''ჯეპრა'' კომპანია ''ბორჯომის'' სოციალურ პროექტს განახორციელებს
17 ივლისი 2007
საკონსულტაციო ჯგუფმა ჯეპრამ გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიასთა...
''ჯეპრა'' კომპანია ''ბორჯომის'' სოციალურ პროექტს განახორციელებს

17 ივლისი 2007
Copy to clipboard

 

საკონსულტაციო ჯგუფმა "ჯეპრამ" გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიასთან", რომელიც ითვალისწინებს სოციალური საინფორმაციო კამპანიის –"ჩვენი საქართველო" – განხორციელებას რადიო სადგურ "იმედის",  "არ დაიდარდოსა" და "რადიო ქალაქის' არხებზე.
პრეს კონფერენცია ძუძუს კიბოს თემაზე
13 ივლისი 2007
სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა პრეს–კონფერენცია თემაზე: პაციენტთა ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმი...
პრეს კონფერენცია ძუძუს კიბოს თემაზე

13 ივლისი 2007
Copy to clipboard

 

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა პრეს–კონფერენცია თემაზე: პაციენტთა ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა და მისი მნიშვნელობა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ექიმი ონკოლოგები, პაციენტები, ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები, ორგანიზაცია "ჯანმრთელი აზიის" ხელმძღვანელმა, მოახდინა ყაზახური არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება აღნიშნული დაავადებების პრევენციისა და პაციენტებთან ურთიერთობების სფეროში.
NCC-ს ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატი - ISO 9001:2000 მიენიჭა
20 ივნისი 2007
სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი, 19 ივნისს მწვანე შენობაში გაიმართა. ახალ სამშენებლო კომპანიას ISO 9001:2000&n...
NCC-ს ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატი - ISO 9001:2000 მიენიჭა

20 ივნისი 2007
Copy to clipboard

 

სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი, 19 ივნისს მწვანე შენობაში გაიმართა. "ახალ სამშენებლო კომპანიას" ISO 9001:2000  გადასცა TUV-ის წარმომადგენელმა საქართველოში ელგუჯა მელაძემ.
ბაზისბანკი წიგნის მოყვარულებს ახალ სერვისს სთავაზობს
17 ივნისი 2007
14-17 ივნისს ბაზისბანკმა მონაწილეობა მიიღო საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში გამართულ წიგნის მე-9 საერთაშორისო ფესტივა...
ბაზისბანკი წიგნის მოყვარულებს ახალ სერვისს სთავაზობს

17 ივნისი 2007
Copy to clipboard

 

14-17 ივნისს "ბაზისბანკმა" მონაწილეობა მიიღო საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" გამართულ წიგნის მე-9 საერთაშორისო ფესტივალში.  საგამოფენო დარბაზში  განთავსდა ბანკის სერვის-ცენტრი, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა ბანკის ნებისმიერი სერვისით, მათ შორის მოეხდინა ანგარიშსწორება წიგნის შეძენისას.
"ბაზისბანკმა"  წარმოადგინა განახლებული საბანკო პროდუქტი "ვიზა-ბიზნეს ბარათი", რომლის მფლობელებიც ისარგებლებენ 10 პროცენტიანი ფასდაკლებით საგამომცემლო სახლი "პარნასის" მაღაზიათა ქსელში.
ISO 22000 ხარისხის სერტიფიკატი ''საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიას''
16 ივნისი 2007
მსოფლიოში ცნობილი მინერალური წყლის ბორჯომის მწარმოებელ საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიას ISO 22000 ...
ISO 22000 ხარისხის სერტიფიკატი ''საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიას''

16 ივნისი 2007
Copy to clipboard

 

მსოფლიოში ცნობილი მინერალური წყლის "ბორჯომის" მწარმოებელ "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიას" ISO 22000 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი პროდუქციის უსაფრთხოების სერტიფიკატი მიენიჭა. სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი 15 ივნისს ქალაქ ბორჯომში გაიმართა. "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის"  ISO 22000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება განახორციელა ფრანგულმა კომპანიამ Bureau Veritas Certification.
უცხოელი ჟურნალისტები ბორჯომში
15 ივნისი 2007
15 ივნისს, საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიისათვის ISO 22000  სერტიფიკატის გადაცემისა და განახლებ...
უცხოელი ჟურნალისტები ბორჯომში

