თბილისმა პიარ დღეებს უმასპინძლა
27 ივნისი 2006
24–25 ივნისს თბილისმა პიარ დღეებს უმასპინძლა, რომელიც შემდეგ ღონისძიებებს მოიცავდა:– პიარისა და კომუნიკაციის სტუდენ...
თბილისმა პიარ დღეებს უმასპინძლა

27 ივნისი 2006
Copy to clipboard

 

24–25 ივნისს თბილისმა პიარ დღეებს უმასპინძლა, რომელიც შემდეგ ღონისძიებებს მოიცავდა:
– პიარისა და კომუნიკაციის სტუდენტთა ევროპული ასოციაციის – საქართველოს (Prime –საქართველოს) პრეზენტაცია.                                   
– პირველი სტუდენტური პიარ–კონკურსი – "PRპროექტი" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. ორგანიზატორებმა საუკეთესო პროექტის ავტორებს ფულადი და სამახსოვრო პრიზები გადასცეს.
– შედგა პიარ პროფესიული ვებ რესურსის PRGuide.ge პრეზენტაცია.
– გამოავლინეს 2005 წლის PR პერსონა და PR პროექტი. ნომინაციაში – წლის პიარ პერსონა, განათლების მინისტრი ალექსანდრე ლომაია დაჯილდოვდა, ხოლო წლის პიარ პროექტად "ეროვნული გამოცდები" დასახელდა.
პიარ საზოგადოებამ საქართველოში პიარის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მარიკა დარჩია დააჯილდოვა.
ქუთაისში ''მეტრო'' აშენდება
26 ივნისი 2006
22 ივნისს თიბისი ბანკის სათაო ოფისში ულტრატანამედროვე სავაჭრო ცენტრის მეტროს პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პროექტის ...
ქუთაისში ''მეტრო'' აშენდება

26 ივნისი 2006
Copy to clipboard

 

22 ივნისს "თიბისი ბანკის" სათაო ოფისში ულტრატანამედროვე სავაჭრო ცენტრის "მეტროს" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პროექტის ავტორმა სამშენებლო არქიტექტურულმა ფირმამ "სტუდია ჩემი სახლი" წარმოადგინა.
სავაჭრო ცენტრის მშენებლობა ქუთაისში აგვისტოში დაიწყება და 2 წელიწადში დასრულდება.
პიარ უიქენდი 2006
19 ივნისი 2006
24–25 ივნისს ჩატარდება პიარ უიქენდი 2006, რომლის მიზანი იქნება პიარის როგორც პრაქტიკისა და პროფესიის პოპულარიზება საქართ...
პიარ უიქენდი 2006

19 ივნისი 2006
Copy to clipboard

 

24–25 ივნისს ჩატარდება პიარ უიქენდი 2006, რომლის მიზანი იქნება პიარის როგორც პრაქტიკისა და პროფესიის პოპულარიზება საქართველოში. პროექტის ორგანიზატორები არიან: ჯეპრა, პროფილი, ACTPR, Prime Georgia, PRguide.ge, GPRDI.
პარტნიორები: ბიზნეს ეთიკის ასოციაცია, I Line, Conference.ge
სპონსორები: მოგზაურთა კლუბი, სამშენებლო კომპანია მოდული
მხარდამჭერი: კოკა კოლა
მედია–ტური კოლხეთის ეროვნულ პარკში
07 ივნისი 2006
3–4 ივნისს გაიმართა ტურისტული სააგენტოების და მედიის წარმომადგენელთა ტური კოლხეთის ეროვნულ პარკში. ტურის მონაწილეები გ...
მედია–ტური კოლხეთის ეროვნულ პარკში

07 ივნისი 2006
Copy to clipboard

 

3–4 ივნისს გაიმართა "ტურისტული სააგენტოების და მედიის წარმომადგენელთა ტური" კოლხეთის ეროვნულ პარკში. ტურის მონაწილეები გაეცნენ პარკის ტურისტულ  პოტენციალს, პარკში მიმდინარე სამუშაოებს და პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მხცოვრები მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რეალიზებულ პროექტებს.
ულტრათანამედროვე კინოსტუდიის პრეზენტაცია დიღომში
21 მაისი 2006
21 მაისს, საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიამ (ჯიარდისი) ულტრათანამედროვე კინოსტუდიის პრეზენტაცია გა...
ულტრათანამედროვე კინოსტუდიის პრეზენტაცია დიღომში

21 მაისი 2006
Copy to clipboard

 

21 მაისს, "საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიამ" (ჯიარდისი) ულტრათანამედროვე კინოსტუდიის პრეზენტაცია გამართა. ძველი კინოსტუდიის ნაცვლად, სადაც წლების განმავლობაში ფილმის გადაღების არანაირი პირობა არ არსებობდა, დიღომში (ლუბლიანას 21–ში) აშენდა ახალი, თანამედროვე ტიპის კინოპავილიონი. ახალი კინოსტუდია ევროპულ სტანდარტებს გაუტოლდება და ქართველი კინომატოგრაფები უკეთ შეძლებენ საკუთარი შემოქმედებითი ხედვის რეალიზებას. პრეზენტაციის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფდა საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა'.
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები
20 მაისი 2006
2006 წლის 20–21 მაისს, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ქალაქ ...
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები

