25 მარტს გაიმართა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის ახალ მისამართზე გადასვლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. გაფორმდა ხელშეკრულება ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტსა და ამერიკის უნივერსიტეტს (University of America) შორის ოფიციალური პარტნიორობის თაობაზე, ხელი მოეწერა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის ეთიკისა და ქცევის კოდექსს.
არქივი
“ატკინსი” რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას” შეისწავლის
13 მარტი 2006
„ჯეპრას“ დირექტორი სოციალური დახმარების სააგენტოს კონსულტანტი გახდა
02 მარტი 2006
სოციალური დახმარებისა და დასაქმების სააგენტო 2005 წლიდან ახორციელებს „სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და მონაცემთა ბაზის ფორმირების“ პროგრამას. 2005 წლიდან პროგრამის საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვასა და იმპლემენტაციაში მონაწილეობდნენ „ჯეპრას“ კონსულტანტები. 2006 წლის მარტიდან სააგენტოს მხრიდან კონსულტანტად მიწვეული იქნა „ჯეპრას“ დირექტორი.
განახლდა თანამშრომლობა „ჯეპრასა“ და კომპანია „არსს“ შორის
01 მარტი 2006
“ჯეპრა” რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას მოემსახურება
02 თებერვალი 2006
2006 წლის 1 თებერვლიდან “ჯეპრა” რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას მოემსახურება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც რუსთავის მეტალურგიული ქაარხნის გაყიდვას შეეხებოდა, გაიმარჯვა ქართულმა კომპანია “ენერგია და ინდუსტრია კომპლექსმა”. გარიგების ფასი 22 მილიონ დოლარს შეადგენდა. ინვესტორმა თანხა იანვარში გადაიხადა და ქარხნის სრულფასოვანი მფლობელი გახდა. საწარმოში დაგეგმილია 150 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება. “ჯეპრა” განახორციელებს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საინფორმაციო მომსახურებას, საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვასა და რეალიზაციას.
საშობაო საქველმოქმედო გამოფენა “არსის გალერეაში”
16 დეკემბერი 2005
13 დეკემბერს კომპანია “არსის” გალერეაში გაიმართა GTG-ქართული ტექსტილის ჯგუფის მხატვრული ტექსტილის საშობაო საქველმოქმედო გამოფენა. გამოფენაზე 15 მხატვრის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი: ბატიკა, თექა, გობელენი, აბრეშუმის ქაღალდი, ასევე - სუვენირები, საჩუქრები, შარფები, ღია ბარათები და სხვა. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება GTG-ჯგუფის საქველმოქმედო პროექტებს.
ზვიად დევდარიანის რომანის “მრავალჯერადი გული''-ს პრეზენტაცია
03 დეკემბერი 2005
3 დეკემბერს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრ 03-ში გაიმართა ზვიად დევდარიანის რომანის “მრავალჯერადი გული” პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ მწერლის მეგობრები, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურების, ბიზნეს სექტორისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები. ავტორისათვის ეს გახლდათ მისი ნაწარმოების პირველი ოფიციალური წარდგენა საზოგადოების წინაშე. ამ რომანის გარდა, ზვიად დევდარიანი მრავალი ლექსისა და რამოდენიმე თარგმანის ავტორია, რომლებიც დაიბეჭდა ჟურნალებში ”ალტერნატივა” და “არილი”, ასევე ლიტერატურულ გაზეთებში “ახალი ეპოქის მწერლობა” და “პარნასი”. 13 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის წიგნის წაკითხვა არ არის რეკომენდირებული!
ბორჯომის განახლებული ქარხნის პრეზენტაცია
20 ნოემბერი 2005
20 ნოემბერს ბორჯომში, "საქართველოს მინისა და მინირალური წყლების კომპანიის" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით "ბორჯომის" განახლებული ქარხნის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კომპანიის ხელმძღვანელები, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები. განახლებული ქარხნის პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ბორჯომის ეროვნულ პარკში მდებარე მინერალური წყლების ისტორიული წარხანა. კომპანიის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდება ანსამბლ "ერისიონის" კონცერტით, რომელიც გაიმართა ფილარმონიიის დიდ საკონცერტო დარბაზში.
“არსის გალერეაში" საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა
18 ნოემბერი 2005
18 ნოემბერს “არსის გალერეაში” გაიმართა შეხვედრა “ბიზნესმენთა ფედერაციის” წევრებთან და მას-მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ბიზნესმენები და მედიის წარმომადგენლები გაეცნენ კომპანიის ახალი პროექტებს და სამომავლო გეგმებს. “არსის” გენერალურმა დირექტორმა გია აბულაძემ აუდიტორიას წარუდგინა მშენებარე და დაპროექტების სტადიაზე მყოფი საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების ობიექტები. კომპანიის მიმდინარე პროექტებს შორისაა: - ელიტარული საცხოვრებელი სახლი – “ახალი პროექტი არსის უბანში”- თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენისა და განვითარების პროექტი - ბიზნეს-ცენტრი ავლაბარში - ახალი პროექტები ავლაბარში - ბიზნეს ცენტრი – ვუკოლ ბერიძის ქუჩაზე - “ორთაჭალის ტურფა” საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ისაკაძის განცხადებით, “არსის” საქმიანობა მისაბაძი მაგალითია ქართველი ბიზნესმენებისათვის როგორც მაღალი პროფესიული სტანდარტებით, ასევე ბიზნესის გამჭვირვალობით.
“ახალი პროექტის” პრეზენტაცია “არსის გალერეაში”
11 ნოემბერი 2005
9 ნოემბერს “არსის გალერეაში” გაიმართა არქიტექტურისა და სამშენებლო მენეჯმენტის კომპანია “არსის” “ახალი პროექტის” პრეზენტაცია “საქართველოს ბანკის” VIP კლიენტებისათვის. პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრები გაეცნენ ობიექტის არქიტექურულ მხარეს; უბანში არსებულ ინფრასტრუქტურას; ბინების ფართებს და განლაგებას, მშენებლობის ვადებს და ბინის შეძენის პირობებს.
იხილეთ მეტი