7 აგვისტოს, ქობულეთში, ფიჭვნარის სანაპიროზე გაიმართა ”ფიჭვნარის ეკო-პლაჟის” პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრნენ პრემიერ მინისტრი - ზურაბ ნოღაიდელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - გიორგი პაპუაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე - სოფო ახობაძე, აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი - ირაკლი გორაძე და პროექტში ჩართული ორგანიზაციების მსოფლიო ბანკისა და სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის წარმომადგენლები. ”ფიჭვნარის ეკო-პლაჟი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, შექმნილი პირობები საშუალებას იძლევა, დამსვენებელთათვის მაღალი დონის მომსახურების პარალელურად, მაქსიმალურად იქნას დაცული სანაპიროს გარემო. აღნიშნული პროექტის რეალიზაცია მოხდა ”საქართველოს სანაპიროს ინტეგრირებული მართვის პროექტის” ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეგიდით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. განმახორციელებელი ორგანიზაციაა სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრი (ს.ზ.ი.მ. ცენტრი). საინფორმაციო უზრუნველყოფა - საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა”
არქივი
“ჯეპრას" დირექტორმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრაში
23 ივლისი 2005
22 ივლისს, თბილისს ეწვია ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენელი პოლ კორსონი. სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ბიზნეს ეთიკის ასოციაციის წევრებთან შედგა, მონაწილეობდა საკონსულტაციო ჯგუფ “ჯეპრას” დირექტორი სოსო გალუმაშვილი. ამერიკელი სტუმრის საქართველოში ვიზიტის მიზანი იყო იმ დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრა, რომლებიც გარკვეულ როლს თამაშობენ ბიზნეს ეთიკის ასოციაციის ინიციატივაში. შეხვედრაზე განხილული იქნა ქვეყანაში არსებული პრობლემატიკასთან, ასოციაციის სამომავლო გეგმებსა და საქართველოში ქართული ბიზნეს ქცევის კოდექსის დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები.
”თიბისი ბანკმა” მოახდინა უნიკალური საბანკო სერვისების პრეზენტაცია
06 ივლისი 2005
2005 წლის 6 ივლისს, ”თიბისი ბანკმა” მოახდინა ქართული ბაზრისათვის სრულიად ახალი საბანკო სერვისების პრეზენტაცია. პირველად საქართველოში ”თიბისი ბანკმა” დანერგა ავტომატური კომუნალური გადარიცხვები და VIP მომსახურებები. აღნიშნული 2 ახალი მომსახურება წარმოადგენს ”თიბისი ბანკის” კამპანიის ”9 ნაბიჯი მომხმარებლისაკენ” გაგრძელებას. კამპანიის მიზანია 9 კვირის განმავლობაში 9 სიახლის განხორციელება კლიენტის მოთხოვნილებებზე ბანკის მომსახურების მაქსიმალური მორგების მიმართულებით.
”ავტომატური კომუნალური გადარიცხვები” - ეს არის მომხმარებლის დავალება ბანკისადმი, გადაიხადოს მისი ანგარიშიდან კომუნალური და სხვა დანიშნულების გადასახადები. VIP კლიენტებს ემსახურება პირადი მენეჯერი - VIP ბანკირი, რომელიც უფრო ინდივიდუალურსა და პერსონიფიცირებულს ქმნის ამ მომსახურებას. საინფორმაციო უზრუნველყოფა - საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა”
ჯიარდისიმ ”კინოქალაქის” რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაცია მოაწყო
05 ივლისი 2005
2005 წლის 5 ივლისს, ძველი კინოსტუდიის შენობაში გაიმართა პროექტ ”კინოქალაქის” პრეზენტაცია, რომელსაც ახორციელებს საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია (”ჯიარდისი”). ”ჯიარდისის” პარტნიორმა, ცნობილმა ჰოლანდიელმა არქიტექტორმა, ხილიან შროფერმა ამ პრეზენტაციაზე მოახდინა საკუთარი არქიტექტორული პროექტის წარდგენა. ”კინოქალაქის” პროექტი მოიცავს ძველი პავილიონის რეკონსტრუქციას - მის ტერიტორიაზე კულტურულ-გასართობი ცენტრის აშენებას და ახალი პავილიონის მშენებლობას. ეს კულტურულ-გასართობი ცენტრი არის იმ დიდი პროექტის ნაწილი, რომელსაც ”ჯიარდისი” მომავალში განახორციელებს ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე. პავილიონში განლაგებული იქნება 5 კინოთეატრი სხვადასხვა მიმართულების კინოს მოყვარულთათვის, გრანდ კაფე და საფესტივალო-საკონცერტო დარბაზი, რაც საშუალებას მისცემს თბილისში გრანდიოზული კინო, მუსიკალური და სხვა ფესტივალების ჩატარებას. ცენტრის მშენებლობა დაიწყება 2006 წლიდან და გასტანს წელიწადნახევარი. პარალელურად ”ჯიარდისი”, დიღმის ტერიტორიაზე ააშენებს თანამედროვე ტიპის, ახალ კინო პავილიონს. საინფორმაციო უზრუნველყოფა - საკონსულტაციო ჯუფი ”ჯეპრა”.
