5 სექტემბერს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ჰოლანდიელი პიარ ექსპერტი ლუის სმიტი გაუ-თბილისის პიარ სკოლის კლუბის წევრებს შეხვდა. საუბარი ევროპასა და ჰოლანდიაში პიარის განვითარების ტენდენციებს შეეხო. შეხვედრაზე განხილული იყო საინტერესო ქეისები კონსულტანტის პრაქტიკიდან.
არქივი
 
  
                                                         
  
                                                         
  
                                                        თბილისის პიარ სკოლის სექტემბრის 3 ჯგუფი  დაკომპლექტებულია
     
                                               
                                        
                                            15 აგვისტო 2007
                                                                            
                                  
                                თბილისის პიარ სკოლის სექტემბრის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სასწავლო კურსის ჯგუფები უკვე შევსებულია. ერთი ჯგუფი მოქმედი პიარ მენეჯერებით არის დაკომპლექტებული, ორი კი - სტუდენტებითა და სფეროთი დაინტერესებული პირებით. თბილისის პიარ სკოლაში სწავლა 24 სექტემბერს დაიწყება.
 
  
                                                        ჰოლანდიელი პიარ ექსპერტი ჯეპრას კონსულტაციებს გაუწევს
     
                                               
                                        
                                            09 აგვისტო 2007
                                                                            
                                  
                                პროგრამა პუმის ფარგლებში, 29 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე, ჰოლანდიელი პიარ სპეციალისტი ლუის სმიტი ჯეპრას კონსულტაციებს გაუწევს და გამოცდილებას გაუზიარებს. ლუის სმიტი 25 წელზე მეტია ამ სფეროში მოღვაწეობს და ნამუშევარია უმსხვილესს საერთაშორისო პიარ კომპანიებში. ჰოლანდიელი სპეციალისტი ევროპისა და აზიის ქვეყნებში საქმიანობს.
 
  
                                                        პირველი სტუდენტური საბანკო ფილიალი საქართველოში
     
                                               
                                        
                                            07 აგვისტო 2007
                                                                            
                                  
                                 
  
                                                        აგრობიზნესისა და ბუნებრივი რესურსების ცენტრის მარკეტინგულ სტრატეგიაზე ჯეპრაც იმუშავებს
     
                                               
                                        
                                            04 აგვისტო 2007
                                                                            
                                  
                                აგრობიზნესისა და ბუნებრივი რესურსების ცენტრის მარკეტინგულ სტრატეგიაზე 4 წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან და მოწვეულ ამერიკელ მარკეტოლოგთან ერთად ჯეპრაც იმუშავებს. სამუშაო ჯგუფმა აგვისტოს დასაწყისში დაიწყო საქმიანობა და სექტემბრის დასაწყისამდე მარკეტინგული და პიარ სტრატეგიის შემუშავებას აპირებს.
 
  
                                                        ჯეპრა ევროპული პიარ ქსელის წევრი გახდა
     
                                               
                                        
                                            03 აგვისტო 2007
                                                                            
                                  
                                ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორსო პიარ ქსელი (CEERP) 2006 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ქვეყნების წამყვან პიარ კომპანიებს აერთიენებს. ჯეპრა ამ ქსელის რიგით მე-8 წევრია. ქსელი გაფართოებას უახლოეს მომავალში აპირებს. ჯეპრას გაწვრიანება ევროპულ ქსელში ქართული პიარ საზოგადოების კიდევ ერთ აღიარებას წარმოადგენს.
 
  
                                                         
  
                                                         
  
                                                        გაუ-თბილისის პიარ სკოლის პირველი გამოშვება
     
                                               
                                        
                                            23 ივლისი 2007
                                                                            
                                  
                                21 ივლისს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართა გაუ-თბილისის პიარ სკოლის კურსდამთავრებულებისათვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება. სტუდენტებს გააცნეს პიარ კლუბის შექმნის იდეა, რომელიც ითვალისწინებს წევრებისათვის სპეციალური ფორუმის შექმნასა და სხვადასხვა წამახალისებელი აქტივობების განხორციელებას.
იხილეთ მეტი
         
                                            






