27 მარტს, თბილისში პეპსის ჩამომსხმელ ქარხანაში ჟურნალისტებისათვის მედია-ტური მოეწყო. ჟურნალისტებმა დაათვალიერეს წარმოების პროცესი და გაეცნენ კომპანიის უახლეს მიღწევებს. მედია-ტური მიზნად ისახავდა ქართული პეპსის მიღწევების თაობაზე ქართული მედიის ინფორმირებას. კერძოდ, 2007 წლის დასაწყისში საქართველოში ჩამოსხმულმა პეპსიმ საერთაშორისო სტანდარტების შემოწმების დროს უმაღლესი შედეგები და ე.წ ოქროს პეპსისთან 100 პროცენტიანი შესაბამისობა აჩვენა.
არქივი
თბილისის პიარ სკოლაში ღია კარის დღე გაიმართა
25 მარტი 2007
ჯეპრამ ჯიარდისის ტენდერი მოიგო
23 მარტი 2007
რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
22 მარტი 2007
360° - გაზეთი ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების შესახებ
08 მარტი 2007
''რეალური კაპიტალი'' - საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტული გამოცემა
02 მარტი 2007
"ჯეპრა-მედიას" პირველი მედია-პროექტი პარტნიორ ორგანიზაციებთან, გაზეთთან 24 საათი და საინფორმაციო სააგენტოსთან ჯი-ბი-სი, ერთობლივად ხორციელდება. "რეალური კაპიტალი" გაზეთ 24 საათის დამატებაა, რომელიც უძრავი ქონების სფეროში მიმდინარე პროცესებს ასახავს.
"რეალური კაპიტალის" პარტნიორები არიან კომპანია არსი, სადაზღვევო კომპანია ალდაგი-ბისიაი, ბტა სილქ როუდ ბანკი.
თბილისის PR სკოლაში on-line რეგისტრაცია წარმოებს
28 თებერვალი 2007
აპრილიდან ფუნქციონირებას იწყებს თბილისის PR სკოლა, რომელიც გთავაზობთ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სრულ კურსს და მოიცავს შემდეგ დარგებს: მარკეტინგი (ზოგადი კურსი), მარკეტინგული კვლევები, ეფექტური კომუნიკაცია, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები, პიარი, რეკლამა, მედია–დაგეგმვა, ბრენდ მენეჯმენტი, ბითიელ რეკლამა, ივენთ–მენეჯმენტი, მედია–მენეჯმენტი.
თბილისის PR სკოლაში სწავლის მსურველთა on-line რეგისტრაცია www.prschool.ge- ზე წარმოებს.
''საქჰიდროენერგომშენს'' ISO 9001-2000 სტანდარტის სერთიფიკატი მიენიჭა
14 თებერვალი 2007
13 თებერვალს, ბიზნესის საინფორმაციო ცენტრში (BIC) გაიმართა საქჰიდროენერგომშენისათვის ISO 9001-2000 სტანდარტის სერთიფიკატის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი. საქჰიდროენერგომშენი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ჰიდრო-სამშენებლო-საინჟინრო ორგანიზაციაა. კომპანიის ყველაზე მასშტაბურ პროექტებს წარმოადგენენ ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება და მცირე ჰესის მშენებლობა ზემო აფხაზეთში.
თბილისის PR-სკოლა საქმიანობას აპრილიდან დაიწყებს
09 თებერვალი 2007
2007 წლის აპრილიდან საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და პიარ-სააგენტო ჯეპრა აცხადებენ მიღებას თბილისის PR-სკოლაში. ეს იქნება სამ თვიანი ინტენსიური სწავლების კურსები, რომელიც მოიცავს თანამედროვე მარკეტინგულ კომუნიკაციებს და რომლის კურსდამთავრებულებიც შეძლებენ წარმატებით გააგრძელონ საქმიანობა ნებისმიერ ორგანიზაციაში PR-სპეციალისტისა და მენეჯერის თანამდებობაზე.
იხილეთ მეტი