”ჯეპრა” მოემსახურება ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”
17 ივნისი 2005
სადაზღვევო კომპანია "ალდაგმა" შვეიცარიულ გადმზღვევ კომპანია SWISS Re- სთან ერთობლივი პრეზენტაცია გამართა
15 ივნისი 2005
"თიბისი ბანკმა" პირველმა მიიღო 10$ მილიონის კრედიტი EBRD –ის 60$ მილიონიანი თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში
13 ივნისი 2005
2005 წლის 13 ივნისს "თიბისი ბანკმა" და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საშუალო ზომის სესხების თანადაფინანსების პროგრამაზე. ხელშეკრულების საფუძველზე, EBRD "თიბისი ბანკის" მიერ ქართულ საწარმოებზე გაცემული სესხის 50%-ის დაფინანსებას თავის თავზე იღებს. "თიბისი ბანკის" პრეზიდენტის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით: ."ეს პროგრამა საშუალებას მისცემს ბანკს გაზარდოს საკუთარი წილი ბაზარზე და შექმნას საქართველოში პირველი საერთაშორისო საფინანსო სინდიკატის ჩამოყალიბების პრეცენდენტს".
თბილისში გაიხსნა სპორტული პეინტბოლის ახალი კლუბი - ”სპა”
04 ივნისი 2005
2005 წლის 4 ივნისს, კუს ტბაზე გაიმართა პეინტბოლის კლუბ ”სპა”-ს საზეიმო პრეზენტაცია. გახსნის ცერემონიალს დაესწრენ საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ცნობილი ჟურნალისტები, შოუ ბიზნესის წარმომადგენლები და საზოგადოებისათვის ცნობილი სხვა სახეები. კლუბის პრეზენტაციის დაწყებისას ლენტი საზეიმოდ გაჭრა თბილისის მერმე ზურაბ ჭიაბერაშვილმა. პრეზენტაციის დროს გაიმართა ასევე საჩვენებელი თამაში სპორტულ პეინტბოლში, რომლის დროსაც ერთმანეტს შეეჯიბრა ცნობილი და პოპულარული ადამიანებისაგან შემდგარი ორი გუნდი. საინფორმაციო უზრუნველყოფა - საკონსულტაციო ჯგუფი ”ჯეპრა”
31 მაისს ჩატარდა კონკურსის “ქართული დიზაინი” გამარჯვებულთა დაჯილდოება
01 ივნისი 2005
2005 წლის 31 მაისს, შარდენის ქუჩაზე გაიმართა კონკურსის “ქართული დიზაინი” გამარჯვებულთა დაჯილდოება. კონკურსი “ქართული დიზაინი”, რომლის ინიციატორიც გახლავთ არქიტექტურისა და სამშენებლო მენეჯმენტის კომპანია “არსი”, წელს უკვე მეორედ ჩატარდა და მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის ბუნებრივი პროცესის აღდგენასა და შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირებას. კონკურსი გამოცხადებული იყო 3 ნომინაციაზე. თითოეულ მათგანს ჰქონდა I, II და III პრემიები. ასევე დაწესებული იყო ერთი გრან-პრი. გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები, რომლებიც დააწესეს კონკურსის სპონსორებმა.
იხილეთ მეტი