2005 წლის 8 ნოემბერს, ქუთაისში გაიხსნა ევროპული სტანდარტების უნიკალური სამედიცინო კლინიკა - ქუთაისის ვ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტენსიური მედიცინის ეროვნული ცენტრი. სამედიცინო ცენტრის მშენებლობა საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველოფის სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოები განახორციელა ჩეხურ-ქართულმა კომპანიამ "ბლოკ-ჯორჯია". სამედიცინო ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების მენეჯმენტი – საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა".
არქივი
სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია
12 ოქტომბერი 2005
2005 წლის 10 ოქტომბერს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის ფოიეში გაიმართა “სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის” პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი, სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელები და სხვა ოფიციალური პირები. მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება სახელმწიფოს საშუალებას მისცემს სოციალური დახმარება გაუწიოს ყველაზე მეტად გაჭირვებულ ოჯახებს. საინფორმაციო მხარდაჭერა – საკონსულტაციო ჯგუფი “ჯეპრა”.
გაიმართა ''დემოკრატიული თასის'' საზეიმო პრეზენტაცია
08 ოქტომბერი 2005
8 ოქტომბერს, სპორტ-სკოლა “ირაოს” სპორტულ მოედანზე გაიმართა სამოყვარულო მინიფეხბურთის ჩემპიონატის - "დემოკრატიის თასი" - საზეიმო გახსნის ცერემონიალი. ჩემპიონატის ორგანიზატორია საქართველოს გაეროს ასოციაცია. მისი მიზანია, საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არაფორმალური ურთიერთობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, რუტინული სამუშაოს გახალისება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა. მინიფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატში მონაწილეობს საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს და სამთავრობო სექტორის 14 გუნდი:
- ეუთო
- Wellfare Foundation
- უკრაინის საელჩო
- სახელმწიფო დაცვის სამსახური
- ჯეოსელი
- ინტელექტბანკი
- სტანდარტბანკი
- CERMA
- GPI ჰოლდინგი
- საქართველოს გაეროს ასოციაცია
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
- კავკასიის ბიზნეს სკოლა
- ამერიკის სავაჭრო პლატა
- ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
საინფორმაციო მხარდაჭერა – საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა".
გაიმართა “გარემოს დაცვის ინსპექციის” პრეზენტაცია
20 სექტემბერი 2005
20 სექტემბერს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ტერიტორიაზე გაიმართა “გარემოს დაცვის ინსპექციის” პრეზენტაცია. გარემოს დაცვის ინსპექციის ძირითადი მიზანია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, უკანონო ხე-ტყის ჭრის, ბრაკონიერობისა და სხვა სფეროებში არსებულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და თავიდან აცილება, საზოგადოებაში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების სტიმულირების მექანიზმების დანერგვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრყ გიორგი პაპუაშვილი, განათლების მინისტრი კახა ლომაია, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ბელა ასტემიროვა, სოფლის მეურნეობის მინისტრი მიხეილ სვიმონიშვილი. საინფორმაციო მხარდაჭერა - საკონსულტაციო ჯგუფი “ჯეპრა”.
ჯანდაცვის სამინისტროში ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
09 სექტემბერი 2005
7 სექტემბერს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, გაიმართა სამინისტროსა და სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივი პრეს-კონფერენცია. პრეს-კონფერენციაში მონაწილეობდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლადო ჭიპაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილი, მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანი, სოციალური დახმარების და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ლევან ფერაძე, სააგენტოს დირექტორის მოადგილე მორის წამალაშვილი. განხილული იყო “სოციალურად დაუცველ ოჯახთა იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამის” მიმდინარეობა. 2005 წლის 29 ივლისიდან სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ დაიწყო მონაცემთა ბაზის ფორმირება “სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელწიფო პროგრამის” ფარგლებში.
“ჯეპრამ” “საზაფხულო ბანაკებში” მედია-ტური მოაწყო
02 სექტემბერი 2005
2 სექტემბერს, პროგრამის “ვაშენოთ მომავალი” ფარგლებში, ლიკანსა და ახალდაბაში გახსნილ საზაფხულო ბანაკებში მოეწყო მედია-ტური, რომელშიც მას-მედიის თითქმის ყველა წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. “გავხდეთ უფრო აქტიურები, შევიძინოთ მეტი გამოცდილება, მიღებული ცოდნა გადავცეთ თანატოლებს და დავეუფლოთ გუნდური მუშაობის პრინციპებს” _ ამ მისიას ემსახურება აღნიშნული პროგრამა, რომელიც საქართველოში უკვე ერთი წელია, რაც ხორცილედება. საზაფხულო ბანაკები პროგრამის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც წელს პირველად განხორციელდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა 400-მდე მოზარდმა კარგად ორგანიზებულ, უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოში დაისვენა. ბანაკის ძირითადი დანიშნულება შეძენილი რესურსების ნაყოფიერად და ეფექტურად გამოყენება, ხოლო მთავარი დატვირთვა საგანმანათლებლო ფუნქცია იყო, რაც ძირითადად მრავალფეროვანი თემატური ტრენინგებისა და ღონისძიებებით გამოიხატებოდა. მოეწყო სპორტული და გასართობი თამაშობებიც; მუშაობდა ცეკვის, ხატვის, სპორტული წრეები; გაიმართა სხვადასხვა სახის პრეზენტაციები და ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები. მედია-ტური მიზნად ისახავდა: - პროგრამის პოპულარიზაციას; - საზაფხულო ბანაკების პოპულარიზაციას; - საზოგადოების ინფორმირებას პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ;- პროგრამის ეგიდით დაგეგმილი ღონისძიებების ანონსირებას.
''თბილისი სიტის'' პროექტის პირველი ეტაპს ორი კომპანია განახორციელებს
23 აგვისტო 2005
23 აგვისტოს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", "ჯიარდისი ჯგუფისა" და "კონსთრაქშენ ენდ დეველოპმენტ გრუპის" ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი ნარკოლოგიური ინსტიტუტის ტერიტორიაზე გრანდიოზული პროექტი - "თბილისი სიტი"- განხორციელდება. კონკურსის შედეგების შესაბამისად, აღნიშნულ პროექტს, ორი კომპანია "ჯიარდისი ჯგუფი" ("საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია") და სს "კონსტრაქშენ ენდ დეველოპმენტ გრუპი" ერთობლივი კომპანიის მეშვეობით განახორციელებენ.
"ჯეპრამ" გააფორმა ხელშეკრულება "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიასთან"
15 აგვისტო 2005
15 აგვისტოს, საკონსულტაციო ჯგუფ "ჯეპრასა" და "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის საქართველოს ფილიალს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც "ჯეპრა" განახორციელებს კომპანიის საკომუნიკაციო კამპანიის მენეჯმენტსა და კოორდინაციას. აღნიშნული საკომუნიკაციო კამპანია დაკავშირებულია "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის" 10 წლისთავთან და გათვლილია 3 თვიან პერიოდზე – სექტემბერი-ნოემბერი, 2005
იხილეთ მეტი