20 მაისი 2006
Copy to clipboard

 

2006 წლის 20–21 მაისს, "საქართველოს გაეროს ასოციაციისა" და "საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის" ორგანიზებით ქალაქ ბორჯომში გაიმართა ახალგაზრდული კლუბების ოლიმპიური თამაშები –  "ბორჯომი 2006–ბორჯომი 2014". ღონისძიება, რომელიც ბორჯომის მიერ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის მხარდამჭერ აქციის სახეს ატარებდა, ჩატარდა აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით განხორციელებული პროგრამის – "ვაშენოთ მომავალი"–ს ფარგლებში.
გაიმართა პროგრამა “ვაშენოთ მომავლის” ახალგაზრდული გამოფენა-ფორუმი
16 მაისი 2006
16 მაისს, ფილარმონიის ფოიეში, საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვი...
გაიმართა პროგრამა “ვაშენოთ მომავლის” ახალგაზრდული გამოფენა-ფორუმი

16 მაისი 2006
Copy to clipboard

 

16 მაისს, ფილარმონიის ფოიეში, საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა "ვაშენოთ მომავალის" ფარგლებში, გაიმართა ახალგაზრდული გამოფენა–ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის მასშტაბის სკოლების ბაზაზე დაარსებული 20 ახალგაზრდულმა კლუბმა. ასევე გამოვლინდნენ ის კლუბები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს პროგრამის წარმატებულად განხორციელებისა და საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების საქმეში. ასევე გამოვლინდნენ და შესაბამისი ჯილდოებიც მიიღს საერთაშორისო ინტერნეტ თამაშის – მსოფლიო კუნძული (Global Island) და მცირე გრანტების პროგრამებში გამარჯვებულები.
ჯეპრა რეალითი შოუ "კანდიდატის" მონაწილეებმა დაიქირავეს
11 მაისი 2006
11 მაისს, საკონსულტაციო ჯგუფ ჯეპრას წარმომადგენლებმა დახმარება გაუწიეს რეალითი შოუ კანდიდატის მონაწილე გუნდ ფე...
ჯეპრა რეალითი შოუ "კანდიდატის" მონაწილეებმა დაიქირავეს

11 მაისი 2006
Copy to clipboard

 

11 მაისს, საკონსულტაციო ჯგუფ "ჯეპრას" წარმომადგენლებმა დახმარება გაუწიეს რეალითი შოუ "კანდიდატის" მონაწილე გუნდ "ფესტინა ლენტეს" წევრებს. გუნდებს დავალებული ჰქონდათ კომპანია "თელიანი ველის" ორი ახალი ბრენდის პრეზენტაცია, რომელზეც მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა რესტორნების, სასტუმროების და მაღაზიათა ქსელების წარმომადგენლები.
„არსმა“ ქართველი მეღვინეების მხარდამჭერი აქცია დაიწყო
03 მაისი 2006
3 მაისს, არსის გალერეაში ხელი მოეწერასაინიციატივო შეთანხმებას, რომელიც ქართველი მეღვინეების მხარდაჭერას ითვალისწინებ...
„არსმა“ ქართველი მეღვინეების მხარდამჭერი აქცია დაიწყო

03 მაისი 2006
Copy to clipboard

 

3 მაისს, "არსის გალერეაში" ხელი მოეწერა"საინიციატივო შეთანხმებას", რომელიც ქართველი მეღვინეების მხარდაჭერას ითვალისწინებს. შეთანხმების მიზანია ქართული ბიზნესის მხრიდან მეღვინეობის მხარდამჭერი ღონისძიებების და პროგრამების შემუშავება. შეთანხმებას ხელი მოაწერეს "არსის" გენერალურმა დირექტორმა გია აბულაძემ და "თელიანი ველის" მარკეტინგის მენეჯერმა გიორგი ხუციშვილმა. "საინიციატივო შეთანხმება" ღიაა თანამშრომლობის მსურველ ნებისმიერი კომპანიებისათვის.
ჯეპრამ მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას გაუწია ორგანიზება
06 აპრილი 2006
2006 წლის 6 აპრილს, 13 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრო...
ჯეპრამ მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას გაუწია ორგანიზება

06 აპრილი 2006
Copy to clipboard

 

2006 წლის 6 აპრილს, 13 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სს “რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასა” და უნივერსიტეტს შორის. ხელშეკრულების თანახმად, ამიერიდან მეტალურგიული ქარხანა განახორციელებს სტუ-ს, განსაკუთრებით კი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მხარდაჭერის მრავალწლიან პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მოხდება წარმატებული სტუდენტებზე სტიპენდიების გაცემა, მატერიალური-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაში ფინანსური დახმარება, ქარხანაში სტუდენტების პრაქტიკული სტაჟირებები და ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა.