ბაზისბანკმა სტუდენტური სესხების გაცემა დაიწყო
11 სექტემბერი 2006
8 სექტემბერს, ბაზისბანკის ახალ ოფისში ახალი საკრედიტო პროდუქტების - სტუდენტური სესხების პრეზენტაცია გაიმართა...
ბაზისბანკმა სტუდენტური სესხების გაცემა დაიწყო

11 სექტემბერი 2006
Copy to clipboard

 

8 სექტემბერს, "ბაზისბანკის" ახალ ოფისში ახალი საკრედიტო პროდუქტების - სტუდენტური სესხების პრეზენტაცია გაიმართა.
ბაზისბანკი სტუდენტებს სესხებს გამარტივებული პირობებით სთავაზობს, რაც მათ საშუალებას მისცემთ სრულყოფილი უმაღლესი განათლება მიიღონ.
პრეზენტაციის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფდა საკონსულტაციო ჯგუფი ჯეპრა.
ჯეპრამ ტრენინგი ჩაუტარა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
01 სექტემბერი 2006
29–31 აგვისტოს, ჩაქვში ჯეპრას ტრენერებმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც ეწევიან იძულებით გადაად...
ჯეპრამ ტრენინგი ჩაუტარა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს

01 სექტემბერი 2006
Copy to clipboard

 

29–31 აგვისტოს, ჩაქვში ჯეპრას ტრენერებმა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც ეწევიან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფასო იურიდიულ კონსულტაციას, საზოგადოებასთან ურთიერთობების საფუძვლებში (პიარ სამსახურების ფუნქციები, მედიასთან ურთიერთობები, პიარ კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება) ტრენინგი ჩაუტარეს.
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საერთაშორისო ორგანიზაცია "ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს" პროექტის "ინფორმაცია, კონსულტაცია და იურიდიული დახმარება დევნილთათვის" ფარგლებში. ჯეპრას სემინარებს დაესწრო და შესაბამისი სერთიფიკატი მიიღო 15 ადამიანმა.
ჯეპრას დირექტორი პროფესიული მომზადების სახელმწიფო პროგრამის კონსულტანტი გახდა
25 აგვისტო 2006
ჯეპრას დირექტორი სოსო გალუმაშვილი სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის კონსულტანტი ...
ჯეპრას დირექტორი პროფესიული მომზადების სახელმწიფო პროგრამის კონსულტანტი გახდა

25 აგვისტო 2006
Copy to clipboard

 

ჯეპრას დირექტორი სოსო გალუმაშვილი "სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის" კონსულტანტი გახდა. პროგრამა ითვალისწინებს შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიის დაუფლებასა და პროფესიული უნარ–ჩვევების გამომუშავებას.
ჯეპრას თანამშრომლებმა ტრენინგი გაიარეს
19 აგვისტო 2006
15–18 აგვისტოს ჯეპრას თანმშრომლებმა გაიარეს ტრენინგი თემაზე კლიენტის ეფექტური მომსახურება და გაყიდვები. აღნიშნული ტრენ...
ჯეპრას თანამშრომლებმა ტრენინგი გაიარეს

19 აგვისტო 2006
Copy to clipboard

 

15–18 აგვისტოს ჯეპრას თანმშრომლებმა გაიარეს ტრენინგი თემაზე "კლიენტის ეფექტური მომსახურება და გაყიდვები". აღნიშნული ტრენინგის ორგანიზატორი გახლდათ "პარტნიორები – საქართველო".
ჯეპრამ ტრენინგი ჩაუტარა პარლამენტარების წარმომადგენლებს
09 აგვისტო 2006
6,7 და 8 აგვისტოს ჯეპრას ტრენერებმა პარლამენტარების წარმომადგენლებს საზოგადოებასთან ურთიერთობებში (პოლიტიკური კამპა...
ჯეპრამ ტრენინგი ჩაუტარა პარლამენტარების წარმომადგენლებს

09 აგვისტო 2006
Copy to clipboard

 

6,7 და 8 აგვისტოს ჯეპრას ტრენერებმა პარლამენტარების წარმომადგენლებს საზოგადოებასთან ურთიერთობებში (პოლიტიკური კამპანიების დაგეგმვა)  ტრენინგი ჩაუტარეს. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" საპარლამენტო პროგრამის ფარგლებში.
მეტალურგებმა რუსთაველებს საჩუქარი გაუკეთეს
08 აგვისტო 2006
მეტალურგიის საერთაშორისო დღე რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა, რომელშიც ახალგაზრდა შემსრულე...
მეტალურგებმა რუსთაველებს საჩუქარი გაუკეთეს

08 აგვისტო 2006
Copy to clipboard

 