15 ივნისი 2007
Copy to clipboard

 

15 ივნისს, "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიისათვის" ISO 22000  სერტიფიკატის გადაცემისა და განახლებული "ბორჯომის"  №1 ქარხნის პრეზენტაციის ცერემონიალზე, ბორჯომს ეწვივნენ უცხოელი ჟურნალისტები ლიტვიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან. მათ დაათვალიერეს ქარხნები, რის შემდეგაც გაიმართა პრეს–კონფერენცია. ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდნენ ზაზა კიკვაძე, ჯაკ ფლერი, მარიანა გლოტოვა და ლევან ბაღდავაძე.
რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ პროდუქცია ბაქოში წარადგინა
05 ივნისი 2007
5-8 ივნისს კასპიან გეზ ენდ ოილ-ის საერთაშორისო გამოფენაზე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პროდუქციის წარდგენისა და საგამ...
რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ პროდუქცია ბაქოში წარადგინა

05 ივნისი 2007
Copy to clipboard

 

5-8 ივნისს "კასპიან გეზ ენდ ოილ"-ის საერთაშორისო გამოფენაზე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პროდუქციის წარდგენისა და საგამოფენო ლოჯისტიკა ჯეპრამ უზრუნველყო.
ბტა სილქ როუდ ბანკის კაპიტალი 18 მილიონი ლარით გაიზარდა
30 მაისი 2007
30 მაისს სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა ბტა სილქ როუდ ბანკის პრეს–კონფერენცია. ბანკის ხელმძღვანელებმა პრეს–კონფე...
ბტა სილქ როუდ ბანკის კაპიტალი 18 მილიონი ლარით გაიზარდა

30 მაისი 2007
Copy to clipboard

 

30 მაისს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა "ბტა სილქ როუდ ბანკის" პრეს–კონფერენცია. ბანკის ხელმძღვანელებმა პრეს–კონფერენციაზე განაცხადეს "ბტა სილქ როუდ ბანკის"  კაპიტალის 18 მილიონი ლარით გაზრდის შესახებ. ამჟამად ბანკის სააქციო კაპიტალი 31 მლნ ლარით განისაზღვრება.
პრიზამ სამშენებლო კომპანიებს სეზონის დაწყება მიულოცა
16 მაისი 2007
15 მაისს, კომპანია პრიზამ, რომელიც საქართველოში ბეტონის წარმოების ლიდერია, ბაზარზე არსებულ ყველა წამყვან სამშენებლო კო...
პრიზამ სამშენებლო კომპანიებს სეზონის დაწყება მიულოცა

16 მაისი 2007
Copy to clipboard

 

15 მაისს, კომპანია "პრიზამ", რომელიც საქართველოში ბეტონის წარმოების ლიდერია, ბაზარზე არსებულ ყველა წამყვან სამშენებლო კომპანიას სეზონის დაწყება მიულოცა. პრიზას სამშენებლო ტექნიკის კოლონა 14 წამყვან სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიას ესტუმრა და საჩუქრები გადასცა. ამ ორიგინალურმა ღონისძიებამ საზოგადოებისა და პრესის დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჯეპრამ ღონისძიების მენეჯმენტი და მედია მხარდაჭერა უზრუნველყო.
ახალი საკრედიტო ბარათი ჯეოსელისა და ბაზისბანკისგან
12 მაისი 2007
11 მაისს მუსკომედიის თეატრის ბაღში გაიმართა ბაზისბანკის  და ჯეოსელის ერთობლივი პროდუქტის ჯეოსელ ვიზა ბარათის ...
ახალი საკრედიტო ბარათი ჯეოსელისა და ბაზისბანკისგან

12 მაისი 2007
Copy to clipboard

 

11 მაისს მუსკომედიის თეატრის ბაღში გაიმართა "ბაზისბანკის"  და "ჯეოსელის" ერთობლივი პროდუქტის "ჯეოსელ ვიზა ბარათის" პრეზენტაცია.
პრეზენტაციის საზეიმო ნაწილში მონაწილეობას იღებდნენ ლიზა ბაგრატიონი და ნატო მეტონიძე, რომლებიც მოწვეული სტუმრების წინაშე ახალი პროგრამით წარსდგნენ.