მა განახორციელა.
ჯეპრა ბაზარზე ახალი ბრენდით გამოდის
27 ნოემბერი 2006
საკონსულტაციო ჯგუფი ჯეპრა ქართულ ბაზარზე ახლი ბრენდით გამოდის: ფართი პრომოუტერი კორპორატიული კლიენტების წვეულებების, დ...
ჯეპრა ბაზარზე ახალი ბრენდით გამოდის

27 ნოემბერი 2006
Copy to clipboard

 

საკონსულტაციო ჯგუფი ჯეპრა ქართულ ბაზარზე ახლი ბრენდით გამოდის: "ფართი პრომოუტერი" კორპორატიული კლიენტების წვეულებების, დღესასწაულებისა და წამახალისებელი გათამაშებების მოწყობაზე იქნება ორიენტირებული.
"ფართი პრომოუტერი" ჯეპრა ივენთისგან განსხვავებულ სერვისებს შესთავაზებს კორპორატიულ კლიენტებს. "შობა–ახალ წელს და სხვა დღესასწაულებს ჩვენი კლიენტები სხვებისგან განსხვავებულად და უაღრესად საინტერესოდ შეხვდებიან", - აცხადებს ჯეპრა ივენთის მენეჯერი მარიკა სარჯველაძე.
საქართველოს პრეზიდენტი რუსთავის მეტალურგიულს ესტუმრა
17 ნოემბერი 2006
საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სამი საამქრო საზეიმო ვითარებაში გახსნა: მილსაგლინავი, მილამდიდავი...
საქართველოს პრეზიდენტი რუსთავის მეტალურგიულს ესტუმრა

17 ნოემბერი 2006
Copy to clipboard

 

საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სამი საამქრო საზეიმო ვითარებაში გახსნა: მილსაგლინავი, მილამდიდავი და ცემენტის საწარმოები. მიხეილ სააკაშვილმა მაღალი შეფასება მისცა ინვესტორის მიერ განხორციელებულ ინვესტიციების მოცულობასა და მიმდინარე საქმიანობას. რუსთავის მეტალურგიული კომბინატი 2005 წლის 12 ოქტომბერს საჯარო აუქციონის წესით "ენერგია და ინდუსტრია კომპლექსმა" შეიძინა.
ბალტიისპირელ ინვესტორებს ესტონელი და ქართველი პიარისტები ერთად მოემსახურებიან
08 ნოემბერი 2006
ბალტიისპირელი და სკანდინავიელი ინვესტორების სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკისადმი ზრდადი ინტერესებიდან გამომდინარე, ...
ბალტიისპირელ ინვესტორებს ესტონელი და ქართველი პიარისტები ერთად მოემსახურებიან

08 ნოემბერი 2006
Copy to clipboard

 

ბალტიისპირელი და სკანდინავიელი ინვესტორების სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკისადმი ზრდადი ინტერესებიდან გამომდინარე, ესტონურმა კორპორემ და საზოგადოებასთან ერთიერთობათა ქართულმა სააგენტომ ჯეპრამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობაზე, რომლის თანახმადაც ჯეპრა სამხრეთ კავკასიის რეგიონით დაინტერესებულ ყველა ბიზნესმენს საინფორმაციო მხარდაჭერას აღმოუჩენს.
კორპორე წამყვანი ესტონური საკომუნიკაციო სააგენტოა, რომელიც პიარის ბაზარზე უკვე 12 წელია მოღვაწეობს. კორპორეს გააჩნია კარგად განვითარებული ქსელი მეზობელ ბაზრებზე და რამდენიმე გლობალური პიარ სააგენტოს ქსელის წევრია.
არსი და სტუდია ჩემი სახლი ნაძალადევში ქარვასლას ააშენებენ
27 ოქტომბერი 2006
26 ოქტომბერს, არსის გალერეაში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია არსსა და სტუდია ჩემ სახლს შორის. შეთან...
არსი და სტუდია ჩემი სახლი ნაძალადევში ქარვასლას ააშენებენ

27 ოქტომბერი 2006
Copy to clipboard

 

26 ოქტომბერს, არსის გალერეაში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია არსსა და სტუდია ჩემ სახლს შორის. შეთანხმების თანახმად კომპანიები აფუძნებენ ერთობლივ კომპანიას ქარვასლას, რომელიც განახორციელებს ამავე სახელწოდების საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ნაძალადევში.
ჯეპრას აღმასრულებელ დირექტორად კახა მაღრაძე დაინიშნა
26 ოქტომბერი 2006
კახა მაღრაძე ჯეპრაში 2004 წლიდან საქმიანობს და კამპანიების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა.კახა მაღრაძე ჯეპრას კამპანიე...
ჯეპრას აღმასრულებელ დირექტორად კახა მაღრაძე დაინიშნა

26 ოქტომბერი 2006
Copy to clipboard

 

კახა მაღრაძე ჯეპრაში 2004 წლიდან საქმიანობს და კამპანიების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა.
კახა მაღრაძე ჯეპრას კამპანიებისა და ჯეპრა ივენთის მიმართულებასაც გაუძღვება. კომპანიის დამფუძნებული და დირექტორი სოსო გალუმაშვილი ბიზნესის განვითარებასა და კლიენტებთან ურთიერთობას გაუწევს კოორდინაციას.
ჯეპრა და sovetnik.ru პარტნიორობას აგრძელებენ
25 ოქტომბერი 2006
ჯეპრასა და პროფესიული პიარ-პორტალის sovetnik.ru-ს თანამშრომლობა გრძელდება. ჯეპრას მიერ მიწოდებული ინფორმაციები სისტემატუ...
ჯეპრა და sovetnik.ru პარტნიორობას აგრძელებენ

25 ოქტომბერი 2006
Copy to clipboard

 

ჯეპრასა და პროფესიული პიარ-პორტალის sovetnik.ru-ს თანამშრომლობა გრძელდება. ჯეპრას მიერ მიწოდებული ინფორმაციები სისტემატურად გამოქვეყნდება sovetnik.ru-ზე. პირველი ასეთი ტიპის ინფორმაცია გამოქვეყნდა საქართველოში ჩატარებული პიარ დღეების შესახებ. პოპულარული ინტერნეტ პორტალი ამჟამად აქვეყნებს ინფორმაციას ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის შესახებ.