მეტალურგიის საერთაშორისო დღე რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა, რომელშიც ახალგაზრდა შემსრულებელი სალომე კორკოტაშვილი ბენდთან ერთად და ტელეპროექტ "ნუცას სკოლის" მომღერლები მონაწილეობდნენ. საღამო დისკოთეკითა და ფეერვერკით დასრულდა.
მეტალურგიის დღე რუსთავის მეტალურგიული ქარხნისთვის და რუსთაველებისთვის ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველ წელს, ივლისის ბოლო კვირაში აღინიშნება.
ჯეპრა კრეატივმა არჩევნების პარალელური კამპანიის ატრიბუტიკა შეიმუშავა
17 ივლისი 2006
ქალთა კოალიციის დაკვეთით ჯეპრა-კრეატივმა არჩევნების პარალელური კამპანიის ატრიბუტიკა შეიმუშავა. შემუშავებულ იქნა საიდენტი...
ჯეპრა კრეატივმა არჩევნების პარალელური კამპანიის ატრიბუტიკა შეიმუშავა

17 ივლისი 2006
Copy to clipboard

 

ქალთა კოალიციის დაკვეთით ჯეპრა-კრეატივმა არჩევნების პარალელური კამპანიის ატრიბუტიკა შეიმუშავა. შემუშავებულ იქნა საიდენტიფიკაციო ატრიბუტიკა, მათ შორის, ლოგო და სლოგანი. პარალელური კამპანია სლოგანით - "ქალს შეუძლია შეცვალოს" - წარიმართება. კამპანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალის როლის გაძლიერებასა და საარჩევნო სიებში ქალთა რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს. კამპანია აგვისტოში დაიწყება და წინასაარჩევნო კამპანიის პარალელური იქნება.
რუსთაველი სტუდენტები შრომით სემესტრს მეტალურგიულ ქარხანაში გაივლიან
04 ივლისი 2006
შოთა რუსთაველის სახელობის რუსთავის საერო უნივერსიტეტის 30 სტუდენტი შრომით სემესტრს რუსთავის მეტალურგიულ ქარახანაში გაა...
რუსთაველი სტუდენტები შრომით სემესტრს მეტალურგიულ ქარხანაში გაივლიან

04 ივლისი 2006
Copy to clipboard

 

შოთა რუსთაველის სახელობის რუსთავის საერო უნივერსიტეტის 30 სტუდენტი შრომით სემესტრს "რუსთავის მეტალურგიულ ქარახანაში" გაატარებს.  პროექტის ოფიციალური პრეზენდაცია 3 ივლისს შედგა. სტუდენტებმა შრომითი სემესტრის დაწყებას სპეციალური აქცია მიუძღვნეს. პრეზიდენტის ინიციატივას, ზაფხულის განმავლობაში სტუდენტების სხვადასხვა საწარმოებში დასაქმების თაობაზე,  პირველად რუსთაველები გამოეხმაურნენ.
აღნიშნული ღონისძიების მედია მხარდაჭრა და მენეჯმენტი საკონსულტაციო ჯგუფმა "ჯეპრამ" უზრუნველყო.
ჯეპრამ ტრენინგი ჩაუტარა საქართველოს პარლამენტის თანამშრომლებს
04 ივლისი 2006
21, 25 და 28 ივნისს, შეკვეთილში ჯეპრას ტრენერებმა საქართველოს პარლამენტის თანამშრომლებს საზოგადოებასთან ურთიერთობებში (კ...
ჯეპრამ ტრენინგი ჩაუტარა საქართველოს პარლამენტის თანამშრომლებს

04 ივლისი 2006
Copy to clipboard

 

21, 25 და 28 ივნისს, შეკვეთილში ჯეპრას ტრენერებმა საქართველოს პარლამენტის თანამშრომლებს საზოგადოებასთან ურთიერთობებში (კომუნიკაცია და მედიასთან ურთიერთობები)  ტრენინგი ჩაუტარეს. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" საპარლამენტო პროგრამის ფარგლებში.
ჯეპრას სემინარებს დაესწრო და შესაბამისი სერთიფიკატი მიიღო 74 ადამიანმა.
ჯეპრამ ბალტიკას საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა
27 ივნისი 2006
ჯეპრამ ლუდსახარში კომპანია ბალტიკას საკომუნიკაციო და საინფორმაციო კამპანიის განხორციელების საერთაშორისო ტენდერი მოიგ...
ჯეპრამ ბალტიკას საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა

27 ივნისი 2006
Copy to clipboard

 

"ჯეპრამ" ლუდსახარში კომპანია "ბალტიკას" საკომუნიკაციო და საინფორმაციო კამპანიის განხორციელების საერთაშორისო ტენდერი მოიგო. საინფორმაციო კამპანია მოიცავს "ბალტიკას" საქმიანობის შესახებ საგაზეთო პუბლიკაციებს, პრომოუშენსა  და სხვა პიარ ღონისძიებებს.