5 თებერვალს, საკონსულტაციო ჯგუფმა ჯეპრამ და აზერბაიჯანულმა პიარ კომპანია Marker-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს მხარეების ექსკლუზიურ თანამშრომლობას საზოგადოებრივი ურთიერთობის ყველა სფეროში. მემორანდუმის ფარგლებში, ქართული და აზერბაიჯანული საკონსულტაციო კომპანიები ერთმანეთს გაუზიარებენ პროფესიულ გამოცდილებას, ჩაატარებენ ერთობლივ ღონისძიებებს, განახორციელებენ სტრატეგიულ თანამშრომლობას კლიენტის უკეთესი მომსახურებისათვის როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში.
არქივი
ბაზისბანკმა სტიპენდიანტები გამოავლინა
02 თებერვალი 2007
1 თებერვალს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების პრეზენტაცია. მაგისტრატურაში სწავლება დაუფინანსდება 17 სტუდენტს, მათ შორის, ექვსს ბაზისბანკი დააფინანსებს. პრეზენტაციაზე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი უნივერსიტეტსა და ბაზისბანკს შორის.
თბილისში დამსაქმებელთა ასოციაციების პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
23 იანვარი 2007
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჩატარდა სუბრეგიონალური კონფერენცია "კავკასიისა და ცენტრალური აზიის დამსაქმებელთა ორგანიზაციების კონკურენტუნარიანობისა და მწარმოებლურობასთან დაკავშირებით". კონფერენცია იმართება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ეგიდით. კონფერენციის მედია მხარდაჭერა უზრუნველყო საკონსულტაციო ჯგუფმა ჯეპრამ.
უკრაინის პიარ პორტალი ქართული ბაზრით დაინტერსდა
19 იანვარი 2007
უკრაინის პოპულარული პიარ პორტალი www.publicity.kiev.ua ჯეპრასთან თანამშრომლობას იწყებს. საქართველოში განხორციელებული პიარ პროექტების შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე თავის ვებ–გვერდზე განათავსებს და მიაწვდის 1000–ზე მეტ ხელმომწერს. უკრაინული პიარ პორტალის მომხმარებლები არიან პიარ მენეჯერები, მარკეტოლოგები, ჟურნალისტები, წამყვანი გაზეთები, საინფორმაციო სააგენტოები და ტელევიზიები. უკრაინის გარდა, ჯეპრა თანამშრომლობს პიარის საინფორმაციო პორტალთან რუსეთში – www.sovetnik.ru უკვე 2 წელია საქართველოს პიარ მოვლენების შესახებ ინფორმაციას ჯეპრასთან პარტნიორობის შედეგად იღებს.
უკრაინელი პიარისტები ქართველებს გამოცდილებას გაუზიარებენ
08 იანვარი 2007
საკონსულტაციო ჯგუფმა ჯეპრამ და უკრაინულმა პიარ კომპანია Publicity Creating-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ხელშეკრულება ითვალისწინებს ექსკლუზიურ თანამშრომლობას პიარისა და მარკეტინგის ბაზარზე, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივ პიარ ღონისძიებების ჩატარებას. ასევე 2007 წლის პიარ დღეების ფარგლებში Publicity Creating გამართავს მასტერკლასებს თემაზე მას-მედიასთან ურთიერთობის ევოლუცია და პიარის განვითარების ტენდენციები უკრაინაში.
გაერთიანებული ქართული ბანკი ბაზარზე ახალი სახელით გამოდის
26 დეკემბერი 2006
გაერთიანებული ქართული ბანკი მომხმარებლის წინაშე ახალი სახელით - "ვითიბი ბანკი ჯორჯია" წარსდგა. ამასთან დაკავშირებით 26 დეკემბერს, ვითიბი ბანკი ჯორჯიას სათაო ოფისში აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზება და მედია მხარდაჭერა საკონსულტაციო ჯგუფმა ჯეპრამ უზრუნველყო.
სოციალური დახმარებისა და დასაქმების სააგენტომ საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა
25 დეკემბერი 2006
25 დეკემბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა და სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა, რომლის მიზანიც "სოციალურად დაუცველ ოჯახთა იდენტიფიკაციის, სოციალურ–ეკონომიკური მდგომარების შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის" შედეგების შეჯამება და საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა.
ძუძუს კიბოს დაძლევის საინფორმაციო პროგრამა დასრულდა
22 დეკემბერი 2006
"ძუძუს კიბოს დაძლევის საინფორმაციო პროგრამის" ფარგლებში 21 დეკემბერს, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრში განთავსდა პროგრამის მხარდამჭერი პოპულარული ქართველი ქალბატონების ფოტოები. მოგვიანებით მეტრო რუსთაველთან, მეტრო თავისუფლების მოედანთან და ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა ქუჩის აქცია. შემოსული თანხა გადაირიცხა სამედიცინო ლაბორატორიაში სპეციალურ ანგარიშზე და მოხმარდება პაციენტი ქალების უფასო დიაგნოსტირებას. პროგრამის დახურვის საზეიმო ცერემონიალი ქორთიარდ მარტიოტში გაიმართა, სადაც ჰოფმან ლა როშის წამომადგენლებმა პროგრამის ანგარიში წარმოადგინეს და მედია-კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტების დააჯილდოვეს.
მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ბალის ფეხსაცმლის მაღაზია თბილისშიც გაიხსნა
20 დეკემბერი 2006
19 დეკემბერს, საქართველოს ბანკის სათაო ოფისში შვეიცარული ფეხსაცმლის მაღაზიის ბალის პრეზენტაცია გაიმართა. მაღაზია გ.ტაბიძის ქუჩაზე გაიხსნა,სადაც წარმოდგენილია 2006–2007 წლის შემოდგომა–ზამთრის კოლექცია. პრეზენტაციის ორგანიზატორები არიან საკონსულტაციო ჯგუფი ჯეპრა და Georgian Trade Corporation.
კემპინსკი საქართველოში ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებს
10 დეკემბერი 2006
9 დეკემბერს, საქართველოს ბანკის ისტორიულ დარბაზში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს "კემპინსკი" პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი სასტუმროთა ქსელის მართვის საერთაშორისო კომაპანია "კემპინსკი ჰოთელზ"–ის პრეზიდენტმა, კომპანია "ქეფითალ ვოსტოკის" დამფუძნებელმა და საინვესტიციო კომპანია "ევორდის" ხელმძღვანელმა წარადგინეს.
ღონისძიების მენეჯმენტი განახორციელა კომპანია "ენ ენ"–მა, საინფორმაციო მხარდაჭერა კომპანია ჯეპრამ.
იხილეთ მეტი